ვორსტერელთა რიგებში ბრეგვაძე თადარიგში იყო და მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა. საგულისხმოა, რომ მატჩის არბიტრმა მასპინძელთა სამი მორაგბე სინბინში გაუშვა, დონჩა ოკალაჰანს კი წითელი ბარათი უჩვენა.
ამ მარცხის შემდეგ "ვორსტერი" 10 ქულით მე-10 ადგილზეა.
* * *
კელტთა ლიგაში შალვა მამუკაშვილის "გლაზგოს" შეხვედრა ირლანდიურ "ლენსეტერთან" გადაიდო. ჩვენებურის გუნდი აქ 26 ქულით მე-6 ადგილზეა.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"