მამუკა გორგოძე: ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ იაპონიასთან დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- მილტონ ჰეიგი: ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით
- საქართველო-იაპონია 22:28 - ათეული გადაიდო [VIDEO]

"უპირველესად, მოწინააღმდეგეს ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას. იაპონია ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ადრე უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდათ.

დღეს მეტოქე დავჩაგრეთ... არ მესმის როგორ წავაგეთ. ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...

ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელ შეხვედრაში განსაკუთრებით ბევრი ჯარიმა ავიღეთ. ვერავის ვერაფერს
დავაბრალებთ: იაპონიას ვეთამაშეთ, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია და ეს მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოჩნდა. ასე რომ ნორმალური იყო ჯარიმათა ის რაოდენობა, რომელიც დღეს ავიღეთ", - განაცხადა გუნდის კაპიტანმა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
სისწრაფე, სისწრაფე და სისწრაფე ეგ არის მონუსი ჩვენი ნაკრების.
fff
14 ნოემბერი 2016 10:37
0
მამუკა,რაზე გიქვია დაჩაგვრა?4 ლელოს რომ დაგიდებენ?დაცვა რომ შენზე 10-ჯერ უკეთესი ჰყავთ? უამრავ შეცდომას რომ დაგაშვებინებენ?
status quo
14 ნოემბერი 2016 09:58
0
რაგბიში თამაშს ის იგებს, ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს. იაპონია კი ის გუნდია, რომელიც ამ შეცდომებს ადვილად იყენებს და ზოგადად ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ენერგიის დახარჯვით მეტი შედეგი მიიღოს. ამას უკვე მერამდენედ გვიმტკიცებენ
Mmm
13 ნოემბერი 2016 23:33
0
Tamashs mainc mwvrtneli agebs shemdeg matshi chavardna bolo unda iyos nakrebis mwvrtnelis rangshi aravin ukargavs rac gaaketa saqartvelostvis magram ashkaraa nakrebi axal etapze upro magal doneze satamashod momwipebulia da vegar uqachavs milton heigi shestavazos axalgazrdulis an rame tanamdeboba pederaciam tundac mwvrtnelebis momzadeba xolo nakrebs gacilebit uketesi moazrovne mwvrtneli chirdeba tumca me mainc chem azrze vrchebi kargi 9.10.da15.naturalizeba da 6 eri garantirebuli gvaqvs darcmunebuli var shotlandias mivangrevdit esetebi rom gvyavdes tan mat gverdit chvenebic moumateben.
kaxa
13 ნოემბერი 2016 21:51
0
რაში დავჩაგრეთ იაპონელები შერკინების გარდა? აშკარად ეტყობოდა ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია...
musenbezi
13 ნოემბერი 2016 17:31
0
იაპონელებმამოხერხებულად, ჭკვიანურად ითამაშეს და გვაჯობეს, არადა ნაცარქექია არ Gვინდაო
.......
13 ნოემბერი 2016 12:21
0
მამუკა რატომ გიკვირს? შერკინების მოგება თამაშის მოგებას არ ნიშნავს,... სისწრაფეში, თამაშის ორგანიზებაში- აზროვნებაშიც უნდა მოვუმატოთ, ილუზიებიდან უნდა მალე გამოვიდეთ, ჩვენი ადგილი მიგვიჩინეს, ამ ნაკრებმა მიაღწია რაც შეეძლო, მთავარია მომავალი სწორი გზით განვითარდეს
gusani
13 ნოემბერი 2016 02:11
0
იყო შეცდომები მაგრამ ბიჭებო თქვენ მაიც მაგრები ხართ, მჯერა გამარჯვებები თანაც დიდი კიდევ წინ გაქვთ. იქნება ნმარცხიც, მაგრამ ფეხბურთელებისგან განსხვავებით თქვენი გვეიმედება და გვჯერა
auuuu
12 ნოემბერი 2016 23:39
0
ეს ზუსტად ისეთი მარცხი იყო, რომლისგანაც უნდა ისწავლო. მთავარია, იცოდე, რომ არც მარცხი და მით უმეტეს, არც სწავლა, სირცხვილი არაა....
მსქროლავი ტროლი
12 ნოემბერი 2016 23:36
0
მართალია ხერხი სჯობია ღონესო. აი ეს მოგვივიდა დღეს. ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ, გაიხარეთ, გაგვახარეთ.
kaxa
12 ნოემბერი 2016 23:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული