მილტონ ჰეიგი: ამ ტესტ-მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადეთ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამოასთან დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს

"მეორე ტაიმში თავის დაცვა მეტოქის წნეხიდან გამომდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავი ძალიან კარგად დავიცავით, გარკვეულ მომენტებში ბურთის შენარჩუნება გვიჭირდა. რამდენჯერმე მსაჯსაც შეეძლო მეტოქისთვის ყვითელი ბარათის ჩვენება, მაგრას ეს არ ქნა.

ეს ტესტ-მატჩია, რომლისთვის შესაბამისად მოვემზადეთ. უკვე ხვალიდან მესამე ტესტ-მატჩისთვის, ანუ შოტლანდიასთან გასამართი მატჩისთვის მოვემზადებით.

შოტლანდია ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ეს გუნდი მუდმივად ათეულშია. რთული მატჩი გველის... ჩვენი გონებით განვეწყობით
და ვნახოთ, მოედანზე რა და როგორ გამოგვივა. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ რამე განსაკუთრებული მოხდება, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავთ", - განაცხადა ჰეიგმა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
უაზრო ჯარიმები მართლაც შესამჩნევია. ამაზე მუშაობაა საჭირო. შოტლანდია ამას არ გავპატიებს.
gogig
20 ნოემბერი 2016 15:22
0
არ მომეწონა ვიტო პოლელიშვილი, უაზრო უხეშობებით და უაზრო აგრესიით და ხელების ქნევით, ეს რაგბის თამაში არ იყო მისი მხრიდან, თუ არ დაიხვეწება, ძალიან სამწუხარო იქნება. არ ვიცი დიდი ხნის უთამაშებლობის ბრალია თუ რა
bavaria
20 ნოემბერი 2016 13:50
0
მოგება ძალიან სასიხარულოა, მაგრამ პროგრესი ცოტაა; რაქი ისევ არ გვივარგა, შეტევაში მრავალფეროვნება გვაკლია და რაც მთავარია – ძალიან ბევრ უაზრო ჯარიმებს ვღებულობთ!
მურთაზ მარღანია
20 ნოემბერი 2016 11:01
0
ბიჭო მელიტონ, გენაცვალეთ მთელ გუნდს......................
ირაკლი
20 ნოემბერი 2016 03:03
0
მელიტონაზე არ გვინდა რა შეტევა თუ რამე გესმით რაგბის
გია
20 ნოემბერი 2016 02:48
0
ბატონო მილტონ სიტუაციიდან გამომდინარე-კომენტარები არ გვინდა რაა... შენ ძალიან კარგად იცი რაშეუძლია საქართველოს ნაკრებს და თავს ნუ იზღვევ არ გინდა ეგეთები...
როგორც იტყვიან ხოლმე მატჩის მოგება ბრალდება მოთამაშეებს და წაგება მწვრთნელს , ხოოდა კარგი იქნება ეს გაითვალისწინო შოტლანდიასთან მატჩის წინ !!!
ბესო72
20 ნოემბერი 2016 01:48
0
არ მაინტერესებს სპორტის სახეობა ყველას ერთნაირად ვგულშემატკივრობ უბრალოდ ,რეალურად შევაფასოთ ჩვენი ძალები!!!
realisti
20 ნოემბერი 2016 00:54
0
არ გვაქვს ილუზია რომ რამე განსაკუთრებული მოხდება,ეს სიტყვები იქნებ ფეხბურთის ნაკრებიდნაც მოვისმინოთ,რომ რეალურად შევაფასოთ ჩვენი ძალები !!!!!!!
realisti
20 ნოემბერი 2016 00:51
0
დაცვა უფრო აგრესიული დაგვჭირდება,ჯარიმების გარეშე.ჩვენ ჩვენი ვეცადოთ და დანარჩენი ღმერთის ნებაა.
სოსო
19 ნოემბერი 2016 22:28
0
მაქსიმალური ყურადღებით და აგრესიული დაცვით შოტლანდიას დავდებთ ბეჭებზე.
გიგა
19 ნოემბერი 2016 21:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული