- საქართველო-იაპონია 22:28 - ათეული გადაიდო [VIDEO]
"ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით. ეს თამაში კარგად არის გასაანალიზებელი.
შემადგეგენლობით, რომელიც დღეს დავაყენე, ძალიან კმაყოფილი ვარ. კი, შეცდომები იყო, მაგრამ მათ გავაანალიზებთ, განვიხილავთ და გამოსწორებაზე ვიმუშავებთ. შეცდომები მაშინ მოსდის გუნდს, როდესაც მეტოქე წნეხში აქცევს და ზუსტად ეს მოხდა დღეს. მომწონს ეს შემადგენლობა.
თამაშის გარკვეული ასპექტებით, რის გამოც ეს შედეგი დაფიქსირდა, კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, რთულია,
მართალია, პირველ 20 წუთში ლელო მივიღეთ, მაგრამ ვუტევდით... იაპონია კი ის გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ბოლო 20 წუთი ერთ ტემპში ჩაატარა.
ყოველი მოგებისა და წაგებისგან რაღაც ახალს სწავლობ. ეს არაა ჩვენი პირველი მარცხი, არც ბოლო - კიდევ მოვიგებთ და წავაგებთ, მაგრამ მიღებული გამოცდილება სწორად უნდა გამოვიყენოთ.
სამოასთან შეხვედრის წინ ბურთის მეტ კონტროლზე უნდა ვიმუშაოთ, მოთმინების უნარი გამოვიჩინოთ. საქართველოს მიზანი და გეგმა სწორედ ესაა - ბურთის მეტი კონტროლი, რადგან იმ მიზნისთვის, რომელიც გვაქვს, ეს აუცილებელია. ჩვენი მიზანი კი მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან კარგად თამაშია.
ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ სტადიონზე ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს. ერთ კვირაში სამოას ვეთამაშებით და ჩვენთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ჰეიგმა.