ლეგიონი: ჩემპიონობა წაგებასაც მოაქვს

AutoSharing Option
რუმინეთის ჩემპიონატის პლეი ოფის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. ბოლოსწინა ტურში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, ბიძინა სამხარაძის, ოთარ ტურაშვილისა და გიორგი ხოსიტაშვილის "ტიმიშოარამ" პირველი მარცხი იწვნია.

ჩვენებურთა გუნდმა, რომელიც გათამაშების ლიდერია, სტუმრად წააგო ვიცე-ჩემპიონ "ბაია მარესთან" - 21:16. სამხარაძე და ტურაშვილი სათადარიგოთა შორის იყვნენ და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთნენ, ხოსიტაშვილს არ უთამაშია.

მომდევნო, ბოლო ტურის შეხვედრას "ტიმიშოარა" შინ გამართავს უახლოეს მდევარ ბუქარესტის "სტიაუასთან".

პირველი ადგილის დასაკავებლად მოქმედ ჩემპიონს მარცხიც ხელს აძლევს, ოღონდ ისე, რომ მეტოქეს პრემიალური ქულის აღების საშუალება არ უნდა მისცეს.

ახალი სეზონისთვის ემზადება საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიური "ედინბურგი".

ჩვენებურის გუნდმა შინ საკონტროლო მატჩი გამართა ინგლისურ "ნიუკასლთან" და 15:5 გაიმარჯვა.

ეს ედინბურგელთა პირველი მოგებაა ახალი მწვრთნელის, სამხრეთაფრიკელი სპეციალისტის, ალან სოლომონსის ხელმძღვანელობით. ბასილაია თადარიგში იყო, თუმცა არ უთამაშია.

"ედინბურგი" კელტთა ლიგაში პირველ მატჩს 7 სექტემბერს სტუმრად გამართავს ირლანდიურ "მანსტერთან".

რუმინეთი
პლეი ოფი
სტიაუა-ფარული 44:12
ბაია მარე-ტიმიშოარა 21:16

სატურნირო მდგომარეობა:
1. ტიმიშოარა - 20 ქულა, 2. სტიაუა - 15, 3. ბაია მარე - 14, 4. ფარული - 0.

VI ტური
ტიმიშოარა-სტიაუა
ფარული-ბაია მარე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული