მამუკა გორგოძე: ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ იაპონიასთან დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- მილტონ ჰეიგი: ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით
- საქართველო-იაპონია 22:28 - ათეული გადაიდო [VIDEO]

"უპირველესად, მოწინააღმდეგეს ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას. იაპონია ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ადრე უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდათ.

დღეს მეტოქე დავჩაგრეთ... არ მესმის როგორ წავაგეთ. ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...

ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელ შეხვედრაში განსაკუთრებით ბევრი ჯარიმა ავიღეთ. ვერავის ვერაფერს
დავაბრალებთ: იაპონიას ვეთამაშეთ, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია და ეს მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოჩნდა. ასე რომ ნორმალური იყო ჯარიმათა ის რაოდენობა, რომელიც დღეს ავიღეთ", - განაცხადა გუნდის კაპიტანმა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მომავალი ჩვენია!
კოტე
12 ნოემბერი 2016 21:03
0
იაპონიას უკეთესი ორგანიზება აქვს, ვიდრე ჩვენ, და ძალა აღმართს ვერ ხნავს ყოველთვის, ხერხი სჯობია ღონესა- ეს გვაქვს სასწავლი. ყოველი შეცდომა გამოიყენეს. ეს იყო უკანა ხაზის უსუსტესი თამაში. ჯარიმები არაფერ შუაშია.
niko
12 ნოემბერი 2016 20:39
0
მომავალი უკეთესი რო გვექნება ეს უკვე ჩანს, მართალი ხარ ლომების კაპიტანო არ უნდა წაგვეგო მაგრამ არაუშავს კიდევ გავიზრდებით. ღმერთმა დაგლოცოს, მაგრა იომეთ,. მადლობა ყველას.
kkk
12 ნოემბერი 2016 20:18
0

სიახლეები პოპულარული