ლეგიონერები: თედო ზიბზიბაძის პირველი ლელო პირველივე ტურში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. აქ ქართველი მორაგბეები ათი კლუბის ღირსებას იცავენ, რომლებიც, ტრადიციულად, ოთხ ჯგუფში არიან განაწილებულნი.

ტურნირის ფორმატი არ შეცვლილა. პლეი ოფში ათგუნდა ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო გადის. მერე კი შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება და ელიტურ, მეორე დივიზიონში ასპარეზობის უფლებას ორი ფინალისტი მიიღებს.

A ჯგუფში ქართველი მორაგბეების ხუთი გუნდი ასპარეზობს. ესენია: "დიჟონი", "სენ ნაზერი", "მონლუსონი", "სენ ჟან დანჟელი" და "მასი". პირველ ტურში ამათგან მხოლოდ ორმა მოიგო.

შალვა სუთიაშვილის,
დავით აშვეთიას, არჩილ კობაურის, დავით დადუნაშვილისა
და ელიზბარ ყუფარაძის "მასი" სტუმრად დაუპირისპირდა ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერს" და 50:21 სძლია.

აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. იმავდროულად თამაშში ჩაერთო ყუფარაძე, ათ წუთში მოედანი სუთიაშვილმაც დატოვა, გუჯარაიძემ კი მატჩში 79 წუთი დაჰყო, კობაური და დადუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

შოთა საყვარელიძის "სენ ჟან დანჟელმა" შინ მოუგო დივიზიონის დებიუტანტ "კონიაკს" 19:15. საყვარელიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.

რეზო გიგაურისა და თემურ გელანტიას "მონლუსონმა" შინ წააგო "ნევერთან" - 6:21. ორივე ჩვენებური თადარიგში იყო. გელანტია თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო, გიგაური მოედანზე 15 წუთის შემდეგ გამოჩნდა.

ასევე შინ დამარცხდა "ლილთან" დაპირისპირებაში ირაკლი ნინიძის "დიჟონი" - 11:19. ქართველი შერკინების ბურჯი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-40 წუთზე შეცვალეს.

ფედერალ 1
A ჯგუფი
ბობინი-ვანი 13:27, მონლუსონი-ნევერი 6:21, სენ ნაზერი-მასი 21:50, დიჟონი-ლილი 11:19, სენ ჟან დანჟელი-კონიაკი 19:15.

სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 5 ქულა, 2. ნევერი - 4, 3. ვანი - 4, 4. ლილი - 4, 5. სენ ჟან დანჟელი - 4, 6. კონიაკი - 1, 7. დიჟონი - 0, 8. ბობინი - 0, 9. მონლუსონი - 0, 10. სენ ნაზერი - 0.

II ტური
მასი-დიჟონი, ლილი-სენ ჟან დანჟელი, კონიაკი-ბობინი, ვანი-მონლუსონი, სენ ნაზერი-ნევერი.

* * *
B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი ასპარეზობს და სამივემ სტარტზე მარცხი განიცადა.

მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის "ვიენი" შინ დამარცხდა "ექსთან" - 10:24. ჩვენებურთა გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია და ფრეს გამორჩა - 10:10. შესვენების შემდეგ კი სტუმრების უპირატესობა აშკარა გახდა.

კვირიკაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, თითო გარდასახვა და საჯარიმო გაიტანა (ხუთი ქულა), პეტრიაშვილი განაცხადში არ იყო.

ავთანდილ კოპალიანის "მაკონიმ" სტუმრად წააგო "ანესისთან" - 10:14. ქართველი პირველხაზელი განაცხადში არ იყო.

"შალონის" შემადგენლობაში არ უთამაშია გიორგი ჯაშიტაშვილს. მისი გუნდი საკუთარ მოედანზე დამარცხდა "ობენასთან" - 20:22.

B ჯგუფი
ანესი-მაკონი 14:10, ვიენი-ექსი 10:24, შამბერი-რომანი 24:20, ლა ვულე-ლა სეინი 16:22, შალონი-ობენა 20:22.

სატურნირო მდგომარეობა
1. ექსი - 4 ქულა, 2. ლა სეინი - 4, 3. შამბერი - 4, 4. ანესი - 4, 5. ობენა - 4, 6. შალონი - 1, 7. მაკონი - 1, 8. რომანი - 1, 9. ლა ვულე - 1, 10. ვიენი - 0

II ტური
ექსი-შამბერი, რომანი-ანესი, მაკონი-ლა ვულე, ლა სეინი-შალონი, ვიენი-ობენა.

* * *
C ჯგუფში ერთადერთი "ქართული გუნდია" და ისიც გათამაშების ფავორიტია. თედო ზიბზიბაძის, ნიკოლოზ მაღალდაძის, გიორგი გაბელიასა და ირაკლი ნატრიაშვილის "პერიგომ" სტუმრად ფრედ ითამაშა "ლორმონთან" - 22:22.

ჩვენებურთა გუნდი ბოლო წუთისთვის 22:19 იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა საჯარიმოს გატანა და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

ზიბზიბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა და 34-ე წუთზე ლელო გაიტანა, გაბელია თადარიგში იყო და თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, მაღალდაძეს და ნატრიაშვილს არ უთამაშიათ.

C ჯგუფი
მონტობანი-სენ ჟან დე ლუზი 52:12, ლიმოჟი-როდეზი 29:22, ლორმონი-პერიგო 22:22, ლავორი-ტულე 32:12, ენდაი-ლანჟონი 15:26.

სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 5 ქულა, 2. ლავორი - 5, 3. ლანჟონი - 4, 4. ლიმოჟი - 4, 5. პერიგო - 2, 6. ლორმონი - 2, 7. როდეზი - 1, 8. ენდაი - 0, 9. ტულე - 0, 10. სენ ჟან დე ლუზი - 0.

II ტური
როდეზი-მონტობანი, სენ ჟან დე ლუზი-ლორმონი, პერიგო-ენდაი, ლანჟონი-ლავორი, ლიმოჟი-ტულე.

* * *
ქართველ მორაგბეთა ერთი გუნდი ასპარეზობს D ჯგუფშიც. ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, გიორგი მჭედლიშვილისა და ბექა ურჯუკაშვილის "ბაგნერე" პირველ ტურში შინ დამარცხდა "ოლორონთან" - 12:18.

მალაღურაძემ, რომელმაც მატჩში სრულად ითამაშა, ოთხი საჯარიმო გაიტანა; თავიდან ბოლომდე ითამაშა ურჯუკაშვილმაც, მჭედლიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, მაისურაძე თამაშში 43-ე წუთიდან ჩაერთო.

D ჯგუფი
ტიროსი-ვალანსი 29:18, აგეტმო-ლანამეზანი 6:18, ბლანიაკი-კასტანე 31:26, მოლეონი-ლურდი 29:14, ბაგნერე-ოლორონი 12:18.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 5 ქულა, 2. მოლეონი - 4, 3. ლანამეზანი - 4, 4. ოლორონი - 4, 5. ბლანიაკი - 4, 6. კასტანე - 1, 7. ბაგნერე - 1, 8. ვალანსი - 0, 9. აგეტმო - 0, 10. ლურდი - 0.

II ტური
ლურდი-აგეტმო, ლანამეზანი-ბლანიაკი, კასტანე-ტიროსი, ვალანს დაჟენი-ბაგნერე, მოლეონი-ოლორონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული