შეგახსენებთ, რომ ტესტების პირველ მატჩს მილტონ ჰეიგის გუნდი 12 ნოემბერს თბილისში იაპონიის ნაკრებთან ჩაატარებს. ერთი კვირის შემდეგ "ბორჯღალოსნები" სამოას უმასპინძლებენ, ტესტების ბოლო შეხვედრას კი სტუმრად შოტლანდიის ნაკრებთან, 26 ნოემბერს გამართავენ.
ქართველი მორაგბეები "შევარდენზე" ღია ვარჯიშს 10 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე გამართავენ. დასწრება თავისუფალია. მანამდე კი საქართველოს რაგბის კავშირმა "ბორჯღალოსნების" მზადების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
იხილეთ ფოტოგალერეა