რაგბი ლეგიონი: გაუძლებს "მონპელიე" კონკურენციას?

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურიღა დარჩა.

საპლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლა სულ უფრო მწვავდება. მით უფრო, რომ სამმა გუნდმა, ფაქტობრივად, გაინაღდა იქ თამაშის უფლება. ესენია: "კლერმონი". "მონპელიე" და "ტულონი".

"კლერმონი", მიუხედვად იმისა, რომ ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო რამდენიმე მორაგბე აკლია, მათ შორის, ქართველები - დავით ზირაქაშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი, გამარჯვებათა სერიას განაგრძობს და გათამაშების ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად იქცა.

"ვულკანების"მეტოქე 21-ე ტურში აუტსაიდერი, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი" იყო. ლიდერს საკუთარ მოედანზე აჟენელთა დამარცხება არ გასჭირვებია - 38:10. ქართველთაგან
მხოლოდ მჭედლიძემ ითამაშა.

თვალსაჩინოა მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიეს" პროგრესი.

სამხრეთაფრიკელი სპეციალისტის, კრის ვაითის ხელმძღვანელობით გუნდმა სტაბილურად თამაში დაიწყო და ახლა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. გამორიცხული არ არის, "მონპელიე" საფრანგეთის ახალი ჩემპიონი გახდეს. ამის პოტენციალი გუნდს აშკარად გააჩნია.

ცხადია, სათვალავიდან არც მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულონის" ამოგდება იქნება მართებული. ეს გუნდი მძიმედ, ჭრიალ-ჭრიალით, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. ჩემპიონთა თასზე განცდილი მარცხის შემდეგ "ტულონმა" სტუმრად ითამაშა "პოსთან" და 25:9 გაიმარჯვა. გორგოძემ ისევ მეორე ხაზში სრულად ითამაშა, ჩილაჩავა მოედანზე 50-ე წუთიდან გამოჩნდა.

ფავორიტების, ვასილ კაკოვინის "ტულუზისა" და დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგის" დაპირისპირებაში გამარჯვება პირველს დარჩა - 14:3. ორივე ეს კლუბი, სავარაუდოდ, პლეი ოფში გააღწევს და პირველობისთვის ბრძოლაში დანარჩენებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ.

გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ჟღენტის "ბრივმა" შინ დაამარცხა "ოიონაქსი" - 31:13. ასეიშვილმა, რომელიც 48-ე წუთზე შეცვალეს, მატჩის მე-18 წუთზე ლელო გაიტანა. ეს მისი მეორე ლელოა მიმდინარე გათამაშებაში.

ელიტური, მეორე დივიზიონის გათამაშებაში ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი" ოფიციალურად დააჯილდოეს პირველადგილოსანისთვის განკუთვნილი ფარით. ლიონელებმა მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ სამი მატჩი წააგეს და გათამაშება ხუთი ტურით ადრე მოიგეს. ეს გუნდი უკვე ახალი სეზონისთვის ემზადება და საკმაოდ სერიოზული შემადგენლობის თავმოყრას აპირებს.

პლეი ოფში და, შესაბამისად, მეორე საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობენ ქართველ მორაგბეთა გუნდები: "ბაიონი", "ორიაკი", "ბეზიე", "პერპინიანი" და "მონ დე მარსანი".

TOP 14
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნაცარაშვილი (პო) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე (50 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) განაცხადში არ იყო
ირაკლი ნატრიაშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (48 წთ)
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (48 წთ)
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) შეცვლაზე (66 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადაში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) განაცხადში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (48 წთ) ლ
გიორგი ჟღენტი (ბრივი) განაცხადში არ იყო
გოდერძი შველიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ტრავმირებულია
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) დისკვალიფიკაცია

PRO D2
ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) შეცვლაზე (63 წთ)
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) ტრავმირებულია
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ზაქაშვილი (ექსი) ძირითადში (52 წთ)
ლაშა ლომიძე (ბეზიე) შეცვლაზე (40 წთ) სინ.
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) ძირითადში (60 წთ)
გიორგი ნემსაძე (ტარბი) დისკვალიფიკაცია
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) ძირითადში (61 წთ)
კახა კობერიძე (ტარბი) შეცვლაზე (61 წთ)
ბექა შეყლაშვილი (ალბი) შეცვლაზე (47 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) ძირითადში (47 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) შეცვლაზე (54 წთ)
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) შეცვლაზე (66 წთ)
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) ძირითადში
ასტამურ იოსელიანი (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) ძირითადში

TOP 14
XXI ტური
გრენობლი-კასტრი 28:33
პო-ტულონი 9:25
ბრივი-ოიონაქსი 31:13
კლერმონი-აჟენი 38:10
ლა როშელი-ბორდო 22:15
სტად ფრანსე-მონპელიე 20:26
ტულუზი-მეტრო რასინგი 14:3

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 21 15 1 5 +240 75(13)
2. მონპელიე 21 15 0 6 +136 68(8)
3. ტულონი 21 13 0 8 +245 67(14)
4. რასინგი 21 14 1 6 +31 64(6)
5. ტულუზი 21 11 2 8 +194 57(9)
6. კასტრი 21 11 0 10 +60 53(9)
7. ბორდო 21 11 2 8 +50 53(5)
8. ლა როშელი 21 10 0 11 -16 48(8)
9. ბრივი 21 10 1 10 -23 47(6)
10. გრენობლი 21 10 0 11 -50 47(7)
11. პო 21 9 1 11 -169 41(3)
12. სტად ფრანსე 21 7 0 14 -94 32(4)
13. ოიონაქსი 21 4 0 17 -341 18(2)
14. აჟენი 20 3 0 18 -263 16(4)

XXVI ტური
მონტობანი-პერპინიანი 28:25
კარკასონი-ბიარიცი 32:27
ექსი-ბურგუენი 29:6
ალბი-მონ დე მარსანი 19:27
ბაიონი-ტარბი 28:10
ნარბონი-კოლომიე 34:6
დაქსი-ორიაკი 26:18
ლიონი-ბეზიე 38:17

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 26 23 0 3 +443 106(14)
2. ბაიონი 26 16 1 9 +45 73(7)
3. ორიაკი 26 15 0 11 +84 68(8)
4. პერპინიანი 26 13 1 12 +68 64(10)
5. ბეზიე 26 14 1 11 +58 64(6)
6. მარსანი 26 14 1 11 -21 63(5)
7. კოლომიე 26 12 3 11 -24 61(7)
8. ბურგუენი 26 11 0 15 -9 56(12)
9. მონტობანი 26 12 0 14 -22 56(8)
10. ალბი 26 12 2 12 -30 56(4)
11. ბიარიცი 26 12 0 14 +37 55(7)
12. ნარბონი 26 12 0 14 -38 55(7)
13. ტარბი 26 11 0 15 -54 45(9)
13. კარკასონი 26 10 0 16 -205 45(5)
14. დაქსი 26 8 1 17 -166 40(6)
16. ექსი 26 8 0 18 -166 37(5)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული