A ჯგუფში 37 ქულით პირველ ადგილზეა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურისა და ელიზბარ ყუფარაძის "მასი". პარიზელებმა შინ დაამარცხეს ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერი" - 45:25.
სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეთა შორის დაასახელეს, აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა, დადუნაშვილმა
37 ქულა აქვს და "მასის" ფეხდაფეხ მისდევს "ნევერი", რომელმაც შინ დაამარცხა რეზო გიგაურისა და თემურ გელანტიას "მონლუსონი" - 36:26.
მიუხედავად იმისა, რომ მონლუსონელები სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე არიან, სტუმრად ლიდერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ათი ქულის სხვაობით მაინც წააგეს.
სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე ირაკლი ნინიძის "დიჟონია", რომელმაც სტუმრად წააგო - 15:21. ლილელები, რომელთა ერთ-ერთი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი დავით ბოლღაშვილია, პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვიან.
შოთა საყვარელიძის "სენ ჟან დანჟელიმ" სტუმრად მოიგო "კონიაკთან" - 16:7. ჩვენებურის გუნდი 17 ქულით მე-7 ადგილზეა.
A ჯგუფი
მასი-სენ ნაზერი 45:25, ლილი-დიჟონი 21:15, კონიაკი-სენ ჟან დანჟელი 7:16, ვანი-ბობინი 13:9, ნევერი-მონლუსონი 36:26.
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 37 ქულა, 2. ნევერი - 37, 3. ვანი - 32, 4. ლილი - 32, 5. სენ ნაზერი - 19, 6. ბობინი - 17, 7. სენ ჟან დანჟელი - 17, 8. კონიაკი - 16, 9. მონლუსონი - 12, 10. დიჟონი - 9.
XI ტური
დიჟონი-მასი, სენ ჟან დანჟელი-ლილი, ბობინი-კონიაკი, მონლუსონი-ვანი, ნევერი-სენ ნაზერი.
ორხელისუფლებიანობაა B ჯგუფში. აქ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ავთანდილ კოპალიანის "მაკონია", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა გიორგი კუთარაშვილის "ანესი" - 59:0. მაკონელებმა 34 ქულა დააგროვეს და პირველ ადგილზე არიან, "ანესი" კი, რვა ქულით, აუტსაიდერია.
34 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა "ობენა", რომელმაც შინ დაამარცხა გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი" - 25:9. შალონელები 18 ქულით მერვე ადგილზე არიან.
12 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის "ვიენი", რომელმაც სტუმრად წააგო "ექსთან" - 19:26. კვირიკაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და გუნდს 19 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო).
B ჯგუფი
ექსი-ვიენი 26:19, მაკონი-ანესი 59:0, რომანი-შამბერი 26:20, ლა სეინი-ლა ვულე 22:15, ობენა-შალონი 25:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. მაკონი - 34 ქულა, 2. ობენა - 34, 3. ექსი - 29, 4. ლა სეინი - 26, 5. რომანი - 25, 6. ლა ვულე - 24, 7. შამბერი - 21, 8. შალონი - 18, 9. ვიენი - 12, 10. ანესი - 8.
XI ტური
შამბერი-ექსი, ანესი-რომანი, სლა ვულე-მაკონი, შალონი-ლა სეინი, ობენა-ვიენი.
C ჯგუფში პოზიციებს სულ უფრო და უფრო თმობს თედო ზიბზიბაძის, ნიკოლოზ მაღალდაძის, გიორგი გაბელიასა და ირაკლი ნატრიაშვილის "პერიგო". პერიგოელებმა ამჯერად შინ წააგეს "ლორმონთან" და ახლა 21 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან, თუმცა პლეი ოფში მოხვედრის შანსს მაინც ინარჩუნებენ.
ზიბზიბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, მაღალდაძე, გაბელია და ნატრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
C ჯგუფი
პერიგო-ლორმონი 21:22, სენ ჟან დე ლუზი-მონტობანი 16:43, როდეზი-ლიმოჟი 18:10, ტული-ლავორი 17:13, ლანჟონი-ენდაი 28:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 48 ქულა, 2. ლანჟონი - 33, 3. ლომოჟი - 25, 4. სენ ჟან დე ლუზი - 23, 5. რიდეზი - 22, 6. პერიგო - 21, 7. ლორმონი - 21, 8. ტული - 17, 9. ლავორი - 17, 10. ენდაი - 8.
XI ტური
მონტობანი-როდეზი, ლორმონი-სენ ჯან დე ლუზი, ენდაი-პერიგო, ლავორი-ლანჟონი, ტული-ლომოჟი.
D ჯგუფში ოდნავ გაიუარესა სატურნირო მდგომარეობა სიმონ მაისურაძის, ლაშა მალაღურაძის, ლადო გუნიავას, ბექა ურჯუკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბაგნერემ", რომელმაც მეათე ტურში სტუმრად წააგო "ოლორონთან" - 8:15.
მალაღურაძემ, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს, ერთი საჯარიმო გაიტანა, მჭედლიშვილი და მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ერთდროულად 53-ე წუთზე შეცვალეს, გუნიავა და ურჯუკაშვილი განაცხადში არ იყვნენ. "ბაგნერე" ახლა 18 ქულით მეექვსე ადგილზეა.
მას ერთი ქულით ჩამორჩება და მე-8 ადგილზეა მიხეილ გაჩეჩილაძის "აგეტმო", რომელმაც სტუმრად წაააგო ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ლანამეზანთან" - 3:21. გაჩეჩილაძეს არ უთამაშია.
D ჯგუფი
ლურდი-მოლეონი 28:10, ლანამეზანი-აგეტმო 21:3, კასტანე-ბლანიაკი 26:21, ვალანსი-ტიროსი 22:17, ოლორონი-ბაგნერე 15:8.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 37 ქულა, 2. ოლორონი - 35, 3. ლანამეზანი - 25, 4. კასტანე - 25, 5. ვალანსი - 24, 6. ბაგნერე - 18, 7. ბლანიაკი - 18, 8. აგეტმო - 17, 9. ლურდი - 13, 10. მოლეონი - 9.
XI ტური
აგეტმო-ლურდი, ბლანიაკი-ლანამეზანი, ტიროსი-კასტანე, ბაგნერე-ვალანსი, ოლორონი-მოლეონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"