საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად შოტლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
26 ნოემბერს საქარველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩი სტუმრად კილმარნოკში, შოტლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 43:16 დამარცხდა.

"რაგბი პარკზე" ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე ლელოთი, უკვე მე-5 წუთზე გახსნა. მერაბ კვირიკაშვილმა რთული პოზიციდაან ვერ გარდასახა.

ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. შოტლანდიელებს საპასუხო ლელოს გასატანად სულ სამიოდე წუთი დასჭირდათ. საქართველოს ჩათვლის მოედანში ბურთი ტომი სეიმურმა დადო, გრეგ ლაიდლოუმ კი გარდასახა.

მე-15 წუთისთვის მასპინძლების მოლი ტექნიკური ლელოთი დასრულდა, მსაჯმა კი კონსტანტინე მიქაუტაძე მოლის ჩაქცევისთვის 10 წუთით გააძევა.

მე-17 წუთზე კვირიკაშვილმა
საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 6 ქულამდეც შეამცირა, თუმცა შოტლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მე-20 წუთზე ლელო უკვე შონ მითლენდმა დადო. ლაიდლოუმ იმ ეპიზოდშიც ზუსტად შეასრულა რეალიზაცია და 29-ე წუთისთვის - საჯარიმო დარტყმაც.

32-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა კი შეამცირა, თუმცა 35-ე წუთზე მორიგი ლელო მივიღეთ. სტიუარტ ჰოგი ვერავინ შეაჩერა. ლეიდლოუმ კიდევ ერთხელ გარდასახა და ტაიმიც ანგარიშით 31:11 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მორიგი ლელო შოტლანდიელებმა დადეს - 43-ე წუთზე თავი ჰემიშ ვოტსონმა გამოიჩინა, ლაიდლოუმ კი გარდასახა.

52-ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძემ, მეტოქის ჩვენი შერკინების შემდეგ ლელო დადო და დუბლი მიითვალა. მერაბ კვირიკაშვილმა რეალიზაცია ვერ შეძლო.

74-ე წუთისთვის მსაჯმა უკვე შოტლანდიელები დატოვა უმცირესობაში - მოედანი მორი ლოუმ დატოვა. თუმცა, ამით "ბორჯღალოსნებმა" ვერ ისარგებლეს, პირიქით, სტუარტ ჰოგმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 43:16.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მანამდე "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტებზე იაპონიასა და სამოას თბილისში უმასპინძლეს. იაპონიასთან ანგარიშით 22:28 წააგეს, სამოასთან კი გაიმარჯვეს - 20:16.

ნოემბრის ტესტები
შოტლანდია-საქართველო 43:16
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. მარკ ბენეტი, 12. ალექს დანბერი, 11. ტომი სეიმური, 10. ფინ რასელი, 9. გრეგ ლაიდლოუ. 1. ალან დელი, 2. როს ფორდი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. რობ ჰარლი, 7. ჰემიშ ვოტსონი, 8. რაიან ვილოსნი
16. ფრესერ ბრაუნი, 17. ალექს ალენი, 18. მორი ლოუ, 19. გრენტ გილკრისტი, 20. ჯონ ბარკლი, 21. ალი პრაისი, 22. პიტ ჰორნი, 23. რორი ჰიუზი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. შალვა სუთიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 62 /
დაიწყო ეხლა რაგბის უცოდინრების წუწუნი...რა გინდათ 4 წელიწადში ერთხელ თამაშით ელიტაში შესვლა? არ ხდება ესე... სისტემატიურად უნდა ვეთამაშოთ ასეთ გუნდებს რო შედეგი დავდოთ..გამოცდილება მივიღოთ...ბევრი აქ ისეთი აკეთებს კომენტარს ვინც საერთოდ პირველად უყურა ამ თამაშს და ისიც რამდენიმე წუთით...ან საერთოდ როგორ შეიძლება ჩვენი ფეხბურთის და რაგბის ნაკრებების ერთმანეთთან შედარება კარგით რა, ნამუსიც კარგი საქონელია...გავაგრძელოთ ისევ მუშაობა ბიჭებო და 6 ერის ნაკრებებთანაც მოვა შედეგები...გენაცვალეთ, წარმატებები
mamuka
27 ნოემბერი 2016 00:14
0
მრჩება შთაბეჭდილება რომ გარკვეული ნაწილი კმაყოფილებით უყურებს როგორ მარცხდება თავისი ქვეყნის სხვადასხვა ნაკრები რომ შემდეგ გენიალური აზრები გადმოაფრქვიონ ტაქტიკასთან, მონდომებასთან,ფსიქოლოგიასთან, თამაშის ცოდნასთან დაკავშირებით, რამდენი "ექსპერტი" გვყოლია სპორტის სხვადასხვა სახეობაში და არ გვცოდნია. როგორ ყველაფერი ერთდროულად იციან უმაღლეს დონეზე. ესეიგი ამათმა ყველაფერს მიხვდნენ და თვითონ მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი ვერ მიმხვდარან თურმე როგორ ეთამაშათ. დოლარი გაძვირდა, სამუშაო ძნელი სანახავია, ცხოვრება გაძნელდა, და ხომ უნდა გადმოაფრქვიოს ხალხმა ეს გულში დაგუბებული სევდა, ჰოდა ნაკრების წაგება ამ სევდის გადმოფრქვევაში ეხმარება ამ ხალხს. 10 დგის წინ სამოასთან მოგების შემდეგ ადიდებდით და ეხლა საერთოდ არაფერში რევთ ნაკრებს იმდენს ლანძგავთ. ჭეშმარიტებააა - ხალხი ზღვის ტალღას გავს ჯერ ზემოთ რომ აგიტაცებს და შემდეგ ძირს დაგანარცხებს
megre
27 ნოემბერი 2016 00:06
0
აეეე აბრაგანიიი
BUXRIKA
26 ნოემბერი 2016 23:42
0
და საერთოდ გულის ამრევია ეგ თქვენი რაგბი საერთოდ როგორ უყურებთ ეგ მიკვირს
buxrika
26 ნოემბერი 2016 23:41
0
ცა და დედამიიწა ისე განსხვავდებოდნენ საქართველო და შოტლანდია.ღადაოობთ რა 6 ერი.რეიტინგში 7 ნომერსა და 11 ს შორის ამხელა განსხვავება არ უნდა იყოს.და ეხლა არ დაიწყოთ მეორეში ჩვენებმა მოუმატესო უბრალოდ შოტლანდიამ აღარ ითამაშა ისე.
buxrika
26 ნოემბერი 2016 23:35
0
აქ კომეტარები იწერება აშკარად ამ სპორტში გაუთვიცნობიერებელი ხალხის. მსოფლიოს მე-7 გუნდთან წავაგეთ ტესტ-მატჩი და მაგიტომ არ არის რაგბი ჩვენი თამაშიო ))))) თუ არ გესმით, სულ ნუ გამოთქვამთ აზრს
გგგ
26 ნოემბერი 2016 23:28
0
bevri shecdoma davushvit da ufro
tavdajerebulad unda gvetamasha aravisze naklebni ararian da siswrafe gvaq aucileblad mosamatebeli. amat rato qviat komentatorebi kide arvici
tornike
26 ნოემბერი 2016 23:21
0
შევხვდეთ ორ კვირაში ისევ ამათ და თუ მაგარი არ მივჭირხვნოთ აგერ ნახავთ :) კლასი გვაკლია, გამოცდილებაც, მაგრამ არც უსაშველოდ.
რეზო
26 ნოემბერი 2016 23:19
0
bevri shecdoma davushvit da ufro
tavdajerebulad unda gvetamasha aravisze naklebni ararian da siswrafe gvaq aucileblad mosamatebeli. amat rato qviat komentatorebi kide arvici
tornike
26 ნოემბერი 2016 23:12
0
გაიგეთ ხალხო რო თუ არ შეგვიშვეს 6 ერში ან რამე ძლიერ ლიგაში ამ დონეზე დავრჩებით.თუ ძლიერ გუნდებთან სისტემატიურად არ ვითამაშეთ ისე ვერ მოვუმატებთ.გაიხსენეთ არგენტინის მაგალითი სულ რაღსც 4 წელიწადში ამოქაჩეს როგორც კი 4 ერში თამაშის უფლება მიეცა...
გია
26 ნოემბერი 2016 23:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული