შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში იაპონიასთან (22:28) დამარცხდნენ. საქართველოსა და სამოას ნაკრებებს შორის შეხვედრა კი 19 ნოემბერს, "მიხეილ მესხზე", 15:00 სთ-ზე დაიწყება.
"ძალიან მძიმე მატჩი გველის. დაახლოებით ერთი ტიპის რაგბის ვთამაშობთ, ამიტომ შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი.
იაპონიას აშკარად ვაჯობეთ, მაგრამ ათასში ერთხელ ხდება, რომ ასე დომინირებ და მაინც მარცხდები. მაინც და მაინც ჩვენ დაგვემართა ეს.
ხვალ ეს არ უნდა გამეორდეს, რადგან წაგების უფლება არ გვაქვს