მილტონ ჰეიგი: იაპონიასთან ჩვენი ძლიერი მხარე - შერკინება უნდა გამოვიყენოთ

AutoSharing Option
დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიასთან მატჩისწინა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტების წინაშე მასთან ერთად ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძეც წარდგა.

"ნებისმიერი ტესტ-მატჩისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით. გუნდში ახალი მწვრთნელები გვყავს, რომლებიც ძალიან გამოცდილები არიან. მთელი კონცენტრაცია ხვალინდელ შეხვედრაზე გვაქვს. გვსურს განვახორციელოთ ის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს.

ვიცით, რომ შერკინება ჩვენი ძლიერი მხარეა და ამის გამოყენებას ვაპირებთ", - თქვა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა.

"ბორჯღალოსნები" ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩს 12 ნოემბერს, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა მიხეილ
მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

ასევე იხილეთ:
- საქართველოსა და იაპონიის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია
- იაპონიასთან მატჩისთვის "ბორჯღალონების" 23-კაციან განაცხადში ორი დებიუტანტია
- ღვინისფერი "ბორჯღალოსნები" - საქართველოს ნაკრები შინდისფერ ფორმას იბრუნებს?
- ამბიციური "საკურები" - რა უნდა ვიცოდეთ მეტოქე იაპონიის ნაკრებზე
- დღის კარიკატურა: ხევსური მებრძოლი უფრო მაგარია თუ სამურაი?
მკითხველის კომენტარები / 8 /
რაგბის კავშირი სალაროების პირდაპირაა.
აჯიმე
20:48 11-11-2016
0
მითუმეტეს , უარესი, ესეიგი საშველი არ ყოფილა, კომპეტენტური ვინც არის კითხვა მაქვს, ეს ლეგალურია?
კანონს არ არღვევენ, შეიძლება?
daviti
21:13 11-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული