რაგბი. ლეგიონი: თამაზ მჭედლიძის მესამე ლელო საფრანგეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "აჟენის" გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში დავით ქუბრიაშვილისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" ლელო გაუტანა.

"აჟენმა" მონპელიელები შინ მიიღო და დიდი სხვაობით, 21:45 დამარცხდა.

მჭედლიძე თადარიგში იყო და მოედანზე 63-ე წუთიდან გამოჩნდა. ცხრა წუთში კი მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და ლელო ძელებს შორის გაიტანა.

"ბორჯღალოსნების" შუამარბმა, რომელსაც ხშირად გარემარბის პოზიციაზე უწევს თამაში, საფრანგეთის ჩემპიონატში მესამე ლელო მიითვალა. მჭედლიძემ აქამდე ორჯერ "პოს" გაუტანა.

სამწუხაროდ, "აჟენი" გათამაშების აუტსაიდერია და, სავარაუდოდ, მას მომავალ
სეზონში ელიტურ, მეორე დივიზიონში მოუწევს თამაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
prosta egec dagewerat rodis iyo eg tamashi (((26 shiiyo tamashi qartuli dtoit 21:30 wutze.da exlawert?daje qartveli pexburtelebi ufro swrafad darbian vidre tqven informaciis dawera gezarebat tu martla esegvianigebt informacias?aramgonia ubralod weragezarebat (((((((
0

სიახლეები პოპულარული