საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად შოტლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
26 ნოემბერს საქარველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩი სტუმრად კილმარნოკში, შოტლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 43:16 დამარცხდა.

"რაგბი პარკზე" ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე ლელოთი, უკვე მე-5 წუთზე გახსნა. მერაბ კვირიკაშვილმა რთული პოზიციდაან ვერ გარდასახა.

ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. შოტლანდიელებს საპასუხო ლელოს გასატანად სულ სამიოდე წუთი დასჭირდათ. საქართველოს ჩათვლის მოედანში ბურთი ტომი სეიმურმა დადო, გრეგ ლაიდლოუმ კი გარდასახა.

მე-15 წუთისთვის მასპინძლების მოლი ტექნიკური ლელოთი დასრულდა, მსაჯმა კი კონსტანტინე მიქაუტაძე მოლის ჩაქცევისთვის 10 წუთით გააძევა.

მე-17 წუთზე კვირიკაშვილმა
საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 6 ქულამდეც შეამცირა, თუმცა შოტლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მე-20 წუთზე ლელო უკვე შონ მითლენდმა დადო. ლაიდლოუმ იმ ეპიზოდშიც ზუსტად შეასრულა რეალიზაცია და 29-ე წუთისთვის - საჯარიმო დარტყმაც.

32-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა კი შეამცირა, თუმცა 35-ე წუთზე მორიგი ლელო მივიღეთ. სტიუარტ ჰოგი ვერავინ შეაჩერა. ლეიდლოუმ კიდევ ერთხელ გარდასახა და ტაიმიც ანგარიშით 31:11 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მორიგი ლელო შოტლანდიელებმა დადეს - 43-ე წუთზე თავი ჰემიშ ვოტსონმა გამოიჩინა, ლაიდლოუმ კი გარდასახა.

52-ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძემ, მეტოქის ჩვენი შერკინების შემდეგ ლელო დადო და დუბლი მიითვალა. მერაბ კვირიკაშვილმა რეალიზაცია ვერ შეძლო.

74-ე წუთისთვის მსაჯმა უკვე შოტლანდიელები დატოვა უმცირესობაში - მოედანი მორი ლოუმ დატოვა. თუმცა, ამით "ბორჯღალოსნებმა" ვერ ისარგებლეს, პირიქით, სტუარტ ჰოგმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 43:16.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მანამდე "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტებზე იაპონიასა და სამოას თბილისში უმასპინძლეს. იაპონიასთან ანგარიშით 22:28 წააგეს, სამოასთან კი გაიმარჯვეს - 20:16.

ნოემბრის ტესტები
შოტლანდია-საქართველო 43:16
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. მარკ ბენეტი, 12. ალექს დანბერი, 11. ტომი სეიმური, 10. ფინ რასელი, 9. გრეგ ლაიდლოუ. 1. ალან დელი, 2. როს ფორდი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. რობ ჰარლი, 7. ჰემიშ ვოტსონი, 8. რაიან ვილოსნი
16. ფრესერ ბრაუნი, 17. ალექს ალენი, 18. მორი ლოუ, 19. გრენტ გილკრისტი, 20. ჯონ ბარკლი, 21. ალი პრაისი, 22. პიტ ჰორნი, 23. რორი ჰიუზი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. შალვა სუთიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 62 /
მაგარი თამაში იყო. ყოჩაღ შოტლანდიას და მადლობა კარგი გაკვეთილისთვის.მეორე ტაიმში როგორც კი დავიწყეთ ხელით თამაში მაშIნვე შედეგმა მომატა. ეს თამაშI არის დიდი მოავლის დასაწყისი.კმაყოფილი ვარ ძალიან.რაც შეეხება დერეფნებს ,მეგობრებო მათ ჰყავთ რიჩი გრეი 2.06 სანტიმეტრი სიმაღლეში და მისი ძმა ჯონი გრეი 1.98 . ჩვენ კი მაქსიმუმ 2 მეტრი კოტე და დანარჩენები1.95 .ამ უკანა ხაზითაც კი გამოჩნდა ,რომ გაცილებით მეტი შეგვიძLია
giorgi
26 ნოემბერი 2016 20:52
0
ჩვენი ადგილი მოგვიჩინეს მარა მჯერა თბილისში სულ სხვა თამაში იქნებოდა
Lova
26 ნოემბერი 2016 20:52
0
პირველ ტაიმში საერთოდ ბურთი არ მოგვცეს. ძალიან ორგანიზებულად ითამაშეს. მოკლედ აშკარად დაგვჩაგრეს ფაქტია, მაგრამ ეს გზაც გასავლელია.
გგგ
26 ნოემბერი 2016 20:50
0
მსაჯმა .... თამაში წაგვაგებინა,დაუმსახურებელი გასინბინებით. ეს ორი...   მოაშორეთ ეთერს სულ სქოთების ქებაში იყვნე ....თ,ჟერ ლელო არ ჰქონდათ გატანილი ან ვიდიოთი მტკიცებული სქოთებს და უკვე იძახდენ თრაიაო.ისე კი მართლა ჯერ ვერ ვერკვევით დიდი რაგბის ყველა ნიუანსში.მართლა ჩაგვახედეს სარკეში,ფიზიკურად ძლიერი სფრინტერები არ გვყავს ერთ ორი მორაგბე თუ გვყავს ას იარდს რომ გარბოდეს ათ და და ხუთ მეათედ წამში ვიცი ვერა,მაგრამ თერთმეტ წამში მაინც რომ შეეძლოს ჰა?
France. Rugby.
26 ნოემბერი 2016 20:39
0
Yvela velodit gulis sigrmeshi rom movigebdit, tumc yvela velodit marcxs...maladec vaskas... leidouze naklebad ar utamashia, magram verafers shevcvlit... sarkeshic chagvaxedes da dagvarcmunes rom chvenze zlierebi arian, magram mercmunet tu mattan elitashi ar agvzevdit ver ganvitardebit germaniastan, rusettan da portugaliastan...
Gio
26 ნოემბერი 2016 20:39
0
სამწუხაროდ ადრეა 6 ერზე ჩვენი თამაში ,არავინ არ გვჩაგრავს უბრალოდ ჯერ ვერ ვართ მათ დონეზე.როგორც ჩვენ ვჯობივართ რუსებს და აღარ გვაინტერესებს მათთან თამაში,ისევე არ აინტერესებთ მათ ჩვენთან თამაში იმიტომ რომ როცა უნდა და სადაც უნდათ იქ მოგვიგებენ 10-დან 9-ჯერ და იმ ერთხელ თუ გაგვიმართლა იქნებ ფრეს მივაღწიოთ.სამწუხაროა მაგრამ რეალობაა.
mamulo
26 ნოემბერი 2016 20:37
0
იცით,ჩვენ რომ ამათ რეგულარულად ვეთამაშოთ,მალე დადგება დრო,რომ მოვუგებთ.ჩვენც კარგად ჩავახედეთ სარკეში მეორე ტაიმის გარკვეულ მონაკვეთში.გამოცდილება რომ გვქონოდა ასეთი შეხვედრების,მერწმუნეთ,შოტლანდია მძიმე დღეში ჩავარდებოდა...
მადლობა ბიჭებს თავგანწირვისთვის.გული არ გაიტეხოთ,მალე ამათაც მოვუგებთ !!!
სამშობლო
26 ნოემბერი 2016 20:37
0
აი, როგორც შოტლანდიელები, ასე აშკარა ადვილობით გვამარცხებენ, ასე ჩვენ ვერ ვამარცხებთ, ვერც რუმინელებს, ვერც რუსებს და ვერც პორტუგალიასა და
ესპანეთსაც... და ამის შემდეგ რაზეა ლაპარაკი!...
ოკრიბელი
26 ნოემბერი 2016 20:29
0
ეჰ, ბევრი გვიკლია 6 ერამდე. ისე მე-2 ტაიმს არა უშავდა.
irakli81
26 ნოემბერი 2016 20:28
0
ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ბოლო 3 დერაფნიდან 3 ივეჯერ მეტოქეს მივეცით ბურთი,მართლაც სარკეში ჩაგვახედეს.
giorgi
26 ნოემბერი 2016 20:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული