275 გულანთებული ბავშვის ნატვრა - სავარჯიშო სტადიონი

AutoSharing Option
ყველა წამყვანი სარაგბო ქვეყანა, რომელთა ეროვნული ნაკრების წარმატება ძირითადად უცხოეთში წასული ლეგიონერების თამაშზე იყო დამოკიდებული ერთ უმთავრეს პრობლემას წააწყდა - ნაკრების წარმატებამ სტაბილური ხასიათი მიიღო, თუმცა დროთა განმავლობაში წინსვლა შეფერხდა.

შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ სწორი გამოსავალი მოინახა - ქვეყნის შიდა ჩემპიონატის გაძლიერება, თუმცა ეს ასე იოლად არ მოხერხდა, სანამ ბავშვთა რაგბს საფუძვლიანად არ მიეხედა.

ეს ამბავი არცერთი ამერიკული კინოკომაპანიის მიერ გადაღებული მაღალ ბიუჯეტიანი ფილმის სიუჟეტი არ გახლავთ, არამედ ყველაფერი ჩევენს რეალობაში, თბილისში ხდება და შესაძლოა რამდენ
იმე თქვენგანი უშუალოდ მონაწილე და მომსწრეა იმ ფაქტის, რაზეც ეხლა უნდა გიამბოთ.

ყველაფერი 2011 წლის სუსხიან ნოემბერში დაიწყო, როდესაც ვეტერანი მორაგბე დათო ცხვედიანი გლდანში დილაობით საკუთარ 9 წლის ვაჟ ლუკას ავარჯიშებდა.

გამოუცდელი თვალიც კი უცბად ამოიცნობს პროფესიონალს და თავისი საქმის უბადლო მცოდნეს - ლუკასთან მეგობრები მივიდნენ და სთხოვეს რომ მამამისს ისინიც ევარჯიშებინა.

9-10 წლის ბავშვების მონდომებამ და სპორტის ამ სახეობსადმი სიყვარულმა ვეტერან მორაგბეს საგმირო საქმე წამოაწყებინა: საღამოობით გლდანის, მუხიანის და თემქის მაცხოვრებლებს შეგეძლოთ შეგენიშნა მამა-შვილი, რომლებიც განათების ბოძებზე მცირე ზომის ბანერებს აკრავდნენ - "ყალიბდება ბავშვთა ახალი სარაგბო კლუბი".

ყველანაირი ფინანსური გადასახადის გარეშე რაიონის ახალგაზრდებს შანსი უჩნდებოდათ ევლოთ სპორტის სახეობაზე და თავისი ცხოვრების გზა წარმატებით გაეკაფათ.

დათო ცხვედიანმა საკუთარი შესაძლებლობით დაბეჭდა მცირე სარეკლამო ბუკლეტები, დაიარა მუხიანის, გლდანის და თემქის ყველა საჯარო სკოლა, შეხვდა სკოლის დირექტორებს, მათგან უფლება მიიღო მოსწავლეთა კონტინგენტისთვის დაერიგებინა ახალი სარაგბო კლუბის შექმნის შემცველი მცირე სარეკლამო ფურცლები.

დათქმულ დროს თავდაპირველად 20 ბავშვი გამოცხადდა და ვეტერანმა მორაგბემ უკვე დიდი პასუხისმგებლობით დაიწყო ახალგაზრდებისთვის სარაგბო ანბანის შესწავლება. მისმა მუშაობამ შედეგი მალევე გამოიღო და ოთხიოდე თვეში რაგბზე მოსიარულე ბავშვთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა.

აბსოლიტურად ყველა დიდი ზომის მოედანი სხვადასხვა სპორტის სახეობებს ქონდათ დაკავებული, ამიტომაც დათომ გამოსავალი შემდეგში ნახა - იგი გლდანის სხვადასხვა მიკრორაიონებში, უბნებში არსებულ მცირე ზომის მოედნებზე ავარჯიშებდა უკვე 200 ბავშვს, მსურველთა რიცხვი კი კიდევ უფრო იზრდებოდა.

დადგა საკმაოდ სუსხიანი ზამთარი, თბილისში დიდთოვლობა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობები გამეფდა, რამაც პრაკტიკულად წარმოუდგენლად დატოვა ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩაში ვარჯიშის პერპექტივა.

ასეთ დროს 2 თვიანი პაუზის აღება გუნდის დაშლის ტოლფასი იყო, ამიტომაც ცხვედიანმა გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით ექირავა მცირე ფართი და ცივი ზამთრის პერიოდში კვირაში სამჯერ საკუთარ შეგირდებს თეორიულ გაკვეთილებს უტარებდა, აცნობდა რა მათ რაგბის წესებს, ქართული და უცხოური რაგბის მატიანეს და ამ ღირსეული თამაშის ძირითად მიზნებს და პრინციპებს.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად მწვრთნელმა უკანასკნელი ფინანსური შესაძლებლობები მოკრიბა საკუთარი სახსრებიდან და ქველმოქმედ ბიძინა ჯიხვაძესთან ერთად თითოეულ ბავშვს სარაგბო ეკიპირება შეუკერა და სარაგბო ფესტივალებზე გაიყვანა, სადაც ახალმა ჩამოყალიბებულმა გუნდმა არნახულ წარმატებას მიაღწია და არაერთი ტურნირი მოიგო.

საკუთარი გუნდის წარმატებით გამხნევებულმა მწვრთნელმა, რომელიც ნახევარ განაკვეთზე სხვა სამსახურში მუშაობდა, ნაშრომი ფულით ბავშვები 2 კვირიან საწვრთნელ შეკრებაზე წაიყვანა ქალაქ ქობულეთში, სადაც გუნდი კიდევ უფრო შეიკრა და სასექტემბროდ გაორმაგებული ძალებით შეუდგნენ წარმატების გამოჭედვას.

"მოხეტიალე გუნდის" წევრთა რაოდენობა კი უფრო და უფრო იზრდებოდა - მოკლე დროში კლუბის წევრთა რიცხვმა 275-ს უწია. ყველაზე პატარა ასაკი 4 წელია, ხოლო უფროსი 13.

კლუბის არსებობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა მუდმივი სავარჯიშო მოედნის მოძიება და მწვრთნელმა 79 საჯარო სკოლასთან შეთანხმებით სარაგბო წრე გახსნა, რომელმაც კლუბის ყველა მორაგბე მიიღო, თუმცა თვიური გადასახადის სახით 10 ლარი დაწესდა.

Sportall.Ge

დათო ცხვედიანმა მიიღო გარანტირებული უფლება რეგულარულად ევარჯიშებინა სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე საკუთარი შეგირდები, თუმცა მოედანი რეალურად ისეთი პატარაა, რომ მასზე მსურველი მხოლოდ მინი ფეხბურთს თუ ითამაშებს, ისიც 4X4 ზე, ბავშვთა უმეტესობა კი გაჭირვებული ოჯახებიდანაა და უმეტესი მათგანი ვერ წვდება მინიმალურ გადასახადსაც კი.

სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიღებული არაერთი დაპირიების მიუხედავად, სიტყვა საქმედ არც ამჯერად იქცა, საქართველოს რაგბის ფედერაციამ ვერ შეძლო რომ თუნდაც ბურთებით და ელემენტარული ინფრასტრუქტურით დახმარებოდა ახალ კერას...

მონდომებული მწვრთნელი არც ამჯერად დანებდა და თვითონ დაიწყო სავარჯიშო ინვენტარის შექმნა - "კოკა-კოლის" პლასტმასის ბოთლებისგან ეგრეთ წოდებული "ფიშკები" დაამზადა, ხოლო სავარჯიშო ტუმბოების ნაცვლად ხის მორები მოიტანა.

Sportall.Ge

წინ ახალი ზამთარი ელოდებათ დათო ცხვედიანს და მის გუნდს. 2011 წელს რაგბის სათამაშოდ მოსული ბავშვები იზრდებიან და ახლა მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნამდვილ მოედანზე ვარჯიშს და თამაშს, რადგან მინი მოედანზე, სადაც ხელოვნური საფარია დაგებული რეალურად შეუძლებელია ახალბედა მორაგბეს შებოჭვის ტექნიკა ასწავლო, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ყველაფერი სავალალო შედეგით დასრულდეს.

275 ბავშვი დღემდე იმედით ელის ნორმალურ სავარჯიშო პირობებს და სარაგბო მოედანს, რათა ბოლომდე გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. თითოეულ მათგანი მიუხედავდ მცირე ასაკისა პირად საუბარში ნატრობს რომ ზამთარში გაუსაძლის პირობებში არ მოუწიოს ვარჯიში, ხოლო ზაფხულში მწვანე მინდორზე ითამაშოს და ერთმანეთის დანდობა არ მოუწიოთ, იმის გამო რომ მისგან შებოჭილი თანაგუნდელი შესაძლოა მერე მნიშვნელოვან თამაშში ვეღარ დაუდგეს გვერდზე მიღებული ტრავმის გამო!!!

მოვიდა დრო, რათა გამოფხიზლდეს ქართული სპორტული საზოგადოება და ასეთი თავდადების ფაქტები ღირსეულად დააფასოს, რადაგნ კიდევ ერთი თვითნაბადი სარაგბო კერის მიტოვება ფაქტობრივად ნიშნავს 275 გულანთებული ბავშის სპორტულ ცხოვრებაზე უარის თქმას, არადა ვინ იცის რამდენ მომავალ სახელოვან "ბორჯღალოსანს" ზრდის დათო ცხვედიანი, რომელბიც კიდევ უფრო შორს გაიტანენ საქართველოს და ქართული რაგბის სახელს.

დათო ცხვედიანის გუნდს ქართული მითიური მთის "ხვამლის" სახელი ქვია, არსებობს ასეთი გამონათქვამიც "ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს" - ვინ იცის რაგბის კლუბ "ხვამლშიც" ქართული რაგბის როგორი საგანძური იმალება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვინც იცნობთ დათოს ყველა დამეთანხმება, რომ ეს კაცი სახლიდან უფრო მეტს მოიტანს ფულს ვიდრე ამ ბიჭებისგან სახლში წაიღებს, იმედია რაიმე სარეზერვო ფონდა გააჩნია ფედერაციას და იმ დონეზე მაიც წაეხმაროს, რომ ეს ნაშრომი წყალში არ ჩაიყაროს.

დამეთანხმებით რაგბის ბუმია ქვეყანაში, უფულოდ, მხოლოდ ენთუზიაზმით უამრავი გუნდა ყალიბდება, ეს ჩვენი ხვალინდელი და ზეგინდელი დღეა!
GiorgiG83
10:51 20-01-2014
0
ისე, ხახლო გადახედეთ ბოლო 2-3 წელიწადში რამდენი ასეთი ენთუზიაზმზე მდგარი სარაგბო "კერა" იქმნება, როგორც თბილისში ისე ზოგადად ყველგან საქართველოს მასშტაბით.

ალბათ რაღაც უნდა ვიღონოთ, სპორტის სამინისტრომ რაღაც სარეზერვო ფონდი შექმნას ასეთი "კერების" დასაფინანსებლად, რაღაც სახელმწიფო პროგრამის მსგავსია საჭირო -ეს პროცესი არ უნდა შეფერხდეს - უახლეოს 7-10 წელიწადში დავთვლით "წიწილებს", ეს არ არის პატარა საქმე

იქნებ სტატიის ავტორს (გიორგი ბარბაქაძე-ს) ვთხოვოთ ერთი სტატია ამ თემაზე მოამზადოს, იმ სარაგბო კრებზე რომლებიც ასე მრავლად არის საქართველოში, თავისი პრობლემატიკით (რთგვარი ბლოგი, რომ შეიქმნას) და ამ თემატიკით მივადგეთ ყველას, გულშემატკივრებმა ვითხოვო სამინისტროსგან, ფედერაციისგან, კერძო სექტორისგან ამ ყველაფრის დაფინანსება - რაღაც ჩარჩოში მოქცევა, ერთგვარი პატრონაჟი და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებში გაწერა, პეტიციაც რომ იყოს გასამზადებელი და გასასაჯაროებელი.

ბატონო გიორგი უმორჩილესად გთხოვთ, თქვენ ეს ხელგეწიფებად - გააკეთეთ რუბრიკა - სარაგბო კრები საქართვლოში, დანარჩენში "თანამონაწილეობა", ჩვენ გულსემატკივარს მოგვანდეთ

წინასწარ მადლობა
GiorgiG83
11:22 20-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული