არჩევნებში ჩარევის მცდელობა შეიმჩნევა! - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში ზოგიერთი "თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრის" და სხვა გარეშე პირების მხრიდან უკვე შეიმჩნევა მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა.

"არჩევნების პროცესს ხშირად თან ახლავს გარკვეული სირთულეები, ემოციები და ცალკეულ შემთხვევებში არაჯანსაღი, გაუაზრებელი და ინსტინქტური ქმედებებიც კი. არც ეს არჩევნებია გამონაკლისი.

უკვე შეიმჩნევა ზოგიერთი "თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრის" და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა, რაც სცილდება წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებს და ქმნის სახიფათო
პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ.

უდავოა, რომ საქართველოში რაგბის პოპულარობა არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ნაკრების წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა, არამედ იმ ფასეულობების სისტემამ, რაც ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა და აღმოაჩინა სპორტის ამ სახეობაში.

რაგბი ჩვენი თამაშია! - ეს სიტყვები სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია მარადიულ ფასეულობებთან.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, როგორც რაგბის კავშირის საერთო კრების ორგანიზატორი და პასუხისმგებელი ორგანო, უცხადებს თანადგომას და იღებს პასუხისმგებლობას, აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს რაგბის კავშირის ხმის უფლების მქონე ყველა ნამდვილ წევრს, მათი ნების გამოვლენისას გარეშე პირთაგან ზეწოლისა და სხვაგვარი იძულების მცდელობის შემთხვევაში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა მცდელობა, ცალკეული თანამდებობის თუ გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირებისაგან, მოახდინონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა რაგბის კავშირის ნამდვილ წევრზე, მიმართული მისი ნების საწინააღმდეგოდ, იქნება მხილებული საჯაროდ", - ნათქვამია განცხადებაში.

გამგეობა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გაფრთხილების ადრესატი არ არის კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტია, მმართველი პოზიცია თუ ოპოზიცია.

"იგი მიმართულია იმ ცალკეული პოლიტიკური თუ საჯარო თანამდებობის პირის და გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირების მიმართ, ვისაც სურვილი ექნება, მოახდინოს ზეგავლენა საარჩევნო პროცესზე. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ იმ ფასეულობებს, რაც მორაგბეებსა და მათ გულშემატკივრებს აერთიანებს სიტყვებში: რაგბი ჩვენი თამაშია", - აცხადებენ განცხადების ავტორები.

20 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს - ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა მოკლე მეხსიერება აქვს საზოგადოებას,ეს ხალხი ფასეულობებზე რომ ალაპარაკდა,გამგეობა მაქვს მხედველობაში,ისინი არ არიან თავის დღოზე ზეწოლით რომ ისარგებლეს და არავითარი პასეულობები არ აინტერესებდათ
iii
15 დეკემბერი 2015 11:05
0
მოკლედ, თუ რამე საქართველოში აწყობილია, ყველაფერში უნდა ჩატანტრონ თავიანთი ბინძური ხელები, რა
სხვა მერაბი
14 დეკემბერი 2015 16:39
0
დასამატებელი აღარაფერია ვეთანხმები ლევანის ბოლო ბოლო შეეშვით ხალხო რა კარგის გაფუჭებას საეთოდ არ მინახავს ნიჟარაძე ტელევიზორის გარდა მაგრამ კაცი საქმეს აკეთებს გაეშვით რა რაგბზეც ნუ ჩაგვაქნევინებთ ხელს ბოლო ბოლო ნამუსი აღა გაქვთ ყველას ვინც რამეს ხლართავს არ ვიცი ვინ მაგრამ გინდა კაპიტანი იყოს გინდა მინისტრი და გინდა გენერალი სულ ერთია ქართველებს იმედს ნი მოგვიშლით რაგბს რომ ვუყურებ რაღაც იმედი მეცემა
მერაბი
14 დეკემბერი 2015 12:54
0
ქართველების გაკეთებული საქმის რა ვთქვი. ქართველები ხომ ბოლომდე არაფერს აკეთებენ და საქმეს მხოლოდ პირადი "მოგების" კუთხით უყურებენ. ის რაც აწყობილია, რატომ უნდა დაინგრეს? რა საჭიროა ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება? აჭყობილი საქმის დანგრევის ნისნები კი უკვე გამოჩნდა. ეს არ უნდა დაუშვათ.
karo
14 დეკემბერი 2015 12:17
0
გასაგებია, აქ რა შემთხვევასთანაც გვაქვს საქმე. ძალიან სამწუხაროა, გულდასაწყვეტი და ყოვლად დაუშვებელი, რომ მცდელობაა ქართულმა "ბრენდმა": უზნეობამ და ღორობამ რაგბიმდეც მიაღწიოს... მე, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა გულშემატიკივარმა, აბსოლუტურად ნეიტრალურმა (მითუმეტეს პოლიტიკურად), ბინძურ მცდელობებში ეჭვმიტანილებს მინდა მოგიწოდოთ, რომ თავი დაანებეთ ამ სუფთა საქმეს, რასაც ქართული რაგბი. ჰქვია!!! ნუ გექნებათ მცდელობა რომ ეს ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) ღირსეული სპორტიც, უამრავ ჭაობში და ტალახში ჩაფლულ სპორტის სახეობების გზას გაუყენოთ...!!! ირაკლი აბუსერიძეს, კი ძმურად (კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, რომ ყოველგავარი მიკერძოების გარეშე) მოვუწოდებ, როგორც ჩვენი ღისეული ნაკრების, წლების მაძილზე ღირსეულ კაპიტანს, არ დაუშვას რაგბის ძირეული ფასეულობებს შელახვა...



levani
14 დეკემბერი 2015 11:07
0
აბა თქვენ იცით!!! იქნებ ამ სფეროშიც გააფუჭოთ ყველაფერი!!!!
anzori
14 დეკემბერი 2015 10:41
0
ეს უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდება!!! ხალხი ამ შეურაცყოფას აღარ მოითმენს!!!
kkk
14 დეკემბერი 2015 10:10
0

სიახლეები პოპულარული