ყოველი ტურის შემდეგ ლიდერის ცვლილება მიმდინარე გათამაშებაში ტრადიციად დამკვიდრდა.
სატურნირო ცხრილის პირველი ექვსი საფეხური კი ისევ ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ.
მეათე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა ტულუზში, სადაც ფრანგული რაგბის გრანდმა, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის ადგილობრივმა გუნდმა კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით - 13:12 მოუგო.
სტუმრებმა მატჩის პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით
მასპინძლებმა მეორე ტაიმში 13 ქულის მოპოვება შეძლეს და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწიეს. შედეგად, "ტულუზი" გათამაშებაში ერთპიროვნულად გალიდერდა.
მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავა განაცხადში არ იყო, კაკოვინი და ბრეგვაძე ტრავმირებულნი არიან.
"ტულუზს" ორი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელმაც შინ დაამარცხა კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი" - 36:29.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ, 20:20 დასრულდა. შესვენების შემდეგ ისევ "ვულკანებმა" იმძლავრეს და ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.
ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს, ზირაქაშვილი და შველიძე ტრავმირებულნი არიან.
28 ქულა დაუგროვდა ერთბაშად სამ გუნდს. "ტულონზე" უკვე ვთქვით, მას კვალში "მონპელიე" და "პერპინიანი" უდგას. მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" სტუმრად წააგო ბასკურ "ბაიონთან" - 19:24.
ორივე ქართველმა მორაგბემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
გიორგი ჟღენტის "პერპინიანმა" კი შინ დაამარცხა ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო" - 31:20. ჟღენტი, რომელიც 54-ე წუთზე შეცვალეს, მატჩის დასაწყისშივე, მე-4 წუთზე არბიტრმა სინბინში გაუშვა. ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო.
როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბული გამოდგა პარიზული დერბი, რომელშიც დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა" დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" დაამარცხა - 16:12. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
საფრანგეთის ჩემპიონმა, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" შინ მშრალი ანგარიშით სძლია აუტსაიდერ "ბიარიცს" - 39:0. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო და 69-ე წუთზე გაასინბინეს.
I დივიზიონი
X ტური
ბაიონი-მონპელიე 24:19, ტულუზი-ტულონი 13:12, კასტრი-ბიარიცი 39:0, გრენობლი-ოიონაქსი 23:10, პერპინიანი-ბორდო 31:20, კლერმონი-ბრივი 36:29, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე 16:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 31 ქულა, 2. კლერმონი - 29, 3. ტულონი - 28, 4. მონპელიე - 28, 5. პერპინიანი - 28, 6. სტად ფრანსე - 27, 7. გრენობლი - 27, 8. მეტრო რასინგი - 26, 9. კასტრი - 25, 10. ბრივი - 23, 11. ბორდო - 21, 12. ბაიონი - 20, 13. ოიონაქსი - 17, 14. ბიარიცი - 8.
XI ტური
ტულონი-ბორდო, კასტრი-კლერმონი, ბრივი-ტულუზი, ბიარიცი-მეტრო რასინგი, ოიონაქსი-პერპინიანი, მონპელიე-გრენობლი, სტად ფრანსე-ბაიონი.
მეორე დივიზიონში ქართველ მორაგბეთა გუნდებს პირველი ოთხი ადგილი უკავიათ. გათამაშებას კვლავ ლიდერობს გურამ კავთიძისა და ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონი", რომელმაც მერვე ტურში შინ დაამარცხა "ოში" - 40:12. კოლელიშვილი 51-ე წუთზე შეცვალეს, კავთიძე თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო და 18 წუთში ლელო გაიტანა.
კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბიმ" შინ დაამარცხა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" - 33:15.
თოდუამ სრულად ითამაშა და 70-ე წუთზე ლელო გაიტანა, თეთრაშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, შეყლაშვილი ლანგედოკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 36-ე წუთზე გაასინბინეს, ხოლო 47-ე წუთზე შეცვალეს.
ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" შინ მოუგო უშუალო კონკურენტ ტარიელ რატიანიძის "აჟენს" - 25:21 და ახლა 26 ქულით მეოთხე ადგილზეა. დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, რატიანიძე მოედანზე მე-40 წუთიდან გამოჩნდა, ნაცარაშვილი თამაშში 11 წუთის შემდეგ ჩაერთო.
გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "კოლომოესთან" დაპირისპირებაში - 20:15. სამივე ქართველი თამაშში ერთდროულად, 56-ე წუთიდან ჩაერთო.
II დივიზიონი
VIII ტური
ალბი-ბეზიე 33:15, ორიაკი-აჟენი 25:21, კარკასონი-ნარბონი 13:23, ლა როშელი-ბურგ ან ბრესი 37:10, მონ დე მარსანი-ბურგუენი 16:12, პო-დაქსი 21:15, ლიონი-ოში 40:12, ტარბი-კოლომიე 20:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 32 ქულა, 2. ლა როშელი - 29, 3. აჟენი - 26, 4. ორიაკი - 26, 5. პო - 26, 6. ნარბონი - 21, 7. კოლომიე - 20, 8. ბურგუენი - 19, 9. ტარბი - 16, 10. მონ დე მარსანი - 16, 11. ბეზიე - 15, 12. ალბი - 13, 13. დაქსი - 12, 14. კარკასონი - 11, 15. ბურგ ან ბრესი - 11, 16. ოში - 10.
IX ტური
აჟენი-კარკასონი, ბურგუენი-პო, კოლომიე-ოში, ნარბონი-ტარბი, დაქსი-ალბი, ორიაკი-ლიონი, ბეზიე-ლა როშელი, ბურგ ან ბრესი-მონ დე მარსანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"