სენსაცია: რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

AutoSharing Option
15 დეკემბერს სენსაციური განცხადება გააკეთა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა. ჯერ ირაკლი აბუსერიძემ მოხსნა კანდიდატურა, შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

"საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღე გადაწყვეტილება, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციასა და დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა აბუსერიძემ.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას.

ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება", - ეს უკვე ნიჟარაძის განცხადებაა.

შეგახსენებთ,
რომ რაგბის კავშირის ყრილობა 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაიდება. 
მკითხველის კომენტარები / 26 /
აბუ კარგი მმართველი რომ იყოს, ან კარგი მრჩეველი ყოლოდა უკეთესად მომზადებული გამოვიდოდა საზოგადოდ. ბოლო ბოლო რა გეგმა აქვთ ეგ მაინც ეთქვათ. პიროვნული ავკარგიანობა აქ არარის საკმარისი, ამიტომაც შევიყვარეთ რაგბი. პროფესიულად სუსტად გამოვიდა აბუ თავის გუნდიანად არენაზე. ქეცბაიასავით მოუვიდა რაღაც პონტში.
რეზო
13:21 16-12-2015
0
აბუ გამოიყენეს ტალახიც მას შეეწმინდა და ახლა მოსუფთავებულზე გამოუშვებენ ვიღაცას.
giga
12:31 16-12-2015
0

სიახლეები პოპულარული