პირველ შეხვედრას საქართველოს A ნაკრები ინგლისის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის გუნდ "ეიშერთან" გამართავს, რომელმაც აქამდე გამართული 20 თამაშიდან ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
მომდევნო მატჩში ჩვენ მორაგბეებს ბევრად უფრო ძლიერი მეტოქე უელსის ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეების ნაკრები ეყოლება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მწვრთნელები ყველაზე ნიჭიერებს
უელსის პრემიერ ლიგის მოთამაშეებს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა ანახონ რა შეუძლიათ" - თქვა უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ჯო ლაიდონმა.
აღსანიშნავია, რომ უელსური საგაზეთო სტატიის მიხედვით, ბრიტანეთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ელიან. არადა იქ, ოფიციალურად, ჩვენი A ნაკრები უნდა გაემგზავროს. ამასთან ერთად, ჯერ კიდევ უცნობია საქართველოს A ნაკრების მესამე მეტოქის ვინაობა.
შეგახსებეთ, საქართველოს A ნაკრები ბრიტანეთს შარშანაც სტუმრობდა, სადაც ორი შეხვედრა გამართა. ჩვენმა მორაგბეებმა ჯერ ბრიტანეთის არმიის ნაკრები დაამარცხეს - 30:17, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდს სძლიეს - 38:13.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"