"ვულკანებმა" სხვებთან შედარებით ყველაზე გვიან გამართეს მატჩი სტუმრად ფრანგული რაგბის გრანდთან, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზთან" და 12:19 დამარცხდნენ.
მარცხის მიუხედავად, როგორც უკვე ვთქვით, "კლერმონმა" ლიდერობა მაინც შეინარჩუნა. ამასთან ერთად, "ტულუზი" ისევ დაბრუნდა საპლეიოფო ექვსეულში და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს. ბრეგვაძეს და კაკოვინს არ უთამაშიათ.
მორიგი ტურის მატჩები გაიმართა "კელტთა ლიგაშიც", სადაც დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგის" მატჩი
ედინბურგელებმა ამ ბოლო დროს მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორეს და თანამემამულეებთან გამარჯვების შემთხვევაში შანსი აქვთ, ლიდერებშიც გაერიონ.
I დივიზიონი
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 50 ქულა, 2. სტად ფრანსე - 47, 3. კასტრი - 46, 4. ტულონი - 42, 5. ტულუზი - 42, 6. გრენობლი - 41, 7. მონპელიე - 40, 8. მეტრო რასინგი - 38, 9. ბორდო - 36, 10. ბრივი - 35, 11. პერპინიანი - 35, 12. ოიონაქსი - 33, 13. ბაიონი - 30, 14. ბიარიცი - 17.
XVII ტური
მონპელიე-ბორდო, სტად ფრანსე-კასტრი, ბაიონი-კლერმონი, ბიარიცი-ოიონაქსი, გრენობლი-პერპინიანი, ბრივი-ტულონი, მეტრო რასინგი-ტულუზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"