უელსი ქართველებთან საბრძოლველად ემზადება

AutoSharing Option
27 მარტს საქართველოს A ნაკრები ბრიტანულ ტურნეში მეორე მატჩს გამართავს. ამჯერად ჩვენი მორაგბეების მეტოქე უელსის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბების ნაკრები იქნება. თამაში კარდიფთან ახლოს, პატარა ქალაქ ბრიჯენდში გაიმართება.

უელსელთა ნაკრების მწვრთნელმა საიმონ კინგმა ქვეყნის ჩემპიონატში მოასპარეზე 25 მორაგბე შეარჩია, რომელთაგან 22 საუკეთესოს საქართველოს A ნაკრებს დაუპირისპირებს.

"ბედნიერი ვარ, რომ მორაგბეთა ძალიან კარგ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი. მოთამაშეებმა ვარჯიშზე დაამტკიცეს, რომ მაქსიმალურად მობილიზებულნი არიან, რადგან საქართველოს ნაკრებთან თამაში მათთვის სერიოზული გამოწვევაა.

ქართველების ეროვნულმა გუნდმა ახლახან უელსელი მწვრთნელის, კინგსლი ჯოუნზის დამოძღვრილი რუსეთის ნაკრები გაანადგურა
46:0. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის A ნაკრებიც არანაკლებ ძლიერი იქნება. ცხადია, ვიცით, რომ წინ ძნელი მატჩი გველის.

ქართველ მორაგბეთა უმრავლესობა საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონის გუნდებში თამაშობს, რაც ჩვენთვის მიზნის მიღწევას კიდევ უფრო ართულებს. მათზე საკმარისი ინფორმაცია უკვე მოკრებილი გვაქვს და ვეცდებით, მეტოქეს ბევრი სიურპრიზი შევთავაზოთ", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს A ნაკრებმა, რომელსაც ლევან მაისაშვილი წვრთნის, პირველი შეხვედრა ინგლისში, სარაგბო კლუბ "ეშერთან" გამართა და 25:8 მოიგო. ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდის მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს წითელი ბარათი უჩვენეს და, სავარაუდოდ, უელსის კლუბების ნაკრებთან ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გუნდთან ერთად იმყოფებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელები: მილტონ ჰეიგი, კრის გიბსი და ტონი ბარჯესი.

საქართველო A

პირველი ხაზი: შალვა მამუკაშვილი, ბექა მეკოკიშვილი (ორივე-არმია), გიორგი მენაბდიშვილი (გრენობლი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), დავით ჩიტიძე (არმია), მიხეილ გაჩეჩილაძე (აკადემია).
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ლაშა თავართქილაძე, ბექა ბიწაძე (სამივე-არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ტყეშელიაძე (გლოსტერი).
#9: გიორგი კაჭარავა (ლელო), ბიძინა სამხარაძე (არმია).
#10: გიორგი ჯიმშელაძე (არმია), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).
#12-13: ირაკლი ჩხიკვაძე, გიგა გაგოშვილი (ორივე-არმია), ზურაბ ძნელაძე (აია).
#11-14: ლექსო გუგავა, ირაკლი გეგენავა (ორივე-ლელო), სანდრო ნიჟარაძე (გლოსტერი).
#15: ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), საბა ნიკოლავა (არმია).

უელსი XV
შერკინება: ლოიდ ჰოუელი, ვილ ტეილორი, კრის დევისი, მორგან ალენი (ოთხივე-ებირავონი), ენდრიუ ბრაუნი (ნიუპორტი), მარკ ჯოუნზი, გევინ პრაისი, რობერტ ნეში (სამივე-კრუს კეისი), რაიან ჰარფორდი (პონტიპრიდი), სემ კაილი (სუონსი), ადამ პაულეი (ჰლანეჰლი). ჰეიდ პუგი (ქუინზი), ბენ ტომასი (ბრაიგენდი).
უკანა ხაზი: გერენტ ოდრისკოლი, დენ რობინსონი, (ორივე-პონტიპული), ელიოტ ფრევენი, სკოტ ვილიამსი (ორივე-ნიუოპორტი), ჯეიმზ დევისი, ჯეისონ ჰარისი (ორივე-ქუინზი), რიჩარდ კარტერი, ჯიმი დევისი, დევიდ პიტჩარდი (სამივე-ებრავონი), მატიუ ჯაკობსი, ლი რისი (ორივე-ჰლანდოვერი), ჯასტინ ჯეიმზი (ჰლანეჰლი), სტეფან ჯოუნზი (კრუს კეისი).

21 მარტი
საქართველო A-ეიშერი 25:8

27 მარტი
საქართველო A-უელსი XV

31 მარტი
საქართველო A-ჩრ.უელსი XV

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგება ვინმემ გაგვაგებინოს რას ნიშნავს უელსი მე-15ე? თხუთმეთწლამდელებს ეთამაშებიან?
Jigaro
12:28 27-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული