სახელმწიფო რაგბის განვითარებას 33 673 968 ლარს მოახმარს!

AutoSharing Option
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, 20 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა.

საქართველოში რაგბის მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, "საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა" 2014 წლიდან გაიზრდება: 2014-16 წლებში, ნაცვლად პროგრამით გათვალისწინებული 11 800 000 (თერთმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარისა, რაგბის განვითარებას სახელმწიფო 33 673 968 (ოცდაცამეტი მილიონ ექვსას სამოცდაცამეტი ათას ცხრაას სამოცდარვა) ლარს მოახმარს.

2014-16 წლებში გაიზრდება უმაღლესი ლიგის გუნდების საბაზო დაფინანსება: ნაცვლად 100 000 (ასი
ათასი) ლარისა, თითოეული გუნდი 400 000 (ოთხასი ათასი) ლარით დაფინანსდება.

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საბაზო დაფინანსება ექნება პირველი ლიგის გუნდებს.

საბაზო დაფინანსების გარდა, 2013-14 წლების ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, უმაღლესი ლიგის კლუბებს შორის საპრიზო ფონდიც განაწილდება. პირველი ლიგის გუნდებს შორის საპრიზო ფონდი მომდევნო, 2014-15 წლების სეზონის შედეგების მიხედვით განაწილდება.

საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხის - 33 673 968 ლარი - ხარჯვას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საქართველოს რაგბის კავშირის სუბსიდირების გზით.

რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ხსენებული ცვლილება საქართველოს მთავრობის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობით შევიდა.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 29 /
სტადიონი აუსჰენეთ
20 თებერვალი 2014 15:30
0
ძალიან მაგარია!

ვულოცავ ფედერაციას, კლუბებს, მორაგბეებს, ქომაგს...
ვულოცავ მთავრობასაც, რადგან ეს ინვესტიცია სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც საკმაოდ მოხმარდება (ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს)...
იმედია ფონდი ქართუ არ შეწყვეტს თავის წილ დაფინანსებას...

და იმედია ის დანაპირები რაც ფონდსა და მთავრობას ჰქონდა მიცემული კლუბებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოგვარებასთან დაკავშირებით განა გაჩერდება არ გაჭიანურდება.
სამწუხაროდ ლოკომოტივი ბაზაზე არსებული დევნილთა დასახლების გამო ვერ იღებს ქართუს შეპირებულ კომპლექსის მშენებლობას...

უფრო დიდი წარმატებებისთვის უფრო დიდ თანხებს გისურვებთ!!! (არის მოსაზრება რომ IღB -მ მოსთხოვა ფედერაციას გარკვეული თანადაფინანსება, შემდგომი პროექტების ინვესტირებისთვის და ეს თუ ასეა მგონი ბევრჯერ 33 000 000 წამოვა ქართულ რაგბიში)
GiorgiG83
20 თებერვალი 2014 15:14
0
ალალია აბა რა.დარწმუნებული ვარ მაგ ფულს საქმეს მოახმარენ და შედეგიც იქნება
ako
20 თებერვალი 2014 14:51
0
კიდე ორი მაგდენიც, რომ დაუმატონ ხმის ამომღები არ ვარ ალალია მაგათზე
levani
20 თებერვალი 2014 14:41
0
რაგბის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები მოხმარდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,რამეთუ გაიზრდება და აღიზრდება თაობები,ჩვენი მომავალი! და სწორედ რაგბი ასწავლის,შეასისხლხორცებს და გაუღვივებს ყველა იმ ვაჟკაცურ, რაინდულ, პატრიოტულ გრძნობებსა და ქცევის წესებს,რომლების ესოდენ სჭირდება ჩვენს სამშობლოს!
მიდით ბიჭებო მიდით
20 თებერვალი 2014 14:33
0
დროული ნაბიჟია. რაგბს უფრო მეტი ეკუთვნის
ალექსანდრე
20 თებერვალი 2014 14:31
0
მართლაც ალალია,სწორი და გულმართალი მუშაობა ყოველთვის ფასდება,დარწმუნებული ვარ ერთს ათასად დააბრუნებენ ჩვენი მართლაც გმირი მორაგბეები უდიდესი გამარჯვებების სახით
papa
20 თებერვალი 2014 14:02
0
აი ეს მესმის. მართალია საკმარისი არ არის, მაგრამ თითქმის 3-ჯერ გაიზარდა დაფინანსება და ეს უკვე კარგია. როცა დადგება ის დრო, როდესაც საქართველოში მოქმედი ნებისმიერი სახეობის (მაგალითად, ამჟამად ნაკლებად პოპულარული და პრიორიტეტული კეტბურთი, იგივე ბეისბოლი (თუ რა თქმა უნდა სპორტის ეს სახეობა ისევ არსებობს საქართვლოში)) დაფინანსება იქნება წელიწადში მინიმუმ 10 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო უფრო ტრადიციული და პრიორიტეტული სახეობების დაფინანსება (თუნდაც იგივე რაგბის) წელიწადში მინიმუმ 100 მილიონი აშშ დოლარი, აი მაშინ უკვე შეიძლება კატეგორიულად მოეთხოვოს ყველას შესაბამისი შედეგის ჩვენება. ყველა ვარიანტში ამ შემთხვევაში მადლობა ეკუთვნის მთავრობას.
shalva73
20 თებერვალი 2014 14:01
0
ალალია!
ფერნანდო
20 თებერვალი 2014 13:48
0

სიახლეები პოპულარული