საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად შოტლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
26 ნოემბერს საქარველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩი სტუმრად კილმარნოკში, შოტლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 43:16 დამარცხდა.

"რაგბი პარკზე" ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე ლელოთი, უკვე მე-5 წუთზე გახსნა. მერაბ კვირიკაშვილმა რთული პოზიციდაან ვერ გარდასახა.

ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. შოტლანდიელებს საპასუხო ლელოს გასატანად სულ სამიოდე წუთი დასჭირდათ. საქართველოს ჩათვლის მოედანში ბურთი ტომი სეიმურმა დადო, გრეგ ლაიდლოუმ კი გარდასახა.

მე-15 წუთისთვის მასპინძლების მოლი ტექნიკური ლელოთი დასრულდა, მსაჯმა კი კონსტანტინე მიქაუტაძე მოლის ჩაქცევისთვის 10 წუთით გააძევა.

მე-17 წუთზე კვირიკაშვილმა
საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 6 ქულამდეც შეამცირა, თუმცა შოტლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მე-20 წუთზე ლელო უკვე შონ მითლენდმა დადო. ლაიდლოუმ იმ ეპიზოდშიც ზუსტად შეასრულა რეალიზაცია და 29-ე წუთისთვის - საჯარიმო დარტყმაც.

32-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა კი შეამცირა, თუმცა 35-ე წუთზე მორიგი ლელო მივიღეთ. სტიუარტ ჰოგი ვერავინ შეაჩერა. ლეიდლოუმ კიდევ ერთხელ გარდასახა და ტაიმიც ანგარიშით 31:11 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მორიგი ლელო შოტლანდიელებმა დადეს - 43-ე წუთზე თავი ჰემიშ ვოტსონმა გამოიჩინა, ლაიდლოუმ კი გარდასახა.

52-ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძემ, მეტოქის ჩვენი შერკინების შემდეგ ლელო დადო და დუბლი მიითვალა. მერაბ კვირიკაშვილმა რეალიზაცია ვერ შეძლო.

74-ე წუთისთვის მსაჯმა უკვე შოტლანდიელები დატოვა უმცირესობაში - მოედანი მორი ლოუმ დატოვა. თუმცა, ამით "ბორჯღალოსნებმა" ვერ ისარგებლეს, პირიქით, სტუარტ ჰოგმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 43:16.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მანამდე "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტებზე იაპონიასა და სამოას თბილისში უმასპინძლეს. იაპონიასთან ანგარიშით 22:28 წააგეს, სამოასთან კი გაიმარჯვეს - 20:16.

ნოემბრის ტესტები
შოტლანდია-საქართველო 43:16
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. მარკ ბენეტი, 12. ალექს დანბერი, 11. ტომი სეიმური, 10. ფინ რასელი, 9. გრეგ ლაიდლოუ. 1. ალან დელი, 2. როს ფორდი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. რობ ჰარლი, 7. ჰემიშ ვოტსონი, 8. რაიან ვილოსნი
16. ფრესერ ბრაუნი, 17. ალექს ალენი, 18. მორი ლოუ, 19. გრენტ გილკრისტი, 20. ჯონ ბარკლი, 21. ალი პრაისი, 22. პიტ ჰორნი, 23. რორი ჰიუზი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. შალვა სუთიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 62 /
Haerivit gvchirdeba progresistvis 6 ershi tamashi,gadaaketon 7 dad da aucileblad movugebt shotlandiasac da frangebsac.chveni ganvitarebistvis sachiroa,tore am ruminets da rusets koveltvis vugebt,amitom meti progresis mogceva dznelia.
Mikheili
26 ნოემბერი 2016 23:01
0
კარგით რა, საქართველომ მეტი რა ქნას...,შოტლანდიაში რაგბი ფუნდამენტალურად არის აწყობილი, საუკუნის ტრადიცია აქვს. რაგბის დეტალები გენეტიკურად აქვთ...
ჩვენ ეხლა გავედით მსოფლიო ასპარეზზე 10-15 წელია.
ძალიან ცდილობენ ჩვენი ბიჭები. კარგი თამაში აჩვენეს და იქაური და აქაური გულშემატკივარიც ვერ იტყვის, რომ შოტლანდიამ სუსტ გუნდს მოუგო.
საყურებლკად საინტერესო თამაში იყო.
26 ნოემბერი 2016 22:55
0
შენ რაგბში ისე ვერ ერკვევი,როგორც მე ასტროფიზიკაში :)))) გადაიკითხე შენი დაწერილი და თავი ჩამოიხრჩე,რომ ეგ სირცხვილი დიდხანს აღარ ატარო ;)))
SL-ს
26 ნოემბერი 2016 22:52
0

ამის მერე

ფეხბურთსი 122 - ნომერი ვართ მსოფლიოში და რ ა გ ნბ შ ი - ყველაზე მამაც და ვაჟკაცურ სპორტში 12-13 -ზე და ყველა თამაშშ უდიდესი თავდადებით და შემართებით თამაშობენ,არა ისე გორც შეშინებულ-დაფრთხალი ფეხბურთელები და მიტომ აქებენ გულშემატკივრები,მათ ვ ე რ ა ფ ე რ ს გამოაპარება!
და

აფხაზი

თუ მართლა აფხაზი ხარ...

რა გახდება 2-4 - 14 წლამდე მოზარდი ფიზიკური მონაცენებით ჩამოიყვანოთ თბილისში და რაგბის სკოლას მიაბაროთ ?!


რუსები გ ა შ ი ნ ე ბ ე ნ მიტომ ვერ ბედავთ ?!
თუ რუსული ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ს პროპაგანდით ისე დააზომბირეს მთელი აფხაზები,რომ...
რ ა არის წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ო ბ ა ?!
დაელაპარაკეთ რაგბის ფედერაციას და...
glaxuna
26 ნოემბერი 2016 22:51
0
ბრბოს მენტალიტეტი - ტელევიზორში თქვეს და ჩვენც უნდა ვთქვათ, რომ შორს ვართ ექვსი ერისგან. მე ჩემს აზრს ვიტყვი: ეს თამაში თავიდანვე წაგებული იყო რამდენიმე ფაქტორის გამო. არა იმიტომ რომ ჩვენზე მაგრები არიან, არამედ: 1) ჩვენი ბიჭებს მოგებას არავინ ელოდა, სრული პესიმიზმი იყო მედიაში, წავიდეთ და ღირსეულად წავაგოთო!!! და გადაედოთ ბიჭებსაც. ნახეთ პირველი ტაიმის ეპიზოდები. ჩვენ როცა ვუტევდით, ერთმანეთს არ ეხმარებოდნენ, მაინც დაცვაში იდგნენ. 2) სტრატეგია - როგორც იქნა წაგართვით ბურთი შოტლანდიელებო, კიდევ სცადეთ, ახლავე ფეხით დაგიბრუნებთ უკან!! მაგარია!! მილტონს მინუსი!! 3) ჩვენი "მაგარი" ექსპერიმენტები დერეფნებში: მოწინააღმდეგის დერეფნების მოგებაზე არ ღირს დაღლა. ჩვენი დერეფანი სულ ბოლო კაცზე უნდა მოვაწოდოთ, "პროსტო ახალი მუღამია"!!! 4) იღბალზე და მსაჯზე აღარაფერს ვამბობ! დასკვნა: ჩვენი ბიჭები ლომიბი არიან, არაფრით ნაკლები შოტლანდიაზე, დაიჯერეთ!!
ზრდილობიანი თხოვნა პირველ არხს - ამ მომენტატორებს ნუღარ დასვამთ ნურცერთ სხვა მატჩზე!!! ან გააკონტროლეთ ტოტალიზატორში ვისზე აქვთ დადებული!
SL
26 ნოემბერი 2016 22:38
0
კარგი გაკვეთილი მივიღეთ და გამოჩნდა რაზე უნდა იმუშაონ ბიჭებმა,მაგრამ მაინც პირველ რიგში მგონია რომ მეტი ფიზიკური მომზადებაა საჭირო,ძალას არ ვგულისხმობ.რატომღაც გვიჭირს სირბილი,დისტანციაზე ბოლომდე გარბენა.სისხარტე.იგივე პრობლემა გვაქვს ფეხბურთში,ვერ დავრბივართ სხარტად.სულ მძიმედ,ძუნძულით და აი დინჯად.მეტი სისხარტე და მეტი სწრაფი სირბილი.ვფიქრობ ამაზე უნდა იმუშაონ სპორტსმენებმა პირველ რიგში,რაგბშიც და ფეხბურთშიც.
11
26 ნოემბერი 2016 22:36
0
ვინც ვერ ხედავს ჩვენი ნაკრების პოტენციალს და ჰგონია რომ ჯერ არ ვართ მზად ბობოლებთან სათამაშოდ, ვეტყვი რომ ძალიან ცდებიან.ხომ ნახეთ ჩვენმა ახალგაზრდებმა მოუგეს შოტლანდიას. შარშან მოუგეს ირლანდიას და იტალიას.ასე რომ ეხლა ჰაერივით გვჭირდება ტოპ გუნდემთან რეგულარული თამაში და ეს ახალი თაობაც რომ მოვა ნაკრებში ბევრჯელ ვნახავთ შოტლანდიას დადებულს ბეჭებზე.
გურჯი
26 ნოემბერი 2016 22:25
0
მეორე ტაიმის ნაწილს არა უშავდა. მაგრამ ისევ გამოჩნდა ის ხარვეზები რაც კი რომელიმე უფრო ძლიერ გუნდთან თამაშის დროს ხდება. 6 ერამდე შორს ვიქნებით ტუ უკანა ხაზმა სირბილიდა ბურთის სწორი გაშვება არ ისჭავლა და Aსევე დაცვაში სწორად დადგომა. მეკომ პასის მიცემის დროს უნდა გაიხედოს თუ ვიმე მისდევ. Yოველ თამაშში ერთ ისეთ პასს აკეთებს რომ არც იცის ვისკენ უჭვებს. Aუტში ბურთის შემოგდება თუ არ შეუძლია შემცვლელს დიდად სავალალოა. Mოკლედ ბევრია სამუშაო. Hეიგი ჩამოუყვანეს უკანა ხაზის თამაშის გამოსასწორებლად მაგრემ ისევ იმ დონეზე არიან რაზეც იყვნენ.
Niko
26 ნოემბერი 2016 22:25
0
ბიწო გადამრევთ რა, მეტის ღისი ვართ, უმადურები და უნამუსოები ვართ! ფეხბურტელებს დედას აგინებთ რომ წააგებენ ირლანდიასთან, ავსტრიასთან, შოტლანდიასტან, რუმინეთთან და ამათმა რომ წააგეს აქებთ1 ესეთი ანომალია არ მინახია არსად! რა დონეზეც ვართ მსვენივრად ჩანს! აღარ იბლატაოთ "რაგბიჩვენითამაშიათი!
amis mere
26 ნოემბერი 2016 22:23
0
შემდეგ მსოფლიოზე 3 მოგებით შევალთ მეშვიდე ნომრად 6 ერში აფხაზი
აფხაზი
26 ნოემბერი 2016 22:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული