ქართველ მორაგბეთა გუნდები ორ, A და B ჯგუფში ლიდერობენ. ასევე ორი "ქართული გუნდი" ინარჩუნებს პლეი ოფში მოხვედრის შანსსაც.
A ჯგუფში პირველ ადგილზე შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და არჩილ კობაურის "მასია". პარიზელებმა სტუმრად წააგეს "ლილთან" - 12:27 და კონკურენტ ნევერს დაწევის საშუალება მისცეს.
დადუნაშვილი და აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, სუთიაშვილი ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული.
შოთა ცხოვრებაშვილისა და ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერმა" სტუმრად წააგო რეზო გიგაურის "მონლუსონთან" -
A ჯგუფი
ლილი-მასი 27:12, კონიაკი-დიჟონი 25:23, ნევერი-ბობინი 43:14, ვანი-სენ ჟან დანჟელი 47:3, მონლუსონი-სენ ნაზერი 37:8
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 32 ქულა, 2. ნევერი - 32, 3. ვანი - 28, 4. ლილი - 28, 5. სენ ნაზერი - 19, 6. ბობინი - 16, 7. კონიაკი - 16, 8. სენ ჟან დანჟელი - 13, 9. მონლუსონი - 12, 10. დიჟონი - 8.
X ტური
მასი-სენ ნაზერი, ლილი-დიჟონი, კონიაკი-სენ ჟან დანჟელი, ვანი-ბილონი, ნევერი-მონლუსონი.
B ჯგუფში ლიდერი ავთანდილ კოპალიანის "მაკონია", რომლის საშინაო მატჩი "შამბერისთან" გადაიდო. მაკონელებს ახლა 29 ქულა აქვთ. ამდენივე ქულა დაუგროვდა თენგიზ გელანტიას "ობენას", რომელმაც საკუთარ მოედანზე "ლა ვულეს" სძლია - 27:19.
მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის "ვიენმა", რომელიც 11 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, სტუმრად წააგო "შალონთან" - 6:27. კვირიკაშვილი საქართველოს ნაკრებში გაისარჯა, პეტრიაშვილი განაცხადში არ იყო.
B ჯგუფი
რომანი-ექსი 6:6, შალონი-ვიენი 27:6, მაკონი-შამბერი (გადაიდო), ობენა-ლა ვულე 27:19, ლა სეინი-ანესი 41:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. მაკონი - 29 ქულა, 2. ობენა - 29, 3. ექსი - 25, 4. ლა ვულე - 23, 5. ლა სეინი - 22, 6. რომანი - 21, 7. შამბერი - 20, 8. შალონი - 18, 9. ვიენი - 11, 10. ანესი - 8.
X ტური
ექსი-ვიენი, მაკონი-ანესი, რომანი-შამბერი, ლა სეინი-ლა ვულე, ობენა-შალონი
C ჯგუფში ისევ წააგო თედო ზიბზიბაძის, ნიკოლოზ მაღალდაძისა და გიორგი გაბელიას "პერიგომ".
ჩვენებურთა გუნდი ამჯერად შინ დამარცხდა ლიდერ "მონტობანთან" - 12:48. ზიბზიბაძე ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, მაღალდაძე და გაბელია განაცხადში არ იყვნენ.
"პერიგოს" ახლა 20 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. ის სამი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან "სენ ჟან დე ლუზს" და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.
C ჯგუფი
პერიგო-მონტობანი 12:48, ტულე-ენდაი 35:13, სენ ჟან დე ლუზი-როდეზი 26:27, ლავორი-ლიმოჟი 11:30, ლანჟონი-ლორმონი 26:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 43 ქულა, 2. ლანჟონი - 29, 3. ლიმოჟი - 25, 4. სენ ჟან დე ლუზი - 23, 5. პერიგო - 20, 6. როდეზი - 18, 7. ლორმონი - 17, 8. ლავორი - 16, 9. ტულე - 13, 10. ენდაი - 8.
X ტური
პერიგო-ლორმონი, სენ ჯან დე ლუზი-მონტობანი, როდეზი-ლიმოჟი, ტულე-ლავორი, ლანჟონი-ენდაი.
D ჯგუფში მოასპარეზე სიმონ მაისურაძის, ბექა ურჯუკაშვილის, ლაშა მალაღურაძის, გიორგი მჭედლიშვილისა და ლადო გუნიავას "ბაგნერეს" საშინაო შეხვედრა "მოლეონთან" გადაიდო.
ჩვენებურთა ეს გუნდი ახლა 17 ქულით მეექვსე ადგილზეა. თუმცა პლეი ოფში მოხვედრის შანსი მაინც აქვს, რადგან მესამეადგილოსან "ლანამეზანს" ოთხი ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში თითოეული ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო ითამაშებს.
D ჯგუფი
ლანამეზანი-ლურდი (გადაიდო), კასტანე-აგეტმო (გადაიდო), ვალანსი-ბლანიაკი 22:12, ოლორონი-ტიროსი 22:22, ბაგნერე-მოლეონი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 36 ქულა, 2. ოლორონი - 31, 3. ლანამეზანი - 21, 4. კასტანე - 21, 5. ვალანსი - 20, 6. ბაგნერე - 17, 7. ბლანიაკი - 17, 8. აგეტმო - 17, 9. ლურდი - 9, 10. მოლეონი - 9.
X ტური
ლურდი-მოლეონი, ლანამეზანი-აგეტმო, კასტანე-ბლანიაკი, ვალანსი-ტიროსი, ოლორონი-ბაგნერე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"