მო­რაგ­ბე­ე­ბი ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ

AutoSharing Option
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ქართველმა მორაგბეებმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართეს, რითაც მხარდაჭერას უცხადებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის კამპანიას - "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!"

"და­უშ­ვე­ბე­ლია ძა­ლა­დო­ბა ქალ­თა და გო­გო­ნა­თა მი­მართ. ჩვენ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რა­გბეთა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი, მო­ვუ­წო­დებთ რაგ­ბის ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს და ზო­გა­დად, მა­მა­კა­ცებს, რომ არა­სო­დეს ჩა­ი­დი­ნონ და არც სხვის­გან და­უშ­ვან ძა­ლა­დო­ბა.

Sportall.Geეს პრობ­ლე­მა ჩემს ქვე­ყა­ნა­შიც არ­სე­ბობს. ჩემ­თ­ვის ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის თე­მა მით უფ­რო სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ მყავს ცო­ლი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი" - თქვა ნა­მატ­ჩევს
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა მილ­ტონ ჰე­იგ­მა, რო­მელ­მაც თა­მაშ­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო.

ქარ­თუ­ლი გუნ­დი ასე­თი შე­მად­გენ­ლო­ბით ას­პა­რე­ზობ­და: მილ­ტონ ჰე­ი­გი, ნო­ნო ან­დღუ­ლა­ძე, ლა­დო კი­ლა­სო­ნია, ლექ­სო გუ­გა­ვა, ბი­ძი­ნა სამ­ხა­რა­ძე, თე­ნ­გო ცის­კა­რიშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ამო­ნაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ შენ­გე­ლია, გი­ორ­გი კო­­ბე­რი­ძე, გი­ორ­გი ჭი­ჭი­ნა­ძე, ბა­ჩო სა­ნა­ძე, ზვი­ად ჯი­ქია, მა­მუ­კა ნი­ნი­ძე, მი­ხე­ილ ბა­რა­ბა­ძე, ლა­დო ხუ­ჯა­ძე.

Sportall.Geდიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდა: იოჰან ალექ­სან­დე­რი, ჯეკ ფრი­დი, ტო­მას აარო­ნი, დო­რი­ან მი­ჩე­ლი, რო­ბინ სე­ი­ფუ­ლი, ენ­ტო­ნი ფო­რე­ნი, ად­რი­ან რუ­სი, ალექ­სანდრ ლი­ნე­ნი, მა­ტი­ას ჰუნ­ცე­რი (ყვე­ლა ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კ­ვი­რვებ­ლო მი­სია), რის­ტო რო­ო­სი (ეს­ტო­ნე­თის სა­ელ­ჩო), მარ­კო ნა­ინ­ტა­ა­ლი (ფი­ნე­თის სა­ელ­ჩო), იან ვუ­დი (ენ­დიაი), მარკ ვან ემ­ბოლ­დე­ნი (ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­ელ­ჩო), დე­ვიდ ჰედ­ვეი (დი­დი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო).

მატ­ჩის პირ­ვე­ლი ტა­ი­მი, რო­მე­ლიც შე­მოკ­ლე­ბულ მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თა, ქარ­თუ­ლი გუნ­დის უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა.

ჩვენ­მა მო­რაგ­ბე­ებ­მა მე­ტო­ქეს 25:10 მო­უ­გეს. შეს­ვე­ნე­ბი­სას გა­დაწყ­და, შე­რე­უ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით ეთა­მა­შათ. ამან ბრძო­ლა მო­ედა­ნ­ზე უფ­რო გა­ამ­ძაფ­რა და თა­მა­შიც ბევ­რად უკე­თე­სი გა­მო­ვი­და. შე­სა­ბა­მი­სად, მე­ო­რე ტა­ი­მი ფრედ, 15:15 დას­რულ­და.

Sportall.Geგა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის კამ­პა­ნი­ის - "გა­ვერ­თი­ან­დეთ ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ" ფარ­გ­ლებ­ში, გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შის ჯილ­დო მატ­ჩის და­სას­რულს მილ­ტონ ჰე­იგ­მა იოჰან ალექ­სან­დერს გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კ­ვი­რვებ­ლო მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

მატჩს და­ეს­წ­რ­ნენ შვე­დე­თის სა­მე­ფოს ელ­ჩი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა დი­ა­ნა იან­სე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ების წევ­რე­ბი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული