მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონი" ვასილ კაკოვინის "ტულუზს" დაუპირისპირდა და 26:19 დაამარცხა. ტულონელებმა, ისევე, როგორც "ტულუზმა", პირველი და მეორე ტაიმი ორი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა. გორგოძე, ალხაზიშვილი და კაკოვინი მატჩის პირველ ნახევარში გაისარჯნენ. ჩილაჩავა განაცხადში არ იყო.
განსაკუთრებით სასიხარულოა ძირითად გუნდში ახალგაზრდა შერკინების კვაჭის, ბადრი ალხაზიშვილის გამოჩენა. საქართველოს ახალგზარდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გასულ სეზონში სათადარიგო გუნდში იყო და იმედია, წლეულს ძირითად შემადგენლობაში
მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიე" კი ირლანდიურ "ქონოთს" დაუპირისპირდა და 21:19 დაამარცხა. ეს შეხვედრა იმავე პრინციპით წარიმართა, რომლითაც "ტულონმა" და "ტულუზმა" ითამაშეს. სამივე ქართველმა მატჩის პირველ ნახევარში იასპარეზა.
საკონტროლო მატჩი გამართეს მეორედივიზიონელებმაც. მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და გიორგი შარაშიძის "ორიაკმა" გიორგი ვეფხვაძის "დაქსთან" წააგო - 12:30. ვეფხვაძემ ლელო მიითვალა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"