მილტონ ჰეიგი: სამოასთან განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამოასთან მატჩის წინ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში იაპონიასთან (22:28) დამარცხდნენ. საქართველოსა და სამოას ნაკრებებს შორის შეხვედრა კი 19 ნოემბერს, "მიხეილ მესხზე", 15:00 სთ-ზე დაიწყება.

"ბოლო დღეებში განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ იაპონიასთან ჩატარებული მატჩის ბოლო მონაკვეთს და იქ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშავეთ.

სამწუხაროდ, ჩვენმა ორმა მორაგბემ (ლაშა ხმალაძემ და დავით კაჭარავამ) ტრავმა მიიღო, მაგრამ ეს რაგბია და აქ ტრავმები ჩვეულებრივი ამბავია. სხვა მხრივ, არა მგონია,
რაიმე სახის ცვლილებები გვჭირდებოდეს და არც ხვალინდელ შეხვედრაში იქნება ცვლილებები", - განაცხადა ჰეიგმა.

ასევე იხილეთ:
- მამუკა გორგოძე: ხვალ წაგების უფლება არ გვაქვს!
- სამოას მწვრთნელი: საქართველოსთან საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას ვეცდებით
მკითხველის კომენტარები / 2 /
იაპონიასტან შედარებით უფრო რთული თამაში იქნება. დაცვაში გვექნება ბევრი საქმე და იმედია 13 ნომერზე დებიუტანტი კარგად იდგება
გგგ
17:01 18-11-2016
0
წინა კვირას ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის ტესტ-მატჩი ვუყურე, უძლიერესი თამაში იყო, როგორც ველოდი. იცით ყელაზე მაგარი მომენტი რა იყო, ჩემი აზრით, როდესაც ჯარიმას ან გარდასახვას ასრულებდა დამრტყმელი, სტადიონის ტრიბუნებზე ყველა ელექტროტაბლოზე ეწერებოდა Respect the Kicker( პატივი ვსცეთ დამრტყმელს), ანუ დავიცვათ სიჩუმეო. ეს საქართველოში დასახვეწია, რადგან იაპონიასთან მატჩში დამრტყმელს გაუმართეს საშინელი სტვენა და დედის გინება ყველა ადგილის მოხსენიებით.
ქუთაისელი
17:12 18-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული