საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად შოტლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
26 ნოემბერს საქარველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩი სტუმრად კილმარნოკში, შოტლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 43:16 დამარცხდა.

"რაგბი პარკზე" ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე ლელოთი, უკვე მე-5 წუთზე გახსნა. მერაბ კვირიკაშვილმა რთული პოზიციდაან ვერ გარდასახა.

ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. შოტლანდიელებს საპასუხო ლელოს გასატანად სულ სამიოდე წუთი დასჭირდათ. საქართველოს ჩათვლის მოედანში ბურთი ტომი სეიმურმა დადო, გრეგ ლაიდლოუმ კი გარდასახა.

მე-15 წუთისთვის მასპინძლების მოლი ტექნიკური ლელოთი დასრულდა, მსაჯმა კი კონსტანტინე მიქაუტაძე მოლის ჩაქცევისთვის 10 წუთით გააძევა.

მე-17 წუთზე კვირიკაშვილმა
საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 6 ქულამდეც შეამცირა, თუმცა შოტლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მე-20 წუთზე ლელო უკვე შონ მითლენდმა დადო. ლაიდლოუმ იმ ეპიზოდშიც ზუსტად შეასრულა რეალიზაცია და 29-ე წუთისთვის - საჯარიმო დარტყმაც.

32-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა კი შეამცირა, თუმცა 35-ე წუთზე მორიგი ლელო მივიღეთ. სტიუარტ ჰოგი ვერავინ შეაჩერა. ლეიდლოუმ კიდევ ერთხელ გარდასახა და ტაიმიც ანგარიშით 31:11 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მორიგი ლელო შოტლანდიელებმა დადეს - 43-ე წუთზე თავი ჰემიშ ვოტსონმა გამოიჩინა, ლაიდლოუმ კი გარდასახა.

52-ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძემ, მეტოქის ჩვენი შერკინების შემდეგ ლელო დადო და დუბლი მიითვალა. მერაბ კვირიკაშვილმა რეალიზაცია ვერ შეძლო.

74-ე წუთისთვის მსაჯმა უკვე შოტლანდიელები დატოვა უმცირესობაში - მოედანი მორი ლოუმ დატოვა. თუმცა, ამით "ბორჯღალოსნებმა" ვერ ისარგებლეს, პირიქით, სტუარტ ჰოგმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 43:16.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მანამდე "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტებზე იაპონიასა და სამოას თბილისში უმასპინძლეს. იაპონიასთან ანგარიშით 22:28 წააგეს, სამოასთან კი გაიმარჯვეს - 20:16.

ნოემბრის ტესტები
შოტლანდია-საქართველო 43:16
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. მარკ ბენეტი, 12. ალექს დანბერი, 11. ტომი სეიმური, 10. ფინ რასელი, 9. გრეგ ლაიდლოუ. 1. ალან დელი, 2. როს ფორდი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. რობ ჰარლი, 7. ჰემიშ ვოტსონი, 8. რაიან ვილოსნი
16. ფრესერ ბრაუნი, 17. ალექს ალენი, 18. მორი ლოუ, 19. გრენტ გილკრისტი, 20. ჯონ ბარკლი, 21. ალი პრაისი, 22. პიტ ჰორნი, 23. რორი ჰიუზი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. შალვა სუთიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 62 /
კაცის გასინბინება სულაც არაა დიდი ტრაგედია კარგი გუნდებისთვის, ეგ დღესაც გამოჩნდა შოტლანდიის მაგალითზე.

შერკინებაში წავლეკეთ.

და ამ სტადიონების ქვეყანაში ხელოვნურზე რატომ გვათამაშეს, თუარა იმიტომ რომ შერკინების გათიშვა უნდოდათ, არვიცი მე
ირაკლი
26 ნოემბერი 2016 22:16
0
შოტლანდია რომ ტოპ კლასია არჭირდება ბევრი ლაპარაკი.

ჩვენ რაც შეგვეხება, ვფიქრობ, ტაქტიკამ წააგო ეს თამაში ამხელა სხვაობით. მარტო 50–ე წუთიდან იგრძნო რატომღაც მელიტონმა რომ უნდა დაგვეჭირა ბურთი და ფეხით უაზროდ არ უნდა გადაგვეკიდა. თავიდანვე რო ეგრე გვეთამაშა ამხელა სხვაობით არ წავაგებდით და ჩვენ თუ დავიღლებოდით ისინიც დაიღლებოდნენ.

ქეცბაიას ტაქტიკა ვითამაშეთ 50 წუთი :დ ალბათ ეგ იყო შეცდომა რა თორე ბიჭებს არაფერი დაუკლიათ და შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშეს როგორც ყოველთვის.
ირაკლი
26 ნოემბერი 2016 22:14
0
შევეშვათ საერთოდ სპორტს ჯობია. მაგრები არ ვართ რაგბში უბრალოდ სხვა დანარჩენში არ ვარგივართ საერთოდ
Too
26 ნოემბერი 2016 22:09
0
რაც გვაქვს ძლიერი მხარე, შერკინებაა და კიდე ერთხელ დავამტკიცეთ. ხელით თამაში როცა დავიწყეთ, უკვე ვეღარ დომინირებდნენ ისე, მაგრამ ძალიან გვიან კი დავიწყეთ ეს.
ნათია
26 ნოემბერი 2016 22:05
0
Siscrafe da xelit tamashi datvebivit arunda goraobdnen moedanze
Lasha
26 ნოემბერი 2016 21:44
0
ძალა გვაქვს, აღმართი დიდია, იმედი მაქვს მაგ აღმართსაც მალე გადავხნავთ
ნიკოლოზ
26 ნოემბერი 2016 21:44
0
პირველ წუთებზე ლელო რომ არ დაგვედო, შოტლანდიელებს ნაკლებად გავაღიზიანებდით და ანგარიშში ამხელა სხვაობა არ დაფიქსირდებოდა.
მოკლედ, ვურჩევ ჩვენს რაგბის თავკაცებს, შეეშვან "ექვს ერზე" ოცნებას და მსოფლიო სარაგბო კავშირს თხოვონ, რაც შეიძლება მეტი ტესტ-მატჩი ჩაგვატარებიონ რეიტინგის პირველი ათეულის გუნდებთან. ეს შანსს მოგვცემს, მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა შევძლოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ელიტაში შესვლაზე. თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდა, სავარაუდოდ, 10-12 წლის შემდეგ იქნებ მართლაც დავდოთ შედეგი და ამ სანუკვარ "6 ერსაც" მივუახლოვდეთ. აი, მერე კი ერთი დიდი წინაღობა იქნება გადასალახი-კომერციული ინტერესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ დღეისათვის არც ერთ სფეროში, მათ შორის, არც სპორტში არ არსებობს. კომერციული ინტერესი კი "6 ერში" უმთავრესია.
2015
26 ნოემბერი 2016 21:44
0
მართალია სარკეში ჩაგვახედეს მაგრამ ფაქტია რომ გვჭირდება ასეთი დონის გუნდებთან პირველი ტაიმი არ გამოგვივიდა მაგრამ მეორეში აშკარად დავჯაბნეთ შერკინებაშიც მაგრად ვაჯობეთ მაგრამ აუცილებელია ხელით თამაში უფრო ხშირად რაც მეორე ტაიმში გავაკეთეთ მაგრამ აშკარაა ჩვენსადმი უპატივცემულობა იმის გათვალისწინებით რომ მსაჯმა აშკარად დაგვჩაგრა და სტადიონი ურიგო იყო.ეს პატარ პატარა შეცდომა რომ არა ალბათ დავდებით ორ ლელოს კიდევ.ისე ესეთი დონის გუნდებს სახლში რომ ვითამაშოთ უფრო კარგი იქნება და სხვა შედეგიც დაიდება.აღსანიშნავია ასევე ლობჟანიძე თამაში რომელიც მართლა მაღალი კლასის იყო
შაკო
26 ნოემბერი 2016 21:40
0
პირველი ტაიმის დროს ძალიან შემეშინდა დიდი ანგარიშით რომ არ წაგვეგო, მეორე ტაიმი აშკარად ჩვენი იყო და მომავალიც ჩვენია!!!
19 წლამდელმებმა მოუგეს თანატოლ შოტლანდიელებს!!!!!!!!!!!!!!!!!
daviti
26 ნოემბერი 2016 21:39
0
თამაში იმით დაიწყო,რომ ჩვენებმა მიუკაკუნეს,ჩვენცგვინდაო თქვენთან ერთ ლიგაში.პასუხი ჯერ მსაჯმა გაგვცა და შემდეგ შოტლანდიამ,თქვენ დაუპეტიჟებელი სტუმრები ხართო.ჩვენებმაც,თუ არ გინდივართ იყავით ჩვენები დაწყნარდნენ,დასაკარგი რაღააო და თამაშიც ააწყეს,მაგრამ კვირიკაშვილი და წიკლაური დღეს რაღაც აჭრილები იყვნენ,ბოლო წუთებში კი დაღლა აშკარად დაგვეტყო და მეტობაში ლელო მივიღეთ.მთლიანობაში ჩვენმა ბიჭებმა მთელი ძალა ვერ აჩვენეს,მაგრამ ის კი დაამტკიცეს,რომ თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ,შანსი შოტლანდიის წინააღმდეგაც გვექნება.ანგარიშმა არ მოგატყუოთ,ათჯერ რომ ვითამაშოთ სკოტებთან,ამ სხვაობით ვეღარ მოგვიგებენ და ერთი ორჯერ ჩვენც გავიმარჟვებთ.ამ თამაშში პირველ ტაიმში ჩვენები აშკარად შებოჭილები იყვნენ და მხოლოდ მეორე ტაიმში გაიხსნენ,როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.ექვსი ერის გათამაშებაში რომ შეგვიშვან,პირველ წელს შეიძლება ვერა,მაგრამ მეორე წელს აუცილებლად მოვიპოვებთ პირველ გამარჯვებას.
სოსო
26 ნოემბერი 2016 21:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული