თამაზ მჭედლიძე პარიზში მორაგბეთა "სასამართლოზე" დაიბარეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "აჟენის" გარემარბი თამაზ მჭედლიძე 8 თებერვალს საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზეა დაბარებული, რომელსაც მორაგბეები შინაურულად "სასამართლოს" ეძახიან.

გასულ ტურში თამაზ მჭედლიძის "აჟენი" ბასკურ "ბიარიცს" სტუმრობდა. თამაშის მეორე ნახევარში მჭედლიძესა და მასპინძელთა მესამეხაზელ ჟან ბატისტ სინჟერს შორის ჩხუბი მოხდა.

- თამაზ მჭედლიძემ ბასკური გუნდის მორაგბესთან იჩხუბა [VIDEO]

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მეტოქე მჭედლიძის კისერში ბოჭავდა. შემდეგ სინჟერმა ქართველს სახეში თავი ჩაარტყა, პასუხად სახეში მუშტი მიიღო. მატჩის არბიტრმა ორივეს წითელი ბარათი უჩვენა. შედეგად, მჭედლიძემ სამი კვირა უნდა
იუქმოს, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტს შეუძლია დისკვალიფიკაცია გაუხანგრძლივოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული