რაგბი გლობალური ცვლილებების მოლოდინში - ბერნარ ლაპასემ საქართველოც ახსენა

AutoSharing Option
"მსოფლიოს რაგბის" პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე რაგბიში გლობალური ცვლილებების მომხრეა. მისი თქმით, დროა, სარაგბო ტურნირების სტრუქტურა შეიცვალოს.

"ჩვენ უნდა შემოვიღოთ სარაგბო ტურნირების ახალი სისტემა, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროების გუნდებს დააახლოებს.

დისკუსია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში გავხსენი "მსოფლიოს რაგბის" აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე.

ამჟამად სამხრეთში ოთხი, ხოლო ჩრდილოეთში ექვსი ელიტარული გუნდი გვყავს. უნდა ვეცადოთ, იმდენად საინტერესო ტურნირები მოვაწყოთ, რომ შემოსავლები და მაუწყებლების ინტერესი გაიზარდოს.

მსოფლიოს თასის გათამაშება პლანეტაზე პოპულარობით მესამე ტურნირია, ოლიმპიური თამაშებისა და ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ. ეს დონე აუცილებლად
უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.

ამასთან ერთად, განვითარებად სარაგბო ქვეყნებს აქვთ საკმარისი პოტენციალი, რათა ელიტა უახლოეს წლებში შეავიწროოს. ფიჯელები, სამოელები და ქართველები მრავლად არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სარაგბო ქვეყნების, განსაკუთრებით კი, საფრანგეთის კლუბებში.

საქართველოს შესანიშნავი ეროვნული ნაკრები ჰყავს; ამასთან ერთად, ბოლო ხანს რუმინელებიც გამოცოცხლდნენ; ასევე დიდი პერსპექტივა აქვს აშშ-ის ნაკრებს, რადგან ამ ქვეყანაში სპორტის ყველა სახეობის განვითარებაზე ზრუნავენ.

რუსეთში კი მდგომარეობა უფრო რთულია. თუ სპორტის სახეობა ოლიმპიური არ არის, მასში ფულს არ დებენ".

ერთი სიტყვით, ცვლილებებზე ლაპარაკი უკევ დაიწყო. კონკრეტულად რას გულისხმობს ლაპასე, როცა ცვლილებებზე ლაპარაკობს, ჯერ უცნობია. ყოველივეს, ალბათ, ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების დამთავრების შემდეგ მოეფინება ნათელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი, თორე ამოვიდა ყელში ეს ერთა თასი, ბოლო 5 წელია სულ ჩვენ ვიგებთ, რამდენჯერ უნდა მოვუგოთ ამ რუსებს, დროა იტალიელებს და უფრო ძლიერებსაც ვეთამაშოთ
Givi
14:27 22-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული