რაგბი. ლეგიონი: ლაშა ლომიძის ლელო და რამდენიმე სინბინი

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-9 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველი ექვსი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ. ესენია: "ლიონი", "ორიაკი", "ბაიონი", "ბეზიე", "პერპინიანი" და "ალბი".

ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი", რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთი მარცხი აქვს, დამაჯერებლად ლიდერობს. ლიონელებმა სტუმრად ითამაშეს გიორგი ზაქაშვილის "ექსთან" და დიდი ანგარიშით, 60:8 დაამარცხეს მეტოქე. მასპინძლებს ოთხი ლელო გარემარბმა ტობი არნოლდმა გაუტანა. ზაქაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, ნავროზაშვილს არ უთამაშია.

ლიონელებს რვა ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ
ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც სტუმრად წააგო "ბურგუენთან" - 22:25. ხატიაშვილი, რომელმაც სრულად ითამაშა, მატჩის არბიტრმა მე-40 წუთზე სინბინში გაუშვა, დათუნაშვილი 67-ე წუთზე შეცვალეს, შარიქაძე განაცხადში არ იყო.

"ორიაკს" ერთი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონი", რომელიც სტუმრად ფრეს დასჯერდა "კოლომიესთან" - 28:28. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.

ლაშა ლომიძის "ბეზიეს" 26 ქულა დაუგროვდა და ახლა მეოთხე ადგილზეა. ლანგედოკელებმა შინ მიიღეს "კარკასონი" და დიდი ანგარიშით, 54:15 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს, 43-ე წუთზე ლელო გაიტანა. ის გარდამტეხი აღმოჩნდა მასპინძლებისთვის, ვინაიდან 17:12 დაწინაურდნენ.

"ბეზიეს" კვალში უდგას დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანი", რომელიც სტუმრად დამარცხდა კახა კობერიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბთან" - 16:18. კობერიძე თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, ნემსაძე მოედანზე ხუთი წუთის შემდეგ გამოჩნდა, სხვა ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

II დივიზიონი. IX ტური
ბურგუენი-ორიაკი 25:22, ბიარიცი-ნარბონი 25:20, ექსი-ლიონი 8:60, ბეზიე-კარკასონი 54:15, კოლომიე-ბაიონი 28:28, მონტობანი-ალბი 20:9, ტარბი-პერპინიანი 18:16, მონ დე მარსანი-დაქსი (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 37 ქულა, 2. ორიაკი - 29, 3. ბაიონი - 28, 4. ბეზიე - 26, 5. პერპინიანი - 23, 6. ალბი - 22, 7. მონტობანი - 22, 8. კოლომიე - 20, 9. ნარბონი - 19, 10. ტარბი - 17, 11. მონ დე მარსანი - 16, 12. ბურგუენი - 16, 13. დაქსი - 13, 14. ექსი - 13, 15. კარკასონი - 13, 16. ბიარიცი - 10.

X ტური
დაქსი-ბიარიცი, ალბი-ლიონი, ორიაკი-ექსი, ბაიონი-ბეზიე, ბურგუენი-მონ დე მარსანი, კარკასონი-მონტობანი, ნარბონი-ტარბი, პერპინიანი-კოლომიე

ფედერალ 1
ფედერალ 1 დივიზიონში მე-7 ტურის მატჩების შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდებმა პოზიციები გაიმყარეს. განსაკუთრებით წარმატებით ასპარეზობენ "ქართული გუნდები" A და B ჯგუფებში. ესენია: "მასი", "ანგულემი", "ლილი" და "ლიმოჟი".

A ჯგუფში ლიდერი დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "მასია", რომელმაც სტუმრად შეძლო "გროლეს" დამარცხება - 26:19. პარიზელებმა ამ გამარჯვების შემდეგ 30 ქულა დააგროვეს და ერთი ქულით უსწრებენ შალვა სუთიაშვილისა და საბა ქართველიშვილის "ანგულემს", რომელმაც თავის მხრივ, შინ მოუგო დიდი ანგარიშით თომა ბალიაშვილის "ლავორს" - 40:15.

არჩილ კობაურის "კონიაკი", რომელიც 8 ქულით მე-8 ადგილზეა, სტუმრად დამარცხდა "ანგლესთან" - 16:23.

A ჯგუფი
ანგულემი-ლავორი 40:15, გროლე-მასი 19:26, ვალანსი-ტიროსი 25:34, ანგლე-კონიაკი 23:16

სატურნირო მდგომარეობა

1. მასი - 30 ქულა, 2. ანგულემი - 29, 3. ტიროსი - 27, 4. შალონი - 17, 5. ლავორი - 13, 6. ანგლე - 11, 7. ვალანსი - 11, 8. კონიაკი - 8, 9. გროლე - 7, 10. ბობინი - 7.

VIII ტური
მასი-ვალანსი, კონიაკი-ტიროსი, ლავორი-გროლე, შალონი-ანგულემი, ანგლე-ბობინი

B ჯგუფის ლიდერი გიო სორდიასა და გიორგი ჩხაიძის "ლილია", რომელმაც სტუმრად მოუგო "ლანჟონის" - 24:19. სორდიამ ისევე, როგორც წინა ტურში, ერთი ლელო მიითვალა.

ლილელებს ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ლადო გუნიავასა და ბაჩუკი გუჯარაიძის "ლიმოჟი", რომელმაც შინ დაამარცხა მეორეადგილოსანი "ვანი" - 19:15 და ახლა მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

დავით გოგოლაშვილის "სენ ნაზერმა" მე-7 ტურში შინ მოუგო "ლიმოჟის" უშუალო კონკურენტ "სენ მედარს" - 21:16. შედეგად, სენმედარელები ახლა მე-4 ადგილზე არიან და ჩვენებურთა გუნდს შვიდი ქულით ჩამორჩებიან.

B ჯგუფი
ლიმოჟი-ვანი 19:15, ლიბურნი-ტულე 57:24, სენ ნაზერი-სენ მედარი 21:16, ლანჟონი-ლილი 19:24, რუენი-ბერჟერაკი (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 27 ქულა, 2. ვანი - 26, 3. ლიმოჟი - 25, 4. სენ მედარი - 18, 5. რუენი - 15, 6. ლანჟონი - 15, 7. სენ ნაზერი - 15, 8. ლიბურნი - 10, 9. ტულე - 7, 10. ბერჟერაკი - 5.

VIII ტური
ვანი-რუენი, სენ მედარი-ბერჟერაკი, ტულე-ლიმოჟი, ლილი-ლიბურნი, სენ ნაზერი-ლანჟონი

C ჯგუფში საუკეთესო შედეგი ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან თორნიკე ლომიძისა და ილია კაიკაციშვილის "ოშს" აქვს, რომელმაც სტუმრად მოუგო დიმიტრი ცუხიშვილის "როდეზს" - 27:12. ლიდერი აქ "ნევერია", რომელიც ახლა ოშელებს ოთხი ქულით უსწრებს.

გალაკტიონ გაგნიძის "კასტანეს" შეხვედრა "ოლორონთან" გადაიდო.

C ჯგუფი
ნევერი-ბლანიაკი 43:13, როდეზი-ოში 12:27, მოლეონი-ბაგნერე 6:21, კასტანე-ოლორონი (გადაიდო), ლომბე-აგდი (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა
1. ნევერი - 31 ქულა, 2. ოში - 27, 3. ბაგნერე - 23, 4. ბლანიაკი - 16, 5. ოლორონი - 14, 6. კასტანე - 13, 7. აგდი - 9, 8. მოლეონი - 9, 9. როდეზი - 6, 10. ლომბე - 5.

VIII ტური
აგდი-ოში, ოლორონი-როდეზი, ბლანიაკი-კასტანე, ლომბე-მოლეონი, ბაგნერე-ნევერი

D ჯგუფში პლეი ოფისთვის ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, "შამბერი" და "ლა სეინი", იბრძვის. ბექა ბიწაძისა და ბექა გიგაშვილის "შამბერიმ", რომელიც ახლა 27 ქულით პირველ ადგილზეა, სტუმრად დაამარცხა "ლა ვულე" - 35:13.

შამბერელებს სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე აღზევებაში ნოდარ ჭეიშვილის "ლა სეინი" დაეხმარა, რომელმაც შინ დაამარცხა ყოფილი ლიდერი "ობენა" - 21:14. "შამბერის" და "ობენას" ახლა 27-27 ქულა აქვთ.

სიმონ მაისურაძის "მაკონმა" სტუმრად წააგო "გრასთან" 12:16 და ახლა 11 ქულით მე-8 ადგილზეა. დავით ბალანჩივაძის "ვიენმა" შინ დაამარცხა "სტრასბური" - 28:15, თუმცა სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი მაინც ვერ დააღწია.

D ჯგუფი
ლა ვულე-შამბერი 13:35, ლა სეინი-ობენა 21:14, ბურგ ან ბრესი-რომანი 40:12, ვიენი-სტრასბური 28:15, გრასი-მაკონი 16:12

სატურნირო მდგომარეობა
1. შამბერი - 27 ქულა, 2. ობენა - 27, 3. ბურგ ან ბრესი - 27, 4. ლა სეინი - 20, 5. რომანი - 15, 6. გრასი - 13, 7. სტრასბური - 12, 8. მაკონი - 11, 9. ვიენი - 8, 10. ლა ვულე - 2.

VIII ტური
შამბერი-ლა სეინი, მაკონი-ობენა, რომანი-ლა ვულე, სტრასბური-ბურგ ან ბრესი, გრასი-ვიენი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული