"ბორჯღალოსნების" მგეზავი ლაშა მალაღურაძე რუსული კლუბის ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბოლნისის "ყოჩების" მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან, კრასნოიარსკის "კრასნი იართან".

როგორც "კრასნი იარის" პრესრელიზი იუწყება:

"ლაშა მალაღურაძე ფანგატაპუ აპიკოტოას შეცვლის, რომელთანაც გუნდმა კონტრაქტის გაგრძელება არ ისურვა. სამწვრთნელო შტაბს ძალიან სჭირდებოდა გამოცდილი მგეზავი, რომელსაც სტაბილურად ზუსტად შეუძლია კარში დარტყმა.

შევნიშნავთ, რომ მალაღურაძეს შეუძლია შუამარბისა და ფულბეკის პოზიციებზე თამაშიც. ამდენად, "კრასნი იარში" ოთხი მორაგბეა, რომლებსაც წარმატებით შეუძლიათ მგეზავის პოზიციაზე ითამაშონ. ესენია: მალაღურაძე, პაეა, რიაბოვი და სუხინი. ამასთან ერთად, პირველი სამი უნივერსალი მორაგბეა და შეუძლიათ
ერთდროულად იყვნენ მოედანზე.

მალაღურაძის კონკურენტი კი დამრტყმელის რანგში რიაბოვი იქნება, თუმცა იმავეს გაკეთება წარმატებით შეუძლია პაეასაც."

შეგახსენებთ, რომ კრასნოიარსკში, ოღონდ "ენისეიში" თამაშობს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წამყვანი მორაგბე, შუამარბი დავით კაჭარავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული