"ჩემი და ჩემი გუნდის გამოცდილება ქართული რაგბის მომავალს უნდა მოვახმაროთ"

AutoSharing Option
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე აღნიშნავს.

აბუსერიძე იმედს გამოთქვამს, რომ "საარჩევნო პროცესი რაგბის თამაშის მთავარი პრინციპების გათვალისწინებით - კეთილსინდისიერად ჩაივლის".

"დღესდღეობით ქართული რაგბი წარმატებასთან ასოცირდება. ბედნიერი ვარ, რომ 16 წლის ასაკში არჩევანი სწორედ სპორტის ამ ვაჟკაცურ და ღირსეულ სახეობაზე გავაკეთე. ამ პერიოდში ქართული რაგბი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა ჩვენმა მორაგბეებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანაში რაგბისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილიყო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოში
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი გახდა. ამაყი ვარ, რომ სწორედ ამ გუნდის კაპიტანი 7 წელი ვიყავი, რაც ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო.

კარიერის დასრულების შემდეგ რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე გავაგრძელე მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში, კიდევ უფრო მკვეთრად დავინახე ამ სფეროში არსებული ძირეული პრობლემები. მაშინ, როცა ქართული რაგბი მსოფლიოს ასპრეზზე ახალი გამოწვევების წინაშე დგას, ვთვლი, რომ ჩემი და ჩემი გუნდის გამოცდილება, რაც წლების მანძილზე დაგვიგროვდა, ქართული რაგბის მომავალს უნდა მოვახმაროთ", - აღნიშნავს აბუსერიძემ.

იგი აცხადებს, რომ ემიჯნება საარჩევნო პროცესში ყველანაირ ჩარევას და ეს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზეც დააფიქსირა.

"გამგეობის წევრებმა, მათ შორის, მე, ოფიციალურ წერილზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს. მაქვს იმედი, რომ საარჩევნო პროცესი რაგბის თამაშის მთავარი პრინციპების გათვალისწინებით - კეთილსინდისიერად ჩაივლის", - აცხადებს აბუსერიძე.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება.

პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი - ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე იბრძოლებს.

ასევე იხილეთ:
არჩევნებში ჩარევის მცდელობა შეიმჩნევა! - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

ტარიელ ხეჩიკაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან ეს გამორიცხულია
მკითხველის კომენტარები / 18 /
კი აქვს აბუსერიძეს დააყენოს კანდიდატურა, მაგარამ ასე არა... კაცურად უნდა მოქცეულიყო თავიდანვე. ჩემო ბატონო რახან ვწერთ რაღაცეების, ე.ი. ვიცით.
გიორგი 1958-ს
13:22 15-12-2015
0
ნუთუ გიორგი ნიჟარაძეს ალტერნატივა აქვს?! ვინმემ თქვას ერთი, ბატონ გიორგიზე მეტ წარმატებას თუ მიაღწევდა ამ ბოლო წლებში! ვერავინ იტყვის, იმიტომ, რომ ამ კაცმა ლამის შეუძლებელი შეძლო. მინიმუმ კიდევ 4 წელი უნდა იყოს. აი მერე ვნახოთ. და ბოლოს, არ შემიძლია არ ვთქვა - ბ-ნი ბიძინა რომ ბევრ ფულს დებს რაგბში, ეს გასაგებია და მისასალმებელი. თუმცა, ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ ამის გამო "თავისი" კაცის, აბუსერიძის დასმა უნდა - აბუსერიძე ხომ მმართველი პარტიის წევრია... თუ ვცდები? ფეხბურთშიც იგივე პირობით აპირებდა ბიძინა ფულის ჩადებას და უარი უთხრეს...
maxo
12:38 14-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული