რაგბი. ლეგიონი: "მონ დე მარსანში" ბექა გორგაძის დებიუტი შედგა
AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონის გუნდ "მონ დე მარსანის" რიგებში დებიუტი ჰქონდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მორკინალს, ბექა გორგაძეს.
მისი გუნდი შინ დაუპირისპირდა ირაკლი მირცხულავას, ვახტანგ მაისურაძისა და კახაბერ კობერიძის "ტარბს", რომელიც დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 21:19.
გორგაძე თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"