მილტონ ჰეიგი შოტლანდიის ნაკრების თავკაც ვერნ კოტერს ბოთლ ვისკიზე დაენაძლევა

AutoSharing Option
26 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებს შოტლანდიაში ასრულებს, სადაც კილმარნოკში შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება. ამ მატჩს სტატია მიუძღვნა Herald Scotland-მა:

"სამი მიზეზი არსებობს, რის გამოც საქართველოს ნაკრები განსაკუთებით შეეცდება, კარგად ითამაშოს შაბათს კილმარნოკში.

პირველი - მწვრთნელები ძველი მეგობრები და ერთმანეთის დიდი კონკურენტები არიან. მილტონ ჰეიგი და ვერნ კოტერი სიუხვის ყურის პროვინციის სარაგბო გუნდში პარტნიორები იყვნენ. ჰეიგი ამბობს, რომ მათ მაისში ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე სანაძლეოც დადეს ამ მატჩთან დაკავშირებით, ერთ ბოთლ ვისკიზე.

მეორე - საქართველოს სურს, დაეხსნას ევროპის ერთა თასს, სადაც ხუთი
წელია, უკვე ყველას უგებს და ჩემპიონი ხდება. მისი სურვილია ექვს ერში თამაში. სულ ერთია, ეს ტურნირის გაზრდით მოხდება თუ პლეი ოფით - საქართველოს ძალიან უნდა შანსის მიღება.

მესამე - მოთამაშეები ელიტური სპორტსმენები არიან, ნამდვილი პროფესიონალები. მათი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა ნებისმიერ მეტოქესთან. მათ სძულთ მარცხი.

სხვათა შორის, წაგება მათთვის ძალიან უცხოა, მსოფლიოს თასზე ახალ ზელანდიასთან კარგი თამაშის მიუხედავად, ბოლოს მაინც დამარცხდნენ - 10:43. აი, ამის მერე კი ქართველებმა მხოლოდ ერთხელ დათმეს - ნოემბრის პირველ ტესტში იაპონიის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მოუგეს, ფიჯის, სამოას, ტონგას...

"იაპონიასთანაც უნდა მოგვეგო, ბევრი შანსი გვქონდა, ჩვენ ვაჯობეთ მათ ყოველ სტატისტიკურ მაჩვენებელში, გარდა საბოლოო შედეგისა. სამოასთან უკანასკნელი გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი რწმენა გამყარდა, ვიცით, რომ კარგი გუნდი ვართ და ბოლო მატჩს თავდაჯერებულნი ვხვდებით.

შოტლანდიასთან ის თამაშია, რაზეც ბევრს ვსაუბრობდით. უნდა გამოვიდეთ და ჩვენი სიტყვა ვთქვათ. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც მოვიგოთ, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვითამაშოთ", - ამბობს ჰეიგი.

არავისთვის არის საიდუმლო, რომ საქართველოს ნაკრების უძლიერესი მხარე მისი ფორვარდებია, განსაკუთრებით, შერკინების დროს და ჰეიგი ამის გამოყენებას აპირებს:

"სულელები ვიქნებით, ჩვენი მთავარი სიძლიერე რომ არ გამოვიყენოთ. შერკინებაში მაგრები ვართ და რაც მეტი იქნება ეს კომპონენტი თამაშში, მით უკეთესი.

არავინ ამბობს უარს საკუთარ ძლიერ მხარეზე. თუმცა, ამავე დროს, ახალ ეტაპზე, დიდ გუნდებთან საბრძოლველად მხოლოდ ერთი ისრით შეიარაღებული ვერ წახვალ", - ამბობს ჰეიგი.

ჰეიგის ნაკრებისთვის მხოლოდ ექვს ერში მოხვედრა არ არის მთავარი, მთავარია, გუნდმა შეძლოს ამ ტურნირში დამკვიდრება.

"კოტერი ჩემი მეგობარია და მიხარია, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდებით. სამწვრთნელო კარიერას ზელანდიაში ერთად ვიწყებდით.

ამას წინათ ვუთხარი, გახსოვს 2000-იანების დასაწყისი? მაშინ რომელი ჩვენგანი იფიქრებდა, რომ ორი ნაკრებით საერთაშორისო მატჩში ერთმანეთს დავუპირისპირდებოდით?! ეს ხომ დიდებულია!".
მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი მელიტონ,მიაწექიი...
status quo
18:32 23-11-2016
0
მიუხედავად რეიტინგისა ჩვენ მეტის იმედი გვაქვს და იმედიანად ვართ.რაგბი მხოლოდ მოგება არაა იგი ბრძოლაა სადაც ბორჯღალოსნები არ ნებდებიან.შაბათს იქმნება გორგოძილას და კომოანიის ისტორია
ჯირო
00:39 24-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული