შეგვერკინე! - "ბორჯღალოსნების" შერკინება მსოფლიოს მასშტაბით დომინირებს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდმა "ბორჯღალოსნების" შერკინების შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

სტატიაში საუბარია ქართველი მორაგბეების სიძლიერესა და ჩვენებურთა შერკინების უპირატესობაზე სხვა ერებთან მიმართებაში.

გთავაზობთ სტატიას უცვლელად:

ნოემბრის ტესტ-მატჩების დასრულების შემდეგ, 28-29 ნოემბერს "მსოფლიო რაგბიმ" ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გამართა. მას პირველი და მეორე დონის სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ჩატარდა მოწინავე 20 ნაკრების ბოლო ექვსი თამაშის - ივნისისა და ნოემბრის ტესტ-მატჩების სრული, დეტალური ანალიზი. შედგა საუბარი იმ გზების მოსაძებნად, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს დონეებს შორის სხვაობის შემცირებას, რაც ქართული რაგბისათვის
უმნიშვნელოვანესია.

ანალიზის თანახმად, "ბორჯღალოსნების" შერკინება დომინანტია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შერკინებების თითქმის 60% ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმით მოიგეს, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია და მთელი 10%-ით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ შოტლანდიას (შოტლანდია ივნისში ორჯერ ეთამაშა იაპონიას, ხოლო ნოემბერში ავსტრალიას, არგენტინას და საქართველოს შეხვდა).

თითქმის 25%-იანი სხვაობაა საფრანგეთთან, უელსთან და რუმინეთთან. მთლიანობაში, შერკინებების 91% საქართველომ, უელსმა და რუმინეთმა (ივნისში ეთამაშა ნამიბიას, ურუგვაის და არგენტინა ბ-ს, ხოლო ნოემბერში აშშ-ს, კანადას და ურუგვაის) მოიგეს.

ჯარიმით მოგებული შერკინებები
Sportall.Ge

შერკინების ხაზის რამდენიმე ასპექტში "ბორჯღალოსნებს" საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ნაკრებებს შორის, რაც კარგად ჩანს ქვემოთ შემოთავაზებულ სლაიდერში:

მოგებული საკუთარი და მეტოქის შერკინებები
Sportall.Ge

მოგებული საკუთარი და მეტოქის დერეფნები
Sportall.Ge

მეტოქის რაქიდან ბურთის ართმევა
Sportall.Ge

მორკინალების დამსახურებით
რაგბი ყველაზე გუნდური თამაშია და მას ერთი და ორი კაცი ვერასდროს იგებს, თუმცა რაგბიში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ თამაშს შერკინება აკეთებს!

მოედანზე მყოფი ფორვარდები, რომელთაც 1-8-ნომრიანი კვართები მოსავთ, უზარმაზარ "შავ" სამუშაოს ასრულებენ, ქმნიან რიცხობრივ მეტობას ფრთებზე, შეტევით პლაცდარმს ხაზის მოთამაშეებისთვის და შესაძლოა, უბრალო მაყურებლისთვის მათი გარჯა ჩრდილში დარჩეს, რადგან იერიშები ლელოებით სხვებმა დაასრულონ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, თამაშს შერკინება აკეთებს და იგებს.

შერკინების მოთამაშეების როლი უდიდესია: ისინი "ფრონტის" წინა ხაზზე იბრძვიან, ბოლომდე იხარჯებიან რაქებში, პასუხისმგებელნი არიან მეტოქის დაცვის ხაზის გაგლეჯასა და უპირატესობის შექმნაზე, ასევე, მეტოქის ფორვარდების მიძალების შეჩერებაზე, ჩართულნი არიან მოლებში, იბრძვიან ბურთისთვის დერეფნებსა და შერკინებაში.

თავის მხრივ, შერკინება მეტოქის ღონით, მიწოლაში დაჩაგვრას როდი ნიშნავს - ამ დროს მნიშვნელოვანია სინქრონული მოქმედება, ტექნიკა, ტაქტიკა და გამძლეობა.

ის, რომ დღეს ქართული რაგბი ასეთ სიმაღლეზეა და ქვეყანაში ასეთი პოპულარობით სარგებლობს, ქართველი მორკინალების დამსახურებაა. სარაგბო ქვეყნებში პროფესიონალ მწვრთნელს რომ ჰკითხოთ - როგორია საუკეთესო შერკინების მქონე ნაკრებების სამეული, დიდი ალბათობით, მათ ჩამონათვალში საქართველოც იქნება; ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში სამუდამოდაა დალექილი ბოლო წუთზე აყირავებული ამერიკის შერკინება და გამარჯვების ლელო, მოლებით მოგებული 30-40 მეტრი და პრაქტიკულად ყველა თამაშში ქომაგი დიდი იმედებით ელის პირველ შერკინებას, სადაც "ბორჯღალოსნებს" ბადალი არა ჰყავთ.

საუკეთესონი
დღესდღეისობით, ევროპის სამი წამყვანი ჩემპიონატის კლუბების შემადგენლობებს თუ გადავხედავთ, საფრანგეთის ტოპ 14-ში 10 ქართველი პირველხაზელი რეგულარულად თამაშობს და თუ ორი არა, ერთი მაინც ტურის სიმბოლურ ნაკრებში აუცილებლად ხვდება.

საქართველო ერთი კვაჭითა და ერთი მეორეხაზელითაა წარმოდგენილი ინგლისის პრემიერშიპში, სადაც ქართული ფესვების მქონე, თუმცა ინგლისის მოქალაქე ბურჯი ვალ რაფავაც თამაშობს და ასევე ერთი ბურჯი გვყავს გინეს პრო 12-ში.

საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონში თამაშობენ თითო გამოკვეთილი მეორე და მესამეხაზელი, ხოლო მამუკა გორგოძე, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პოზიციას ფარავს. გორგოძე არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო რაგბიში განსაკუთრებული მოვლენაა. მას რეგულარულად ასახელებენ ტოპ 14-ისა თუ ჩემპიონთა თასის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ და სხვადასხვა ვერსიის სიმბოლურ ნაკრებებშიც ხშირად ხვდება. გორგოძე რამდენჯერმე დასახელდა ტოპ 14-ის თვის საუკეთესო მორაგბედ და ფრანგებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აჯობა ზელანდიელ, აფრიკელ, ავსტრალიელ, არგენტინელ, ინგლისელ და უელსელ ვარსკვლავ-კონკურენტებს.

მამუკა 2011 წლის მსოფლიო თასის ორ და 2015 წლის მსოფლიო თასის ასევე ორ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა - მათ შორის, ინგლისთან და მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან. 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ის ყველა ვერსიის სიმბოლურ ნაკრებში იყო და რაც მთავარია, თავად მსოფლიო რაგბის ვერსიის XV-ში 6-ნომრიანი მაისური ერგო - გორგოძე იყო ერთადერთი მორაგბე, რომლის გუნდიც პლეი ოფში ვერ გავიდა, თუმცა სიმბოლურში მაინც მოხვდა. 2013 წელს ის ევროპის საუკეთესო მორაგბეთა 15-კაციან სიაში იყო, 2011 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს, ხოლო 2010 წელს ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენისთვის განკუთვნილი ჯილდო დავით ზირაქაშვილს ერგო.

ქართველი მორკინალების ძალა უძველეს სარაგბო კლუბ "ბარბაროსებსაც" არაერთხელ დასჭირდა და დავით ქუბრიაშვილი იყო პირველი ჩვენებური, რომელმაც ამ ისტორიული კლუბის კვართი მოირგო, შემდგომ წლებში კი, გუნდში გოდერძი შველიძეს, დავით კაჭარავას, მამუკა გორგოძეს და კონსტანტინე მიქაუტაძეს უხმეს.

"ბარბაროსებში" სათამაშოდ დაუძახეს დავით ზირაქაშვილს და მიხეილ ნარიაშვილსაც, თუმცა მათ კლუბებს იმ პერიოდში თამაშები ჰქონდათ. ქუბრიაშვილმა და გორგოძემ შავ-თეთრი კვართით ორ-ორჯერ ითამაშეს და მამუკამ ინგლისელებს ლელოც დაუდო, ხოლო მესამე გამოძახებისას მანაც კლუბს უერთგულა. მსოფლიოს წვეულ XV-ში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ითამაშა ზირაქაშვილმა, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან - გორგოძემ.

ისევ ტოპ 14-ს დავუბრუნდეთ და მისი ერთ-ერთი ლიდერის, "მონპელიეს" სასტარტო შემადგენლობაში პირველი ოთხი ნომერი ქართველებს ეკუთვნით - ნარიაშვილი, მამუკაშვილი, ქუბრიაშვილი და მიქაუტაძე. შედეგად, ამ გუნდის შერკინება ვარსკვლავთკრებულთა ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეულია და ხშირად თამაშებს სწორედ შერკინების მიერ გამომუშავებული ჯარიმების ხარჯზე იგებს.

და როდესაც ეს ბიჭები საქართველოს დროშის ქვეშ ერთიანდებიან, მაშინ პლანეტის ნებისმიერ გუნდს შეგვიძლია ამაყად ვუთხრათ - შეგვერკინე!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
არავის აქვს ამბიცია ნომრების დაკავებისა

თუმცა იყო მეთორმეტე და უგებდე სხვებს ვერ არის კარგი საქმე

საქმე ისაა იყო ას-მერაღაცე და ყველა ზემდგომი და ქვემდგომი გიგებდეს შენ

ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართ, სხვათა ქულების და გულების გამხარებელი
azri
07 დეკემბერი 2016 23:54
0
რა სისულელეა რაგბი როდის ყოფილა ნომერ პირველი სპორტი ეხლა რო იყოს,ან როგორ გაქვთ მაგის პრეტენზი როცა მართლა მარტო ჩვენს ქვემოთ ვინცაა იმათ ვუგებთ,საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა და ყოველთვის ასე დარჩება.ამ ტესტმატჩებმა დაგვანახეს რა ხვითოებიც ვართ.ან რა ნამუსით გაქვთ მასეთი ამბიცია მართლა 20 თუ 25 ქვეყანა თამაშობს
tako
07 დეკემბერი 2016 11:01
0
ერთი კითხვა მაქ იმათთან ვისაც გონია ან უნდა რაგბი იყოს ნომერ პირველი სპორტი საქართველოში იმის გათვალისწინებით რო რაგბს თამაშობს 20 ნაკრები და ვართ მე-12 და ვუგებთ მარტო ჩვენ დონეზე მყოფს (ძალიან იშვიათად) და ჩვენზე გაცილებით დაბალი დონის გუნდებს... კითხვა: ვთქვათ მოხდა სასწაული და მიგვიღეს 6 ერში და გახდა 7 ერი, იტალიაზე უარესი შედეგი გვექნება დაახლოებით 4-5 წელი მერეც ეგრე გეყვარებათ რაგბის ნაკრები (გაამართლებთ ზატო ჯიგით და გულით თამაშობენო) თუ როგორც ფეხბურთელებს ექცევით ეგრე მოექცევით? სპორტალ.ჯი გთხოვ გამოაქვეყნე ეს კომენტარი მართლა მაინტერესებს პასუხი...
effe
06 დეკემბერი 2016 15:39
0
ბიჩებოო მაჩის დროს სამი დგის დაუბანლები მიდიტ მოგება გარანტირებული გექნებატ. ))))))
ttttt
06 დეკემბერი 2016 09:06
0
საღოლ ბიჭებს, როგორც ბულდოზერი ისე მუშაობს ჩვენი შერკინება. ძალიან მაგარია!!!
დათო
05 დეკემბერი 2016 23:33
0
20 თამაშობს თუ 40, სასიამოვნოა მოწინავეთა შორის რომ საქართველოა. ფაქტია, რომ ქართულ ხასიათში ზის ეს თამაში და ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან! გულშემატკივარს უყვარს ყველა, ვინც გულს დებს ქვეყნისთვის და ასახელებს მას!ასეა თუ ისეა, ამ ადამიანებმა შემაყვარა პირადად რაგბი და დიდი სიამოვნებით ვგულშემატკივრობ!
კობა
05 დეკემბერი 2016 22:59
0
გლახუნა. გეთანხმები, მეც ძალიან მაღიზიანებენ. რატო არ უყვარს ამ ხალხს ან თავისი სამშობლო ან წარმატებული ხალხი არ მესმის. თუ არ მოგწონს ნუ ინტერესდები გადადი შენთვის საინტერესო თემაზე. ხალხი წვალობს რამდენი წელი თავისი ფულით დადიოდნენ ნაკრების თამაშებზე, ქვეყნისთვის რამდენი რამე გადადეს და ხაზს რომ უსვამთ, თქვენ რა გაგიკეთებიათ? ეს ხალხი ბოლომდე იხარჯები თავისი ქვეყნისთვის და ვერავინ გაიხსენებს როდის გამოვიდნენ სტადიონზე და ყველაფერი არ დადეს. ეგეთი რამე არ მომხდარა და იმედია არც იქნება.
gia
05 დეკემბერი 2016 20:48
0

ხო,მ ხ ო ლ ო დ აქ ქართულ მედიაში!
glaxuna
05 დეკემბერი 2016 20:13
0

ა შ კ ა რ ა ა- აბსოლუტურად გ ა უ გ ე ბ ა რ ი და აბსოლუტურად არაადეკვატური ანტი რაგბული (კრიტიკა ჩვეულებრივ მისაღებია,მაგრამ...) კამპანია დაიწყო ბოლო დროს ქართული რაგბის წინააღმდეგ,
და რ ა ტ ო მ ?!
glaxuna
05 დეკემბერი 2016 19:14
0
ეხლა ახალი სვარკებია, თვალებს არ ტკენს და იმას უყურე.
zuras
05 დეკემბერი 2016 18:33
0

სიახლეები პოპულარული