რაგბი ნაკრებით იწყება და მთავრდება - ინტერვიუ გიორგი ნემსაძესთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე საფრანგეთიდან ინგლისში სეზონის დაწყების წინ გადავიდა. "ბრისტოლი", სადაც ქართველი მორაგბე ჩაირიცხა, ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა. თავიდან საქმე კარგად ვერ აეწყო. გუნდი თამაშს თამაშზე აგებდა. ჩვენებურსაც ასპარეზობა არ უწევდა. მერე გუნდიდან მთავარი მწვრთნელი ენდი რობინსონი გაუშვეს. თითქოს ამან უკეთ იმოქმედა გუნდზე და ბრისტოლელებმა ზედიზედ ოთხი თამაში მოიგეს. მათ შორის ორი ევროთასებზე, რომელშიც მონაწილეობა ნემსაძემაც მიიღო. თუმცა, ინგლისის ჩემპიონატში სათამაშოდ მას დრო მაინც არ ეძლევა.

"ბორჯღალოსანთა" მეორეხაზელს ბრისტოლში დავუკავშირდით და თავდაპირველად სწორედ მისი უთამაშებლობის თაობაზე დავეკითხეთ.

- მიზეზად ენობრივი ბარიერი მოაქვთ. არადა, ინგლისური, შეიძლება ძალიან კარგად არა, მაგრამ ვიცი. დერეფანში თამაშისას კომბინაციის გამოცხადება გიჭირსო, ამბობენ. ევროპის თასებზე შესანიშნავად ვითამაშე. ინგლისის ჩემპიონატს რომ დავუბრუნდით კულტურულად ბოდიში მომიხადეს, ხომ იცი, დერეფანში თამაშისას კომბინაციის გამოცხადება რა მნიშვნელოვანიაო.

- მიზეზი ყურით მოთრეულს ჰგავს. რეალური მიზეზი რა შეიძლება იყოს?
- გუნდში მწვრთნელი შეიცვალა. მე "ბრისტოლში", ყოფილმა თავკაცმა ენდი რობინსონმა მიმიწვია. ახალმა მწვრთნელმა ირლანდიელი მეორეხაზელი მოიყვანა გუნდში, რომელსაც ნაკრებში ორი თამაში აქვს გამართული და უპირატესობას მას ანიჭებს. ახლა განსაკუთრებით ვნანობ, 2007 წლის მსოფლიოს თასზე ირლანდიის ნაკრებს რომ ვერ მოვუგეთ.

- ენდი რობინსონი საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით "ბრისტოლმა" წარმატებას ვერ მიაღწია. ახალი თავკაცის ხელში კი, გუნდი კარგად ათამაშდა...
- როდესაც "ბრისტოლი" ელიტურ დივიზიონში გადაბარგდა, რობინსონმა ბევრი ახალი მორაგბე იხმო გუნდში. მისი წასვლის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. ახალი მწვრთნელი არ მოუყვანიათ. მისი ასისტენტი დააწინაურეს მთავარ მწვრთნელად. უბრალოდ გუნდი უკვე შეთამაშდა, დალაგდა. სიტუაცია უფრო უკეთესი გახდა. რობინსონის შემცვლელი უფრო რბილი ხასიათისაა და დაძაბულობა გუნდში აღარ იგრძნობა.

- ბრისტოლი კარგი სარაგბო ტრადიციების ქალაქია. ერთ-ერთი მოწინავე სარაგბო აკადემიაც აქვს. წესით, ის გრანდებს შორის უნდა იყოს, თუმცა...
- როგორც ჩანს, აქამდე მაინცდამაინც დიდი დაინტერესება არ იყო ამ გუნდის მიმართ. ახლა მდგომარეობა შეიცვალა. თუ "პრემიერშიპში" ადგილი შეინარჩუნეს მომავალი წლიდან დიდი გუნდის აშენებას აპირებენ. პრეზიდენტი მდიდარი კაცია, სპონსორებიც მოიზიდა და უნდა გუნდში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მიიწვიოს. სეზონის დაწყების წინ ახალზელანდიელი მაა ნონუს ჩამოყვანა უნდოდა. "ტულონს" კონტრაქტის გამოსყიდვასაც სთავაზობდა, მაგრამ მურად ბურჯელალმა არ გამოუშვა.

"ბრისტოლის" პრეზიდენტს პირადად ვესაუბრე და მითხრა რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის შექმნა სურს.

- "ბრისტოლის" პრეზიდენტი თქვენ თუ გხედავთ იმ ვარსკვლავურ გუნდში?
- "ბრისტოლში" კიდევ ერთი წელიწადი ვიქნები კონტრაქტის მიხედვით. პრეზიდენტმა საუბრისას მკითხა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ რას აპირებო. ვუთხარი, სავარაუდოდ, საფრანგეთში დავბრუნდები-მეთქი. არაო - მითხრა - მინდა ჩვენთან დარჩე კარიერის ბოლომდეო. თვითონაც იგივე მითხრა, რასაც მწვრთნელები მეუბნებიან. დერეფანში კომბინაციების კარგი გამომცხადებელი და მხტომელი გვჭირდებაო. ამას ხომ ნაკრებშიც ვაკეთებ და თანაც, ვფიქრობ, არცთუ ურიგოდ. ვნახოთ, იმედი მაქვს ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება, მით უფრო, რომ ჩემს კარიერაში სწრაფად არაფერი მომხდარა.

- გუნდში ერთი ქართველი ხართ. გამოცდილება არ გაკლიათ და ადაპტაციაც ახალ გარემოსთან არ გაგიჭირდებოდათ. თუმცა, მაინც საინტერესოა, ვისთან უფრო ურთიერთობთ, ვისთან მეგობრობთ.
- ძირითადად უცხოელებთან. "ბრისტოლში" სამოელები თამაშობენ, რომლებიც ნოემბრის ტესტებზე თბილისშიც გვსტუმრობდნენ. მათთან უფრო იოლია ურთიერთობა. არის კიდევ ერთი ამერიკელი, ამ ქვეყნის ნაკრების შუამარბი. თუმცა კუნძულელებთან უფრო ახლოს ვარ.

ამასთან ერთად, კარდიფი ახლოსაა, სადაც ანტონ ფეიქრიშვილი თამაშობს, არც ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერია" შორს. თავისუფალი დრო, ცხადია, ნაკლებად გვაქვს, მაგრამ როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ვიკრიბებით ხოლმე.

- ნოემბრის ტესტები ახსენეთ. საინტერესო იქნება ჩვენი ნაკრების გამოსვლის თქვენეული შეფასება.
- ძალიან რთული ნოემბერი გვქონდა. წარმოუდგენელია ის, რაც იაპონიასთან მოხდა. გუნდს რომ ყველაფერში აჯობებ და მაინც წააგებ, ცოტა ძნელი ასახსნელია. ცხადია, შეცდომები ჩვენც დავუშვით, მაგრამ მარცხი მარტო მაგის ბრალი არ იყო. როგორც ჩანს, იმ დღეს იღბალი ჩვენს მხარეზე არ იყო. იაპონელებმა წარმოუდგენელი ლელოები გაგვიტანეს. ეგეთი ამ დონეზე, სადაც ჩვენ ვართ, არ ხდება.

სამოსთან თამაში კი, უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ჩვენი გულშემატკივრები გამარჯვებებს მიჩვეული გვყავს, სახლში დიდი ხანია არ წაგვიგია და ახლა ორჯერ ზედიზედ მარცხი კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. სამოასთან მატჩი უნდა ყოფილიყო თავდაუზოგავი ბრძოლა გამარჯვებამდე. მატჩიც ეგეთი გამოვიდა და ქომაგებიც კიდევ ერთხელ გავახარეთ.

შოტლანდიის ნაკრებს ძალიან ცუდ მომენტში დავეჯახეთ. რაც რაგბის ვუყურებ, შოტლანდიას ასეთი ძლიერი ნაკრები არ ჰყოლია, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს. "სკოტებს" იმ დროს შევხვდით, როცა ისტორიაში საუკეთესო გუნდი ჰყავდათ. მიუხედავათ ამისა, რაღაც კომპონენტებში შოტლანდიელები დავჩაგრეთ კიდეც.

შოტლანდიას ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს და, დარწმუნებული ვარ, ექვსი ერის გათამაშებაში წლეულს სერიოზულ შედეგს მიაღწევს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ მათთან ასე წაგების მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.

- მალე ერთა თასის გათამაშება იწყება. ნაკრებში გამოძახებული ხართ?
- ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ მაქვს. მილტონ ჰეიგის ინტერვიუ ვნახე, სადაც ამბობს, რომ პირველ ორ მატჩში ახალგაზრდებს გამოცდის და რამდენიმე გამოცდილ მორაგბეს უხმობს. ჩემთვის ჯერ არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ თუ დამიძახებენ ყოველთვის მზად ვარ ნაკრებში სათამაშოდ.

- "ბრისტოლის" მწვრთნელები ხელს არ შეგიშლიან?
- ხელი ბევრს შეუშლია, მაგრამ ნაკრებში თამაშზე უარი არასდროს მითქვამს. აქ იმიტომ ვთამაშობ, რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო. როცა ნაკრებში აღარ გამომიძახებენ, ჩემთვის რაგბიც მაშინ დამთავრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნატურალიზირებული მოთამაშეები ნაკრებში მთლიანად საქართველოს რაგბის დონის გაზრდისთვის ვერაფერი ხეირია. თან დიდი დონის არცერთი ვარსკვლავი საქართველოს ნაკრებში არ წამოვა. რომც წამოვიდეს მაგის ხელფასს ვერ გადავიხდით. უცხოელი კი არა აგერ ვკითხულობდი და რაფავას თურმე ინგლისის ნაკრებში სურს თამაში და კაცს ქართული ფესვებით საქართველოს ინგლისი ურჩევნია. კი ბატონო შეიძლება ნატურალიზირებული მოთამაშეებით ნაკრები უკეთესად ითამაშებს, მაგრამ ვის რად უნდა მერე ის მოგება. ნაკრების წარმატება იმიტომ გვიხარია ჩვენი ბიჭები რო თამაშობენ , თორე ზელანდიელები თუ ჩაიცვამენ ეხლა ქართულ კვართს მე პირადად ვერ ვიამაყებ ნაკრების წარმატებებით.
აი მწვრთნელები კი ნამდვილად გამოსაცვლელია, არავითარი ორი წელი კიდე მილტონს. მილტონმა თავისი ამოწურა უკვე 100 პროცენტით, ვერაფერს ვერღარ გააუმჯობესებს და პირიქით უკან წავა ნაკრების საქმე. მადლობა მოუხადოთ და გაუშვათ. ქართველ მწვრთნელებში არ ჩანს არავინ. ამიტომ ჯობია მთელი ფინანსური რესურსი მივმართოთ იქით, რომ მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელი დავიქირაოთ.
კახას
14 იანვარი 2017 14:41
0
Rugby- მადლობა. შევეცდები შენივე მოყვანილი არგუმენტებით გიპასუხო მაგრამ მთავარი არ უნდა იქნეს კრიტიკა მიღებული მტრობად შეურაცყოფად და სხვა სისულელედ დავიწყოთ შენს მიერ დასახელებული მორააგბეები არიან პრესპექტიულები ზოგირთ მომენტში კარგები მაგრამ არა სტაბილურები არ კმარა მხოლოდ მომენტებში თავის გამოჩენა მთელ ათამაშს ერთ დონეზე უნდა ატარებდე ასეთი მამუკა და ერთი ორია მთელ ნაკრებში რაც სეეხება ნატურალიზებას ეგ მოთხოვნები არის ფურცელზე დამიჯერე სატანადო მონდომების შემთხვევაში ადვილად შესაძლებელია სხვა ნაკრებების მაგალითს გადაავლე თვალი და კიდე ვეთანხმები მოსაზრებას რომ ჰეიგმა ამოწურა საკუთარი თავი დიდი მადლობა მოვუძებნოთ რამე სხვა თუნდაც დამწყები მწრტვნელების მომზადება მივანდოთ.
კახა
08 იანვარი 2017 14:55
0


დუდუ
ვერ დაგეთანხმები...

დიქსონის დაცვით ოკეანეთის ვერც ერთ თამაშ-ს ვერ მოვიგებდით.

პრობლემა შიდა ჩემპინატის დონეა,

ბოლო 10 წელიწადში მართლა ს ე რ ი ო ზ უ ლ ა დ აიწია,მაგრამ ... კერძო ,სწორად დასავლური ბიზნესმენების დაინტერესებით უკვე დროა დიდი ფინანსების ჩადების და ტვ-ებით ყოველი ტურის თამაშების ჩვენებით და ანალიზებით და...
მერე ,,6 ერიც,, მოვა!

მილტონს 2 წელი კიდე უნდა აცალონ,მერე შედეგებით...
glaxuna
08 იანვარი 2017 00:01
0
ჰეიგმა ტავის შესაზლებლობები ამოცურა,ის მეტს ვერაპერს გააკეტებს.უბრალოდ კარგი პროპესიონალი და საქარტველოს ღირსი მცვრტნელი გვჭირდება,ჰეიგი კი ასეტი არ არის ის ცბიერიც არის.დიქსონის დროს ბევრად ზლიერი დაცვა გვყავდა ვიდრე დგეს, დროს კი ვკარგავთ.ეროვნული აზროვნებაა საჭირო.ცვენს უნიკალურ ბიჭებს ხომ ვერ დავაკონსერვებთ? დრო მიდის... იქნებ სვანიდზემაც გვიპასუხოს, ვიღაც პასუხისმგებელი ხომ უნდა იყოს?
dudu
07 იანვარი 2017 21:19
0
გიორგი,შოტლანდიას ცუდ კი არა,კარგ დროს შევხვდით.ამაზე ძლიერი ალბათ მსოფლიო თასზე თუ იქნება და ისიც ცოტათი.ამ თამაშმა ცხადად გვაჩვენა ჩვენი მინუსები და ისიც,რომ ჩვენ გაცილებით უკეთ შეგვიძლია თამაში,რეიტინგი კი ამჟამად ბევრს არაფერს ნიშნავს,მთავარია მსოფლიო თასისთვის ვიყოთ მზად.აი,მაშინ კი რეიტინგიც გვექნება და შედეგიც.
სოსო
07 იანვარი 2017 20:13
0
არავის ჩაოყვანა არ არის საჭირო ნაკრებში სათამაშოდ. სწორად სირბილი უნდა ისწავლონ ბავშვობიდან და უკანა ხაზის სწორად დაყენება. შეტევაში ზალიან ბრტყლად დგანან და დაცვაში ლი ერთ ხაზად ვერ ადიან, ჩარეკვა ვერ ხერხდება რომ დაცვამ უპირატესობა მოიპოვოს. სირბილის სასწავლად მორბენალი უნდა აიყვანონ მწვრთნელად, მთელ ტერფზე სირბილით სისწრაფე არ იკრიბება, უცხოეთიდან კარგი რბენის სპეციალისტის ჩამოყვანა ბევრად აჯობებს რადგან ჩვენ მაგ სპორტის სახეობაში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 30-იანების დროებს ვაჩვენებთ შეჯიბრებეზე. Uკანა ხაზს კი ძლიერი ათი ნომერი უნდა აკონტროლებდეს როგორც დირიჟორი როგორ უნდა დადგნენ, გადანაწილდნენ, ამოვიდნენ თუ დაიხიონ. ათ ნომერს დიდი სისწრაფე, მოედნის ხედვა და კარგი ფეხი სჭირდება. დღევანდელ რაგბში ფეხით თამაში ყველას უნდა შეეძლოს, თვით მორკინალებსაც. ჰეიგის მოსვლამდე და პირველ წლებში უკანა ხაზს სულ ბურთი უვარდებოდა ხელიდან პასების დროს. ეს თითქმის აღმოიფხვრა, თუ არ გავითვალისწინებთ მეკოს უყურადღებო პასებს. 15 ნომერს ჯერ ჯერობით ვერ ვხედავთ. მეკოს შემცვლელი ფიზიკურად ვერ აკმაყოფილებს და ფეზიც არ უვარგა. მონდომება არ აკლია. მჭედლიძემ შოტლანდიასტან და იაპონიასთანაც ბევრი შეცდომა დაუშვა სდაცვაში. მოკლედ სამუშაო ბევრვია და სჯობს ასე ნელ ნელა წინ იარონ. 20 წლიანებში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა და მათ სწორად ჩამოყალიბებას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ინგლისის დასაფრანგეთის ჩცემპიონატების თამაშებს ხშირა უნდა უყურონ და მწვრთნელებთან ერთად გააანალიზონ რომ სწორი თამაში ისწავლონ.
niko
07 იანვარი 2017 19:04
0
კახა - არ წარმოვადგენ მეგობარო ფედერაციას, მაგრამ ვეცდები არგუმენტირებული პასუხები გაგცე. ჯერ ერთი 9 ნომერზე ნამდვილად არ გვიჭირს და ვასო ლობჟანიძეზე უკეთესის ნატურალიზაციას ნამდვილად ვერ მოვახერხებთ. ბეგაძეც ჩამოყალიბებული მორაგბეა და ახალგაზრდა აფრასიძეც იმედებს იძლევა. რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს, ნატურალიზაცია რაგბიში საკმაოდ რთულია, უცხოელმა 3 წელი უნდა ითამაშოს ქართულ ჩემპიონატში, რაც დამეთანხმები მალე ნამდვილად ვერ მოხდება. ჯერ უნდა იპოვო სათანადო კადრი, მერე მისი ხელფასის თანხა გამოძებნო და ქართულ კლუბში თამაშზე დაითანხმო, ბოლოს კი კონკურენტებზე მაღალი დონის უნდა იყოს და ნაკრებსაც კარგად შეეწყოს. სამი წელი ყველა ვარიანტში იკარგება. ყველაზე უპრიანი იქნება ქართული კლუბების ევროტურნირებზე ჩართვა, რასაც გვპირდებიან 2017 წლისთვის. წელს იქნება ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი და იმედია 10, 15 და სხვა უკანახაზელებიც დადებითად წარმოაჩენენ თავს
rugby
07 იანვარი 2017 17:38
0
შოტლაანდის პროგრესი რამდენად ხელშესახები და თვალნათელია ჩვენ მართალია ვპროგრესირებთ ოღონდ ძალიან ნელი ტემპით ახალი გამოწვევები რასაც მსგავსი ტემპით ძალიან გვაზარალებს სასწრაფოდ ზომებია მისაღები უნდა მოხდეს პრობლემატურ 10 9 15 ნომრების პოზიციაზე კარგი უმაღლესი დონის მოთამაშეების მოძიება და ნატურალიზება რასაც კარგი შედეგის მოტანა შეუძლია დაგვეხმარებიან 2019 და ამასთანავე ჩვენი მორაგბეები გაიზრდებიან მათ გვერდში გაარყიეთ ეს ფედერაცია 8 წელია ვიძახი და ერთი კვალიფიციური არგუმენტირებული საწინააღმდეგო მოსაზრება მაინც მოგვაწოდოს ფედერაციამ სანამ ყავს რაგბს დამფინანსებელი და ჩვენი ლიდერებიც კარიერის პიკში არიან.
კახა
07 იანვარი 2017 16:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული