საქართველო-იაპონია 22:28 [ტექსტური LIVE]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩს იაპონიის ნაკრებთან მართავს.

თბილისში, მიხეილ მესხის სახლეობის სტადიონზე შეხვედრა დაიწყო.

"ბორჯღალოსნებმა" თამაში კარგად დაიწყეს და შერკინებასა და დერეფანში უკეთესად გარჯის წყალობით, პირველ წუთებში უპირატესობაც მოიპოვეს და ლელოს დადებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ პირიქით კი მოხდა - ანგარიში სტუმრებმა გახსნეს.

მე-9 წუთზე იაპონელებმა სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ლელო დაგვიდეს. თავი კოიტო მიცუშიმამ გამოიჩინა. ჰიკარე ტამურამ კი ვერ გარდასახა - 0:5.

მე-17 წუთისთვის სტუმრებმა ჯარიმა გაგვიტანეს. ტამურამ შედარებით რთული პოზიციიდან გაიტანა - 0:8.

24-ე წუთისთვის მამუკა გორგოძემ
მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაღწია, მაგრამ იაპონელებმა ბურთი მიწაზე არ დაადებინეს.

26-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" ლელო მაინც დადეს - ქართველი მორაგბეების იერიშის შემდეგ ბურთი ვიტო კოლელიშვილმა დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა.

38-ე წუთზე ქართველებმა მორიგი ლელო მიითვალეს. საკმაო მანძილის გარბენის შემდეგ, იაპონელთა ჩათვლის მოედანში ვასილ ლობჟანიძე შეიჭრა. ბოლო წამს მეტოქემ მას ბურთის მიწაზე დადებაში ხელი შეუშალა. საკამათო ეპიზოდის განსახილველად არბიტრს დამხმარე მსაჯებთან საკმაოდ ხანგრძლივი კონსულტაცია დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიიღო. მერაბ კვირკაშვილმა ზუსტად გარდასახა - 12:8.

შესვენების შემდეგ იაპონელებმა კიდევ ერთი ლელო ქართველი მორაგბეების მიერ შეტევაში დაშვებული უხეში შეცდომის შემდეგ დადეს. ლომაკე ლემეკიმ მთელი მოედანი გაირბინა და ლელო დაგვიდო, ტამურამ ვერ გარდასახა - 12:13.

საპასუხო ლელო "ბორჯღალოსნებმა" მალევე გაიტანეს. 50-ე წუთზე მასპინძელთა შეტევა ბექა ბიწაძემ დააგვირგვინა. "მეკომ" გარდასახვა გაიტანა და ანგარიშში 6 ქულით დავწინაურდით.

57-ე წუთზე კვირიკაშვილის საჯარიმო ზუსტი გამოდგა - 22:13.

მე-60 წუთისთვის იაპონელებმა ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ ლელო დაგვიდეს. თავი კვლავაც ლემეკიმ გამოიჩინა, ტამურამ კი გარდასახა - 22:20.

სტუმრებმა თავბრუ დაგვახვიეს - 3 წუთში მორიგი ლელო კენკი ფუკუოაკამ დაგვიდო და თავისიანები ანგარიშში დააწინაურა. ტამურამ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა - 22:25.

"ბორჯღალოსნები" კაცნაკლულები დარჩნენ - მსაჯმა საქართველოს ნაკრების დებიუტანტი ანზორ სიჭინავა გაასინბინა.

75-ე წუთისთვის იაპონელებმა კიდევ ერთი საჯირიმო გაიტანეს და ახლა "ბორჯღალოსნებს" მატჩის ბედის შემოსატრიალებლად დარჩენილ დროში მხოლოდ ლელო და გარდასახვა სჭირდებათ.

"ბორჯღალოსნების" ბოლო იერიში უშედეგოდ დასრულდა. მატჩი დასრულდა - იაპონიამ გაიმარჯვა!

ნოემბრის ტესტები
12.11. მიხეილ მესხი.
საქართველო-იაპონია 22:28
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. მამუკა გორგოძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ბექა ბიწაძე
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ანზორ სიჭინავა
იაპონია: 15. კოტარო მაცუშიმა, 14. ლომანო ლემეკი, 13. ტიმოთი ლაფაელე, 12. ჰარუმიში ტატეკავა, 11. კარნე ჰესკეჩი, 10. ჰიკარე ტამურა, 9. ფუმიაკი ტანაკა. 1. სატროში ნაკატანი, 2. შოთა ჰორი, 3. ეიშირო იტო, 4. კოტარე იატაბე, 5. კიოსუკე კაჯიკავა, 6. მალგენე ილაუა, 7. შუნსუკე ნუნომაკი, 8. ამანაკი მაფი
16. ტაკეში ჰინო, 17. მასატაკა მიკამი, 18. იასუ იამაჯი, 19. სამუელა ანისე, 20. უვე ჰელუ, 21. კეისუკე უჩიდა, 22. ამანაკი ლოტოაჰეა, 23. კენკი ფუკუოაკა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ამ თამაშით შეიძლება ექვსი ერის კარები კი არა პირდაპირ ბობოლების კარ-ფანჯრები შევლეწოთ.კარგით რა იაპონიის განახლებულმა სასტავმა როგორც ვარჯიშზე ისე მოიგო.რა დროსაც დაჭირდა იმ დროს დებდა ლელოებს და ალბათ რომ მოენდომებინათ ერთი ამდენს კიდევ დადებდნენ
lado
12 ნოემბერი 2016 17:05
0
გილოცავტ კარგ თამაშს
maxo
12 ნოემბერი 2016 17:04
0
ასეთ მნიშვნელოვან მატჩში დებიუტების დრო იყო???? იაპონიამ დაგვანახა რომ 10 სგან ჯერ შორს ვართ!!! 2ჯერ ჩვენ შეტევაზე აქეთ დაგვიდეს ლელო სისწრაფეში მაგრად დაგვჩაგრეს
guro
12 ნოემბერი 2016 16:54
0
ძალიან ცუდად ითამაშეს დაცვაში და უკანა ხაზმა. მაგარი არეულები იყვნენ. სამწუხაროა. წინსვლა არ სჩანს. უკან მიდიან უკანა ხაზის თამაშში. სისწრაფე და სწორი სირბილი არ იციან.
niko
12 ნოემბერი 2016 16:51
0
აბა, თქვენ იცით, ჩვენო ლომებო!!!!
გაგვახარეთ კიდევ ერთხელ!!!!!!!
ლია
12 ნოემბერი 2016 15:56
0
მაგრად ვნერვიულობ!!!!!
მოვკვდი კაცი!!!!!
გამარჯვება!!!!!!!!!!!!!!!!
გეგა
12 ნოემბერი 2016 15:48
0

სიახლეები პოპულარული