იტალიის რაგბის ბოსი: ლაპასე პარიზის ოლიმპიადისთვის ხმებს აგროვებს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ბოსის, ბერნარ ლაპასეს ინიციატივას - ექვსი ერის გათამაშებამ ფორმატი უნდა შეიცვალოსო - ძალზე მწვავედ გამოეხმაურა იტალიური რაგბის ბოსი ალფრედო გავაცი.

გავაცი ლაპასეს ბრალს სდებს, ფრანგი ჩინოსანი ამ ინიციატივით რეგიონიდან (რუმინეთი, რუსეთი, საქართველო) ხმებს აგროვებს 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის მხარდასაჭერადო.

"ვეჭვობ, ლაპასე რეგიონში ხმებს აგროვებს და უკვე 2024 წლის ოლიმპიადაზე ფიქრობს", - განუცხადა გავაციმ "გაძეტა დელო სპორტს".

შეგახსენებთ, რომ მაისში ლაპასე მსოფლიო რაგბის შეფის თანამდებობას ტოვებს და პარიზის
2024 წლის მასპინძლობის საორგანიზაციო კომიტეტს ჩაუდგება სათავეში.

"როგორ გესახებათ ექვსი ერის ახალი სტრუქტურა და რა უნდა მოვუხერხოთ სატელევიზიო უფლებებს? 2015 წელს შოტლანდია იყო ბოლო და როგორ ფიქრობთ, ოდესმე დათანხმდებიან ისინი გავარდნას?" - სვამს კითხვებს იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი.

"ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ამის შეცვლა შესაძლებელია, არ იცნობს საკითხს", - განაცხადა გავაციმ და განაცხადა, რომ ლაპასეს შემცვლელი ბილ ბომონტი, მისგან განსხვავებით, "პრაგმატული კაცია".
მკითხველის კომენტარები / 2 /
გვეთამშონ და დაამტკიცონ იქ ყოფნა. მოდი იტალია მოდიიიიიი.
kkk
07 აპრილი 2016 10:47
0
რა კურდღლები ყოფილან ეს იტალიელები თუ გავარდებით მოვა მეორე სეზონი და დაბრუნდით თუ რამის თავი გაქვთ
912
05 აპრილი 2016 19:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული