ირაკლი აბუსერიძე: მე უფრო მეტის გაკეთება შემიძლია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და "ბორჯღალოსანთა" ყოფილი კაპიტანი, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ.

Sportall.ge ირაკლი აბუსერიძეს დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, რამ უბიძგა მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ. ამის გარდა, ირაკლის მისი კონკურენტის დახასიათებაც ვთხოვეთ.

"მიმაჩნია, რომ იმ პირობებში, რაც დღეს ქართულ რაგბიში არსებობს, ჩემს გუნდთან ერთად უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. სულ სხვა ხედვები გვაქვს და სწორედ ამან მიბიძგა არჩევნებში მონაწილეობისკენ.

ხედვებთან დაკავშირებით, ხუთშაბათს დიდ პრეზენტაციას გავმართავ და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ყველაფერი ის, რის
გაკეთებასაც გამარჯვების შემთხვევაში მომავალი 4 წლის მანძილზე ვაპირებ.

გიორგი ნიჟარაძეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორც ქართულ რაგბიში მოღვაწე ადამიანს, მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რისთვისაც მე პირადად მისი მადლობელი ვარ", - გვითხრა აბუსერიძემ.

სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ამა წლის 20 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: ირაკლი აბუსერიძეზე საუბარი არ მსურს...
არჩევნებში ჩარევის მცდელობა შეიმჩნევა! - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
მკითხველის კომენტარები / 29 /
არარის ლამზი რასაც აბუსერიძე აკეთებს აქ თუ სხვა ერევა ვინმე სირცხვლი მთავრობას
dato
22:30 14-12-2015
0
1. კიდევ რა უნდა გაეკეთებინა და რა გააკეთა ნიჟარაძემ, რომ მისით სავსებით კმაყოფილები ვყოფილიყავით და მისი შეცვლა არ მოგვსურვებოდა? მგონია, რომ უმრავლესობა მაინც მას დაუჭერს მხარს.
2. მეორეს მხრივ, რა არის ცუდი თავისუფალ და ალტერნატიულ არჩევნებში? თუ დასავლეთის ღირებულებები გვინდა, რატომ უნდა ვიყოთ ამის წინააღმდეგნი?
ნოდარი
00:04 15-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული