რაგბი. ლეგიონერები: პლეი ოფისთვის რვა იბრძვის

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა. სადღეისოდ პლეი ოფში გასვლისთვის ქართველ მორაგბეთა რვა გუნდი იბრძვის. აქედან ორი თავისი ჯგუფის ლიდერია.

A ჯგუფში სატურნირო ცხრილს სათავეში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი უდგას. ესენია: "მასი" და "ანგულემი".

დავით დადუნაშვილის, დავით აშვეთიასა
და ვახტანგ ახობაძის "მასიმ" შინ მიიღო შალვა სუთიაშვილისა და საბა ქართველიშვილის "ანგულემი". მატჩი პარიზელებმა დაძაბულ ბრძოლაში 17:12 მოიგეს. შედეგად, "მასიმ" მეტოქეს სატურნირო ცხრილში ორი ქულით გაუსწრო და ლიდერობა ჩამოართვა.

დადუნაშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს, იმავდროულად, ახობაძის ნაცვლად მოედანზე აშვეთია
გამოვიდა, ქართველიშვილი თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო, სამი წუთის შემდეგ მოედანზე სუთიაშვილიც გამოჩნდა.

თომა ბალიაშვილის "ლავორმა" შინ დაამარცხა "ბობინი" - 31:28. ქართველი მეორეხაზელი, რომელიც 118 კილოს იწონის და 195 სანტიმეტრი სიმაღლისაა, ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.

არჩილ კობაურის "კონიაკმა" შინ მარცხი განიცადა "ვალანსთან" - 16:21. კობაურმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.

A ჯგუფი
შალონი-ანგლე 20:19, მასი-ანგულემი 17:12, ტიროსი-გროლე 54:31, კონიაკი-ვალანსი 16:21, ლავორი-ბობინი 31:28

სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 26 ქულა, 2. ანგულემი - 24, 3. ტიროსი - 23, 4. შალონი - 17, 5. ლავორი - 13, 6. ვალანსი - 11, 7. კონიაკი - 7, 8. ანგლე - 7, 9. ბობინი - 7, 10. გროლე - 6.

VII ტური
ბობინი-შალონი, ანგულემი-ლავორი, გროლე-მასი, ვალანსი-ტიროსი, ანგლე-კონიაკი.

* * *
B ჯგუფში ლიდერთა შორისაა ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, "ლიმოჟი" და "ლილი". ლადო გუნიავასა და ბაჩუკი გუჯარაიძის "ლიმოჟმა" სტუმრად დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ბერჟერაკი" - 35:19. გუნიავა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს; იმავდროულად, თამაშში ჩაერთო გუჯარაიძეც.

"ლიმოჟი" ახლა 21 ქულით მესამე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება გიორგი ჩხაიძისა და გიო სორდიას "ლილს", რომელმაც შინ მშრალი ანგარიშით, 50:0 მოუგო დავით გოგოლაშვილის "სენ ნაზერს". სორდიამ, რომელმაც სრულად ითამაშა, მე-19 და 70-ე წუთებზე ორი ლელო გაიტანა, გოგოლაშვილი 55-ე წუთზე შეცვალეს, ჩხაიძეს არ უთამაშია.

B ჯგუფი
ვანი-ლიბურნი 47:6, ბერჟერაკი-ლიმოჟი 19:35, სენ მედარი-რუენი 30:21, ლილი-სენ ნაზერი 50:0, ტულე-ლანჟონი 25:27

სატურნირო მდგომარეობა
1. ვანი - 25 ქულა, 2. ლილი - 23, 3. ლიმოჟი - 21, 4. სენ მედარი - 17, 5. რუენი - 15, 6. ლანჟონი - 14, 7. სენ ნაზერი - 11, 8. ტულე - 7, 9. ბერჟერაკი - 5, 10. ლიბურნი - 5.

VII ტური
ლიმოჟი-ვანი, რუენი-ბერჟერაკი, ლიბურნი-ტულე, სენ ნაზერი-სენ მედარი, ლანჟონი-ლილი.

* * *
C ჯგუფში 26 ქულით "ნევერი" ლიდერობს, რომელსაც სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა თორნიკე ლომიძისა და ილია კაიკაციშვილის "ოში", რომელმაც მე-6 ტურში შინ დაამარცხა გალაქტიონ გაგნიძის "კასტანე" - 41:8.

კაიკაციშვილი თამაშში 38-ე წუთიდან ჩაერთო, გაგნიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე შეცვალეს, ლომიძე განაცხადში არ იყო.

დიმიტრი ცუხიშვილის "როდეზმა" სტუმრად წააგო მინიმალური სხვაობით "აგდისთან" - 13:14 და ახლა 6 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა. ცუხიშვილი 54-ე წუთზე შეცვალეს.

C ჯგუფი
ოში-კასტანე 41:8, ოლორონი-ნევერი 12:32, აგდი-როდეზი 14:13, ბლანიაკი-მოლეონი 30:16, ბაგნერე-ლომბე 42:8

სატურნირო მდგომარეობა
1. ნევერი - 26 ქულა, 2. ოში - 23, 3. ბაგნერე - 19, 4. ბლანიაკი - 16, 5. ოლორონი - 14, 6. კასტანე - 13, 7. აგდი - 9, 8. მოლეონი - 9, 9. როდეზი - 6, 10. ლომბე - 5.

VII ტური
ნევერი-ბლანიაკი, კასტანე-ოლორონი, როდეზი-ოში, ლომბე-აგდი, მოლეონი-ბაგნერე

* * *
D ჯგუფში 26 ქულით "ობენა" ლიდერობს, რომელსაც ოთხი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ბექა გიგაშვილისა და ბექა ბიწაძის "შამბერი", რომელმაც შინ წააგო უშუალო კონკურენტ "ბურგ ან ბრესთან" - 12:22.

გიგაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ბიწაძე თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო.

სიმონ მაისურაძის "მაკონმა" შინ დაამარცხა ნოდარ ჭეიშვილის "ლა სეინი" - 33:27. ეს უკანასკნელი ახლა 16 ქულით მე-4 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის. მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს. ჭეიშვილს არ უთამაშია.

დავით ბალანჩივაძის "ვიენმა", რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა, სტუმრად წააგო "რომანთან" - 20:48. ბალანჩივაძე 58-ე წუთზე შეცვალეს.

D ჯგუფი
შამბერი-ბურგ ან ბრესი 12:22, ობენა-ლა ვულე 35;13, მაკონი-ლა სეინი 33:27, სტრასბური-გრასი 33:19, რომანი-ვიენი 48:20

სატურნირო მდგომარეობა
1. ობენა - 26 ქულა, 2. შამბერი - 22, 3. ბურგ ან ბრესი - 22, 4. ლა სეინი - 16, 5. რომანი - 15, 6. სტრასბური - 12, 7. მაკონი - 10, 8. გრასე - 9, 9. ვიენი - 4, 10. ლა ვულე - 2.

VII ტური
ლა ვულე-შამბერი, ლა სეინი-ობენა, ბურგ ან ბრესი-რომანი, ვიენი-სტრასბური, გრასი-მაკონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული