რაგბი. ლეგიონი: შალვა სუთიაშვილის პირველი ლელო PRO D2-ის მიმდინარე სეზონში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბე შალვა სუთიაშვილმა ფრანგული PRO D2-ის მიმდინარე სეზონში პირველო ლელო მიითვალა.

9 დეკემბერს გამართლ მე-14 ტურის შეხვედრაში სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის გუნდმა "ანგულემმა" საკუთარ მოედანზე "ნარბონი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 23:10 დაამარცხა. მატჩის პირველი ლელო სწორედ სუთიაშვილმა დადო 23-ე წუთზე - ახლო მანძილიდან რამდენიმე მიძალების შემდეგ ბურთი რაქიდან აიტაცა და თანაგუნდელის დახმარებით ლელოს ხაზი გადაკვეთა.

ამ გამარჯვებით "ანგულემმა" 36 ქულა დააგროვა და PRO D2-ის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული