ვასილ კაკოვინი მომავალი სეზონიდან პარიზული "მეტრო რასინგის" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების პირველხაზელი ვასილ კაკოვინი მომავალი სეზონიდან პარიზული "მეტრო რასინგის" ღირსებას დაიცავს.

ქართველმა შერკინების ბურჯმა, რომელიც ფრანგული რაგბის გრანდ "ტულუზში" "ბრივიდან" გადავიდა, ახალ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ წლეულს კაკოვინმა ტულუზელთა რიგებში სულ ექვსჯერ ითამაშა. ის ნოემბრის ტესტებზე საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული და იაპონიასთან მატჩში თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული