რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძე "მებრძოლებს" გაუშინაურდა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონატში ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერმა" მე-6 ტურის მატჩში შინ მიიღო "ლესტერ ტაიგერზი" და 20:29 წააგო.

ვორსტერელთა რიგებში ბრეგვაძე თადარიგში იყო და მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა. საგულისხმოა, რომ მატჩის არბიტრმა მასპინძელთა სამი მორაგბე სინბინში გაუშვა, დონჩა ოკალაჰანს კი წითელი ბარათი უჩვენა.

ამ მარცხის შემდეგ "ვორსტერი" 10 ქულით მე-10 ადგილზეა.

* * *
კელტთა ლიგაში შალვა მამუკაშვილის "გლაზგოს" შეხვედრა ირლანდიურ "ლენსეტერთან" გადაიდო. ჩვენებურის გუნდი აქ 26 ქულით მე-6 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული