სრკ-ის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე დღეს ქომაგებს შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ოთხშაბათს, 5 აპრილს რაგბის ქომაგებს და სპორტულ ჟურნალისტებს დიდუბის საგამოფენო სივრცის მე-2 პავილიონში არაოფიციალურ გარემოში შეხვდება.

შეხვედრა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, 18:30 საათზე დაიწყება, რათა დაინტერესებულ პირებს შეხვედრაზე მისვლაში ხელი არ შეეშალოთ.

სვანიძე რაგბის ქომაგებს პირველად შარშან, მაისში, "შევარდენზე" შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და ამომწურავი პასუხი გასცა ყველა შეკითხვას.

ინტერესიდან და გულშემატკივრების რაოდენობიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ამჯერად შეხვედრა დიდუბის საგამოფენო სივრცის მე-2 პავილიონში გაიმართოს.

გულშემატკივრისთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ პირველი პირისგან პირადად მიიღოს ამომწურავი
ინფორმაცია მისთვის საინტერესო კითხვებზე. შეხვედრის ხანგრძლივობა შეუზღუდავია.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული