სენსაცია: რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

AutoSharing Option
15 დეკემბერს სენსაციური განცხადება გააკეთა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა. ჯერ ირაკლი აბუსერიძემ მოხსნა კანდიდატურა, შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

"საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღე გადაწყვეტილება, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციასა და დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა აბუსერიძემ.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას.

ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება", - ეს უკვე ნიჟარაძის განცხადებაა.

შეგახსენებთ,
რომ რაგბის კავშირის ყრილობა 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაიდება. 
მკითხველის კომენტარები / 26 /
არავინ არაფერში არ ჩარეულა.დაელოდეთ, ორივე გააკეთებს განმარტებას ოდნავ მოგვიანებით. რაგბში, ღირსების პრიმატი სუფევს, სხვა ზნის ხალხია, ვერავინ აკადრებს უკადრისს.
Kakha B.
15 დეკემბერი 2015 21:46
0
მთავრობავ შორს ხელები რაგბიდან!! რაგბი ჩვენი თამაშია და ყველაფერს ჩვენსას დაცვა ჭირდება .... შევიკრიბოთ გულშემატკივრებ და დავიცვათ ჩვენი თამაში!!!
mitro
15 დეკემბერი 2015 21:30
0
რაგბშიც ჩაყევით თქვენი უნამუსო და ბინძური ხლები ხო მოახერხეთ?
levani
15 დეკემბერი 2015 20:43
0
მე პირადად ნიჟარაძის მოგვაწეობას,დადებითად შევაფასებდი...
......
15 დეკემბერი 2015 20:43
0
მთავრობაა ყველაფერში დამნაშავე.. ვერ ძღებიან ყველგან მაყუთი უნდათ და ესე არაფერი გვეშველება :(
ragbi
15 დეკემბერი 2015 20:41
0
ყველაზე წარმატებულ ფედერაციას მიდგნენ? ვაი ამ ქვეყანას!
რა გვეშველება!

ყველაფერი ფეხბურთის დონეხზე უნდა დავწიოთ ?
Siko
15 დეკემბერი 2015 20:25
0

სიახლეები პოპულარული