"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებლად იასპარეზეს, სამი თამაშიდან სამივე წააგეს და ბოლო ადგილი დაიკავეს.
შესაბამისად, ჩვენი გუნდი პლეი ოფში მე-17 ადგილისთვის, ანუ ფიალისათვის ბრძოლაში ჩაება.
ფიალის მეოთხედფინალში მეტოქე ჰონგ კონგის ნაკრები იყო, რომელიც 31:10 დავამარცხეთ. მეტოქემ მედგარი წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაგვიწია, თუმცა ვიქტორ კოლელიშვილისა და მერაბ კვირიკაშვილის ლელოების წყალობით, რომლებიც "მეკომ" გარდასახა, შესვენებაზე ცხრაქულიანი უპირატესობით წავედით - 14:5.
ჰონგკონგელები მეორე ტაიმის
ფიალის ნახევარფინალი იაპონიის ნაკრებთან დრამატული სცენარით განვითარდა. პირველი ტაიმის მიწურულისკენ ჩვენმა მორაგბეებმა, რეზო გიგაურმა და გიორგი ფრუიძემ ორი ლელო გაიტანეს, ორივე მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა და ტაიმი მშრალი ანგარიშით, 14:0 მოვიგეთ.
შესვენების შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. თავიდან არბიტრმა ზურაბ ძნელაძე გაასინბინა და იაპონელებმა ანგარიშის შვიდ ქულამდე შემცირება შეძლეს - 7:14. თუმცა ვიქტორ კოლელიშვილმა მალევე შეძლო 14-ქულიანი უპირატესობის აღდგენა - 21:7.
ორ წუთში არბიტრმა ახლა კოლელიშვილს უჩვენა ყვითელი ბარათი. იაპონელებმა ორი გარდასახული ლელოს გატანა მოახერხეს და ანგარიში გაათანაბრეს. თამაშისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო, როცა მეტოქემ საჯარიმო გაგვიტანა 24:21 და ასპარეზობას გამოგვთიშა.
მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი
ავსტრალია-ესპანეთი 21:0, საფრანგეთი-ტუნისი 24:7, ავსტრალია-ტუნისი 40:7, საფრანგეთი-ესპანეთი 21:17, ესპანეთი-ტუნისი 24:26, ავსტრალია-საფრანგეთი 17:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. ავსტრალია - 8 ქულა, 2. საფრანგეთი - 8, 3. ტუნისი - 5, 4. ესპანეთი - 3.
B ჯგუფი
სამხრეთი აფრიკა-რუსეთი 31:0, შოტლანდია-იაპონია 19:17, სამხრეთი აფრიკა-შოტლანდია 41:0, რუსეთი-შოტლანდია 5:21, სამხრეთი აფრიკა-იაპონია 33:0, იაპონია-რუსეთი 12:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. სამხრეთი აფრიკა - 9 ქულა, 2. შოტლანდია - 6, 3. იაპონია - 4, 4. რუსეთი - 4.
C ჯგუფი
სამოა-ზიმბაბვე 21:14, ფილიპინები-კენია 5:45, სამოა-ფილიპინები 29:0, კენია-ზიმბაბვე 31:5, ზიმბაბვე-ფილიპინები 19:7, სამოა-კენია 12:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. კენია - 9 ქულა, 2. სამოა - 7, 3. ზიმბაბვე - 5, 4. ფილიპინები - 3.
D ჯგუფი
ახალი ზელანდია-კანადა 31:12, აშშ-საქართველო 26:19, ახალი ზელანდია-საქართველო 26:7, აშშ-კანადა 14:15, კანადა-საქართველო 26:19, ახალი ზელანდია-აშშ 26:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. კანადა - 7, 3. აშშ - 5, 4. საქართველო - 1.
E ჯგუფი
ფიჯი-ტონგა 45:0, უელსი-ურუგვაი 33:5, ფიჯი-ურუგვაი 47:0, უელსი-ტონგა 28:19, ტონგა-ურუგვაი 36:0, ფიჯი-უელსი 14:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 9 ქულა, 2. ფიჯი - 7, 3. ურუგვაი - 5, 4. ტონგა - 3.
F ჯგუფი
ინგლისი-პორტუგალია 21:7, არგენტინა-ჰონგ კონგი 47:7, არგენტინა-პორტუგალია 10:17, ინგლისი-ჰონგ კონგი 38:7, პორტუგალია-ჰონგ კონგი 14:17, ინგლისი-არგენტინა 14:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 9 ქულა, 2. არგენტინა - 5, 3. პორტუგალია - 5, 4. ჰონგ კონგი - 5.
ფიალა
მეოთხედფინალი
საქართველო-ჰონგ კონგი 31:10, იაპონია-ფილიპინები 50:0, ტუნისი-ურუგვაი 7:12, რუსეთი-ესპანეთი 17:7.
ფარი
მეოთხედფინალი
სამოა-ზიმბაბვე 26:17, არგენტინა-აშშ 28:5, შოტლანდია-პორტუგალია 17:0, კანადა-ტონგა 26:0.
თასი
ფიჯი-სამხრეთი აფრიკა 12:10, ახალი ზელანდია-უელსი 26:10, ინგლისი-ავსტრალია 21:17, კენია-საფრანგეთი 24:19.
ფიალა
ნახევარფინალი
საქართველო-იაპონია 21:24, რუსეთი-ურუგვაი 0:38
ფარი
ნახევარფინალი
სამოა-არგენტინა 21:14, შოტლანდია-კანადა 7:21.
თასი
ნახევარფინალი
ფიჯი-ახალი ზელანდია 0:17, ინგლისი-კენია 12:5.
ფიალა
ფინალი
რუსეთი-იაპონია 29:5
ფარი
ფინალი
სამოა-კანადა 12:19
თასი
III ადგილისთვის
ფიჯი-კენია 29:5
ფინალი
ახალი ზელანდია-ინგლისი 33:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"