საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა მორაგბემ გუნდი შეიცვალა.
პირველხაზელი დავით ოქრიაშვილი, რომელიც "ჯიქის" აღზრდილია და შარშანდელი სეზონი "მაკონში" გაატარა, საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონის "როდეზში" გადაბარგდა. მან კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელი არჩილ ბეჟიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში დაწინაურებულ "ვანში" განაგრძობს კარიერას. აღსანიშნავია, რომ ამავე კლუბში რამდენიმე კვირით ადრე "ალბიდან" შერკინების მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე ჩაირიცხა.
ბეჟიაშვილი თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილია, მაისურაძე კი "ლელომ" დააფრთიანა. მან საქართველოს ნაკრებში 2011 წელს ახალ ზელანდიაში
ანტონ ფეიქრიშვილი, გიორგი ჟღენტი, ირაკლი ნატრიაშვილი, დიმიტრი ბასილაია ჯერაც უგუნდოდ არიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"