ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი", რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთი მარცხი აქვს, დამაჯერებლად ლიდერობს. ლიონელებმა სტუმრად ითამაშეს გიორგი ზაქაშვილის "ექსთან" და დიდი ანგარიშით, 60:8 დაამარცხეს მეტოქე. მასპინძლებს ოთხი ლელო გარემარბმა ტობი არნოლდმა გაუტანა. ზაქაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, ნავროზაშვილს არ უთამაშია.
ლიონელებს რვა ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ
"ორიაკს" ერთი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონი", რომელიც სტუმრად ფრეს დასჯერდა "კოლომიესთან" - 28:28. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.
ლაშა ლომიძის "ბეზიეს" 26 ქულა დაუგროვდა და ახლა მეოთხე ადგილზეა. ლანგედოკელებმა შინ მიიღეს "კარკასონი" და დიდი ანგარიშით, 54:15 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს, 43-ე წუთზე ლელო გაიტანა. ის გარდამტეხი აღმოჩნდა მასპინძლებისთვის, ვინაიდან 17:12 დაწინაურდნენ.
"ბეზიეს" კვალში უდგას დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანი", რომელიც სტუმრად დამარცხდა კახა კობერიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბთან" - 16:18. კობერიძე თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, ნემსაძე მოედანზე ხუთი წუთის შემდეგ გამოჩნდა, სხვა ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
II დივიზიონი. IX ტური
ბურგუენი-ორიაკი 25:22, ბიარიცი-ნარბონი 25:20, ექსი-ლიონი 8:60, ბეზიე-კარკასონი 54:15, კოლომიე-ბაიონი 28:28, მონტობანი-ალბი 20:9, ტარბი-პერპინიანი 18:16, მონ დე მარსანი-დაქსი (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 37 ქულა, 2. ორიაკი - 29, 3. ბაიონი - 28, 4. ბეზიე - 26, 5. პერპინიანი - 23, 6. ალბი - 22, 7. მონტობანი - 22, 8. კოლომიე - 20, 9. ნარბონი - 19, 10. ტარბი - 17, 11. მონ დე მარსანი - 16, 12. ბურგუენი - 16, 13. დაქსი - 13, 14. ექსი - 13, 15. კარკასონი - 13, 16. ბიარიცი - 10.
X ტური
დაქსი-ბიარიცი, ალბი-ლიონი, ორიაკი-ექსი, ბაიონი-ბეზიე, ბურგუენი-მონ დე მარსანი, კარკასონი-მონტობანი, ნარბონი-ტარბი, პერპინიანი-კოლომიე
ფედერალ 1
ფედერალ 1 დივიზიონში მე-7 ტურის მატჩების შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდებმა პოზიციები გაიმყარეს. განსაკუთრებით წარმატებით ასპარეზობენ "ქართული გუნდები" A და B ჯგუფებში. ესენია: "მასი", "ანგულემი", "ლილი" და "ლიმოჟი". A ჯგუფში ლიდერი დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "მასია", რომელმაც სტუმრად შეძლო "გროლეს" დამარცხება - 26:19. პარიზელებმა ამ გამარჯვების შემდეგ 30 ქულა დააგროვეს და ერთი ქულით უსწრებენ შალვა სუთიაშვილისა და საბა ქართველიშვილის "ანგულემს", რომელმაც თავის მხრივ, შინ მოუგო დიდი ანგარიშით თომა ბალიაშვილის "ლავორს" - 40:15.
არჩილ კობაურის "კონიაკი", რომელიც 8 ქულით მე-8 ადგილზეა, სტუმრად დამარცხდა "ანგლესთან" - 16:23.
A ჯგუფი
ანგულემი-ლავორი 40:15, გროლე-მასი 19:26, ვალანსი-ტიროსი 25:34, ანგლე-კონიაკი 23:16
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 30 ქულა, 2. ანგულემი - 29, 3. ტიროსი - 27, 4. შალონი - 17, 5. ლავორი - 13, 6. ანგლე - 11, 7. ვალანსი - 11, 8. კონიაკი - 8, 9. გროლე - 7, 10. ბობინი - 7.
VIII ტური
მასი-ვალანსი, კონიაკი-ტიროსი, ლავორი-გროლე, შალონი-ანგულემი, ანგლე-ბობინი
B ჯგუფის ლიდერი გიო სორდიასა და გიორგი ჩხაიძის "ლილია", რომელმაც სტუმრად მოუგო "ლანჟონის" - 24:19. სორდიამ ისევე, როგორც წინა ტურში, ერთი ლელო მიითვალა.
ლილელებს ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ლადო გუნიავასა და ბაჩუკი გუჯარაიძის "ლიმოჟი", რომელმაც შინ დაამარცხა მეორეადგილოსანი "ვანი" - 19:15 და ახლა მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
დავით გოგოლაშვილის "სენ ნაზერმა" მე-7 ტურში შინ მოუგო "ლიმოჟის" უშუალო კონკურენტ "სენ მედარს" - 21:16. შედეგად, სენმედარელები ახლა მე-4 ადგილზე არიან და ჩვენებურთა გუნდს შვიდი ქულით ჩამორჩებიან.
B ჯგუფი
ლიმოჟი-ვანი 19:15, ლიბურნი-ტულე 57:24, სენ ნაზერი-სენ მედარი 21:16, ლანჟონი-ლილი 19:24, რუენი-ბერჟერაკი (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 27 ქულა, 2. ვანი - 26, 3. ლიმოჟი - 25, 4. სენ მედარი - 18, 5. რუენი - 15, 6. ლანჟონი - 15, 7. სენ ნაზერი - 15, 8. ლიბურნი - 10, 9. ტულე - 7, 10. ბერჟერაკი - 5.
VIII ტური
ვანი-რუენი, სენ მედარი-ბერჟერაკი, ტულე-ლიმოჟი, ლილი-ლიბურნი, სენ ნაზერი-ლანჟონი
C ჯგუფში საუკეთესო შედეგი ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან თორნიკე ლომიძისა და ილია კაიკაციშვილის "ოშს" აქვს, რომელმაც სტუმრად მოუგო დიმიტრი ცუხიშვილის "როდეზს" - 27:12. ლიდერი აქ "ნევერია", რომელიც ახლა ოშელებს ოთხი ქულით უსწრებს.
გალაკტიონ გაგნიძის "კასტანეს" შეხვედრა "ოლორონთან" გადაიდო.
C ჯგუფი
ნევერი-ბლანიაკი 43:13, როდეზი-ოში 12:27, მოლეონი-ბაგნერე 6:21, კასტანე-ოლორონი (გადაიდო), ლომბე-აგდი (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. ნევერი - 31 ქულა, 2. ოში - 27, 3. ბაგნერე - 23, 4. ბლანიაკი - 16, 5. ოლორონი - 14, 6. კასტანე - 13, 7. აგდი - 9, 8. მოლეონი - 9, 9. როდეზი - 6, 10. ლომბე - 5.
VIII ტური
აგდი-ოში, ოლორონი-როდეზი, ბლანიაკი-კასტანე, ლომბე-მოლეონი, ბაგნერე-ნევერი
D ჯგუფში პლეი ოფისთვის ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, "შამბერი" და "ლა სეინი", იბრძვის. ბექა ბიწაძისა და ბექა გიგაშვილის "შამბერიმ", რომელიც ახლა 27 ქულით პირველ ადგილზეა, სტუმრად დაამარცხა "ლა ვულე" - 35:13.
შამბერელებს სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე აღზევებაში ნოდარ ჭეიშვილის "ლა სეინი" დაეხმარა, რომელმაც შინ დაამარცხა ყოფილი ლიდერი "ობენა" - 21:14. "შამბერის" და "ობენას" ახლა 27-27 ქულა აქვთ.
სიმონ მაისურაძის "მაკონმა" სტუმრად წააგო "გრასთან" 12:16 და ახლა 11 ქულით მე-8 ადგილზეა. დავით ბალანჩივაძის "ვიენმა" შინ დაამარცხა "სტრასბური" - 28:15, თუმცა სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი მაინც ვერ დააღწია.
D ჯგუფი
ლა ვულე-შამბერი 13:35, ლა სეინი-ობენა 21:14, ბურგ ან ბრესი-რომანი 40:12, ვიენი-სტრასბური 28:15, გრასი-მაკონი 16:12
სატურნირო მდგომარეობა
1. შამბერი - 27 ქულა, 2. ობენა - 27, 3. ბურგ ან ბრესი - 27, 4. ლა სეინი - 20, 5. რომანი - 15, 6. გრასი - 13, 7. სტრასბური - 12, 8. მაკონი - 11, 9. ვიენი - 8, 10. ლა ვულე - 2.
VIII ტური
შამბერი-ლა სეინი, მაკონი-ობენა, რომანი-ლა ვულე, სტრასბური-ბურგ ან ბრესი, გრასი-ვიენი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"